"ხელი აუქნიე ბებიაშენს, ბიჭო, ხმას დაუწიე, როცა ვლაპარაკობ" — ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში
ფოტო: კადრი ვიდეოდან / მეორე არხი
პარლამენტში ხორავას ქუჩაზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციების წარდგენას დაპირისპირება მოყვა. უმრავლესობის დეპუტატმა, ზაზა პაპუაშვილმა უმცირესობის დეპუტატებს შეურაცხყოფა მიაყენა.
პაპუაშვილმა განაცხადა, რომ უმცირესობის წევრები "ცინიკოსები, უტიფრები და უზრდელები" არიან. მისმა შეფასებებმა ევროპული საქართველოს წარმომადგენლების კრიტიკა გამოწივია, რასაც პაპუაშვილმა უპასუხა: "ხელი აუქნიე ბებიაშენს, ბიჭო, ხმას დაუწიე, როცა ვლაპარაკობ აქ".
პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ პაპუაშვილს კორექტულობის და სიმშვიდისკენ მოუწოდა, თუმცა დეპუტატმა თავმჯდომარის რჩევა არ გაითვალისწინა, რის შემდეგაც მას მიკროფონი გაუთიშეს.
პაპუაშვილმა მიკროფონის გათიშვის შემდეგაც გააგრძელა საუბარი. ევროპული საქართველოს წევრმა, ელენე ხოშტარიამ პაპუაშვილს უზრდელი უწოდა და დავა მათ შორის გაგრძელდა.
რამდენიმე წუთში თავმჯდომარემ პაპუაშვილს მიკროფონი ისევ ჩაურთო და მან იკითხა — "რა ახალი გარემოება დაადგინა საგამოძიებო კომისიამ". თუმცა, აღნიშნა რომ კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის პასუხი არ სჭირდება და თავად აქვს პასუხი —"ვერაფერი".
სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ კითხვა არ დასმულა და ვერ გასცემს პასუხს იმას, რაც არ უკითხავთ. მანვე მოუწოდა ყველას გაეცნონ კომისიის დასკვნას, რის შემდეგაც დაპირისპირება უმრავლესობის დეპუტატსა და ევროპული საქართველოს წევრებს შორის განახლდა.
პაპუაშვილმა ევროპული საქართველოს წევრებისაკენ გადაინაცვლა. საქმეში სხვა დეპუტატებიც ჩაერთვნენ, მათ შორის პატრიოტთა ალიანსის წევრი, ემზარ კვიციანი. ემზარ კვიციანსა და გიგა ბოკერიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო.
მალევე სიტყვიერი დაპირისპირება დეპუტატებს შორის ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. პარლამენტის თავმდჯომარემ სხდომა რამდენიმე წუთით შეწყვიტა.
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
-
ცხელი სასმლის მიღება მართლა გვაგრილებს? — რას ამბობს მეცნიერება ცხელი სასმლის მიღება მართლა გვაგრილებს? — რას ამბობს მეცნიერება
-
მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
გადახედვა
-
როგორ ვისიამოვნოთ შოკოლადით ისე, რომ ენერგიის მკვეთრი ვარდნა არ გამოვიწვიოთ როგორ ვისიამოვნოთ შოკოლადით ისე, რომ ენერგიის მკვეთრი ვარდნა არ გამოვიწვიოთ
-
ეკლები, ბრჭყალები და ნესტარი — რატომ არ არსებობს ბუნებაში ჩხვლეტის "იდეალური" ფორმა ეკლები, ბრჭყალები და ნესტარი — რატომ არ არსებობს ბუნებაში ჩხვლეტის "იდეალური" ფორმა
გადახედვა
-
10 რამ, რასაც ონლაინგანათლების გარეშე ვერ შევძლებდით 10 რამ, რასაც ონლაინგანათლების გარეშე ვერ შევძლებდით
-
თეგეტა მოტორსის მხარდაჭერით, კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის III ეტაპი გაიმართა თეგეტა მოტორსის მხარდაჭერით, კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის III ეტაპი გაიმართა
-
ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე
-
ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს
გადახედვა
-
რას გულისხმობს "დროებითი სკოლა", რომლის მოწყობასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს? რას გულისხმობს "დროებითი სკოლა", რომლის მოწყობასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს?
გადახედვა
-
არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან
გადახედვა
-
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა თელავში გაიმართება — 22-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა თელავში გაიმართება — 22-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
-
ახლა ამხილა სასამართლო, რადგან მას შეეხო — სალომე ზურაბიშვილი ღარიბაშვილზე ახლა ამხილა სასამართლო, რადგან მას შეეხო — სალომე ზურაბიშვილი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ აკაკი წერეთელს? ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ აკაკი წერეთელს?
კომენტარები