ლეონიდ ჩერნოვეცკი პედოფილების ქიმიურ კასტრაციას ითხოვს — საკანონმდებლო წინადადება
უკრაინელი ბიზნესმენი, ლეონიდ ჩერნოვეცკი პედოფილების მიმართ სასჯელის სახით ქიმიური კასტრაციის დაწესებას ითხოვს. შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებით მან პარლამენტს უკვე მიმართა.
ლეონიდ ჩერნოვეცკის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, რომ პედოფილის მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის, თავისუფლების აღკვეთასთან ერთად სასჯელის სახედ გამოყენებული უნდა იყოს ქიმიური კასტრაცია.
"ქიმიური კასტრაციის არსი მდგომარეობს იმაში, რომ დამნაშავის ორგანიზმში ხდება სპეციალური პრეპარატის შეყვანა, რომელიც ზემოქმედებას ახდენს მის სქესობრივ უნარზე - ითრგუნება მამაკაცის ჰორმონები, რომელსაც მივყავართ დამნაშავის სქესობრივი სურვილის სრულ ჩახშობამდე", — ვკითხულობთ საკანონმდებლო ინიციატივაში.
ბიზნესმენის პოზიციით, მისი მიზანია საზოგადოება პედოფილებისგან დაიცვას.
"პედოფილია არ არის დანაშაული, ეს არის მძიმე, ფსიქოლოგიური დაავადება. არანაირი საპატიმრო ვადა არ გადაწყვეტს ამ პრობლემას. პედოფილი ციხიდან გამოსვლის შემდეგ ასჯერ უფრო საშიში ხდება. და ეს ფაქტია", — ნათქვამია ჩერნოვეცკის მიერ პარლამენტში წარდგენილ დოკუმენტში.
ბიზნესმენი ამბობს, რომ რეგულაციების არარსებობის გამო მოსახლეობა პედოფილების ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს-ხოლმე და არის შემთხვევები როცა წვავენ დამნაშავის სახლ-კარს.
"მიუხედავად იმისა, რომ მე გამაჩნია იურისტის უმაღლესი კვალიფიკაცია, თითქმის არ ვიცნობ საქართველოს კანონმდებლობას, ამიტომ თუ პარლამენტის ადმინისტრაცია დეტალებს დააზუსტებს მადლობელი ვიქნები. და რაც მთავარია მადლობელი იქნება ქვეყანა, რომელიც არ არის დაცული ამ საშინელი მოვლენისგან — პედოფილიისგან. გთხოვთ, არ დაგვიბრუნოთ კანონპროექტი "ტექნიკური მიზეზების" გამო და, თუ საჭირო გახდება, თქვენ თვითონ შეასწოროთ და მიიღოთ პარლამენტში", — წერს ჩერნოვეცკი.
მისი ინიციატივის მიხედვით, ქიმიური კასტრაცია უნდა იყოს სასჯელის სავალდებულო ზომა თავისუფლების აღკვეთასთან ერთად.
"ასევე პედოფილის მიმართ, რომელიც სასჯელს იხდის არ შეიძლება გამოყენებული იყოს შეწყალება, ამნისტია და პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება", — წერს ბიზნესმენი.
ჩერნოვეცკის მიაჩნია, რომ აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს პედოფილების საზოგადობაში დაბრუნების უსაფრთხოებას.
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
-
გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა
გადახედვა
-
ცხელი სასმლის მიღება მართლა გვაგრილებს? — რას ამბობს მეცნიერება ცხელი სასმლის მიღება მართლა გვაგრილებს? — რას ამბობს მეცნიერება
-
მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
გადახედვა
-
როგორ ვისიამოვნოთ შოკოლადით ისე, რომ ენერგიის მკვეთრი ვარდნა არ გამოვიწვიოთ როგორ ვისიამოვნოთ შოკოლადით ისე, რომ ენერგიის მკვეთრი ვარდნა არ გამოვიწვიოთ
-
ეკლები, ბრჭყალები და ნესტარი — რატომ არ არსებობს ბუნებაში ჩხვლეტის "იდეალური" ფორმა ეკლები, ბრჭყალები და ნესტარი — რატომ არ არსებობს ბუნებაში ჩხვლეტის "იდეალური" ფორმა
გადახედვა
-
10 რამ, რასაც ონლაინგანათლების გარეშე ვერ შევძლებდით 10 რამ, რასაც ონლაინგანათლების გარეშე ვერ შევძლებდით
-
ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე
-
ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს
გადახედვა
-
რას გულისხმობს "დროებითი სკოლა", რომლის მოწყობასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს? რას გულისხმობს "დროებითი სკოლა", რომლის მოწყობასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს?
გადახედვა
-
არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან
გადახედვა
-
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა თელავში გაიმართება — 22-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა თელავში გაიმართება — 22-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ აკაკი წერეთელს? ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ აკაკი წერეთელს?
-
საქართველოს მოქალაქეების ანტიანექსიური პლატფორმა შეიქმნა — მიზანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერაა. საქართველოს მოქალაქეების ანტიანექსიური პლატფორმა შეიქმნა — მიზანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერაა.
გადახედვა
კომენტარები