აკაკი ზოიძე: ის ზიანი, რაც კანაფს მოაქვს გვსურს, სარგებლად გადავაქციოთ
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება ვერ აუხსნის საზოგადოებას, რას ნიშნავს რეალურად კანაფის კონტროლის შესახებ კანონი, კანონპროექტის განხილვა არ გაგრძელდება. ამის შესახებ აკაკი ზოიძემ ტოკ-შოუ რეაქციაში განაცხადა.
მან გადაცემაში მყოფ სასულიერო პირების განცხადებებსაც უპასუხა, რომლებმაც აკაკი ზოიძეს კანაფის კანონპროექტის ლობისტი უწოდეს.
"შემწყნარებლობა საჭიროა ერთმანეთის მიმართ. უხერხულია მე რომ ვამბობ ამ სიტყვებს, როცა თქვენთან სასულიერო პირები იყვნენ სტუმრად და მათ არ უთქვამთ ეს სიტყვები, ასევე უხერხულია იარლიყების მოკერება, როგორიცაა მოღალატე, რაც შთამომავლობაზე გადავა", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
მისი თქმით, საქართველოში არ უნდა იყოს ტაბუდადებული თემები. "წინააღმდეგ შემთხვევაში აღმოვჩნდებით იმავე უფსკრულში, რომელიც 90-იან წლებში ვიყავით", - ამბობს დეპუტატი.
აკაკი ზოიძის თქმით, ეკლესია გამოხატავს ჩვენი საზოგადოების მრწამსს, მიზნებს და ხშირ შემთხვევაში ზემოქმედებს განწყობებზე
"ჩვენ თუ საზოგადოებას დავუპირისპირდით ეს ხელისუფლება ხელისუფლება აღარ იქნება. სხვის სიკვდილზე, ცრემლებზე, უბედურებაზე გაკეთებული ფული არც ბიუჯეტს გამოადგება და არც ხალხს, ეს არის ცოდვა, მორალი და ყველანაირი კრიტერიუმით მიუღებელი", - განმარტა დეპუტატმა.
აკაკი ზოიძე განმარტავს, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებას აუხსნან, რომ ზიანი, რაც კანაფს მოაქვს ხელისუფლებას სურს სარგებლად გადააქციოს.
"მას შემდეგ, რაც კითხვებსა და რისკებს ამოვწურავთ, მაშინ შეიძლება გაგრძელდეს კანონპროექტის განხილვა. დეკრიმინალიზაციის კანონი იმიტომ ვერ მივიღეთ, რომ ფული არ არის სერვისებისთვის და კანაფის ექსპორტი ამის კარგი რესურსია", - ამბობს აკაკი ზოიძე.
მისი თქმით, 4 დღეა საზოგადოებას კანონპროექტის აზრს უხსნიან და თუ ეს მესიჯი ვერ მიდის მოსახლეობასთან, კანონი უდღეურია.
"ეკლესიას და ჩვენ შეგვიძლია საზოგადოების აზრი გავზომოთ. თუ დავინახეთ, რომ საზოგადოებრივი აზრი არ არის წინააღმდეგი სამედიცინო მიზნით ექსპორტზე, მაშინ შეიძლება გავაგრძელოთ პლენარული და საკომიტეტო საკითხები, თუ ვერ შევძელით ეს დამთავრდება", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
დეკანოზი, შალვა კეკელია აცხადებს, რომ საპატრიარქო კანაფის კონტროლის შესახებ კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს. მისი თქმით, ეკლესია ერთსულოვანია გადაწყვეტილებაში და მმართველ გუნდს მოლაპარაკე არ გამოუვა.
საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ სრულიად მართმადიდებელი ეკლესია და მრევლი ეწინააღმდეგება ნებისმიერი მიზნისთვის მარიხუანის რეალიზაციის ლეგალიზებას.
საქართველოს პარლამენტმა კანაფის კონტროლის შესახებ კანონის პროექტის განხილვა გადაავადა. გადაწყვეტილება დეპუტატებმა 17 სექტემბრის ბიუროს სხდომაზე მიიღეს. გადავადება ნიშნავს, რომ კანონპროექტის საკომიტეტოს განხილვა პარლამენტში ჯერ არ დაიწყება. უცნობია გადავადების ზუსტი დროც.
კანონპროექტის გადავადების გადაწყვეტილება უმრავლესობამ მას შემდეგ მიიღო, რაც აღნიშნულ ინიციატივას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დაუპირისპირდა.
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები