რუსთავი 2-ის ინფორმაციით, აქიის მონაწილე 12 აქტივისტი დააკავეს. ცოტა ხნის წინ პოლიციის სამმართველოში ტრისტან წითელაშვილი გადაიყვანეს.

On.ge ინფორმაციის დაზუსტებას შსს-ში ამ დრომდე ცდილობს, თუმცა ჯერ პასუხი არ მიგვიღია.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებენ. ჯერჯერობით უცნობია, ისინი გადაინაცვლებენ თუ არა პარლამენტის შენობასთან, სადაც აქცია ლოზუნგით ნუ მოკლავ იმართება. დიდ საკონცერტო დარბაზთან პოლიციაა მობილიზებული.

საქართველოს პარლამენტთან ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია განახლდა. აქციის მთავარი მოთხოვნაა მთავრობის გადადგომა, სამართლიანობის აღდგენა და ხორავას ქუჩის საქმეზე მტკიცებულებების და დამნაშავეების დამალვაში მონაწილე პირების დასჯა. აქციას შეუერთდნენ, სტუდენტები, მოქალაქეები, მოსწავლეები, საზოგადო მოღვაწეები, პოლიტიკოსები და არასამთავრობოები.