გუდაურში, კვადროციკლი ამოტრიალდა და ხევში გადავარდა. დაღუპულია ორი პირი, ინდოეთის მოქალაქე მამა-შვილი. ამის შესახებ On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება 276- ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური
ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ორი ამ მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.