2018 წელს კანის ლომების ფესტივალზე საქართველოს 10 მონაწილე წარადგენს
საქართველოში უკვე მეოთხედ Young Lions Georgia ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 164-მა გუნდმა მიიღო. კონკურსის არსებობის ისტორიაში, ეს მაჩვენებელი რეკორდულია. კონკურსანტები ხუთ თემატურ ჯგუფად იყვნენ დაყოფილები და ერთმანეთს სხვადასხვა კატეგორიებში ეჯიბრებოდნენ. განსხვავდებოდა დავალებებიც, რომლებიც მათ უნდა შეესრულებინათ.
თითოეულ გუნდს ორი მონაწილე წარადგენდა, რომლებიც 11,12 და 13 მაისს, ტექნოპარკში ასრულებდნენ თავიანთ დავალებებს. მათგან ხუთი საუკეთესო გუნდი, შესაბამისად 10 მონაწილე, საქართველოს კანის კრეატიულ ფესტივალზე წარადგენს. გამარჯვებულები ხუთ სხვადასხვა კატეგორიაში არტარეას ტერიტორიაზე გამოვლინდა და მათ ოქროს მედლები გადაეცათ.
კატეგორია Young Marketers
ოქროს მედალი
ამ კატეგორიაში გამარჯვებული Giovanni Morra-ს გუნდი, ნათია სვანიძისა და პავლე გაბრიჭიძის შემადგენლობით გახდა. ახალგაზრდა მარკეტერების სახელით სწორედ ისინი წარადგენენ საქართველოს კანის კრეატიულ ფესტივალზე, რომელიც ივნისში გაიმართება.
ამავე კატეგორიაში ვერცხლის მედალი "ინებეს" გუნდმა მოიპოვა მარიტა გენებაშვილისა და ლეკო შათირიშვილის შემადგენლობით. ბრინჯაოს მედალი კი, მზიკო და მარიამ ლაპიაშვილებმა გუნდ Giovanni Morra-ს სახელით მოიპოვეს.
კატეგორია PRINT
ოქროს მედალი
ამ კატეგორიაში ოქროს მედალი გუნდ Watergunz-ს ერგო, რომლის შემადგენლობაში ანა გუგუტიშვილი და ივანე ყუფარაძე შედიოდნენ.
ვერცხლის მედალი Saatchi&Saatchi-ს გუნდს ერგო, გვანცა დათუაშვილისა და ლუკა ივანიძეს შემადგენლობით. ბრინჯაოს მედალი კი Gepra-ს გუნდმა მიიღო, რომელიც მარიამ მურადაშვილისა და გიორგი ბოლქვაძისგან შედგებოდა.
კატეგორია DIGITAL
ოქროს მედალი
ცოტნე მაზმანიშვილი და თეონა შელიას გუნდმა, WINDFOR’S-მა, ამ კატეგორიაში ოქროს მედალი და კანის ფესტივალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.
ვერცხლის მედალი branding.ge-ს გუნდს გადაეცა, რომელშიც ანი ჭყოიძე და მარიამ ჩხაიძე შედიოდნენ. რაც შეეხება ბრინჯაოს მედალს, ის Leavingstone-ს გუნდმა მოიპოვა, ემილი ქორიძისა და ელენე დანელიას შემადგენლობით.
კატეგორია DESIGN
ოქროს მედალი
დიზაინის კატეგორიაში საქართველოს კანში Leavingstone-ის გუნდი წარადგენს, რომელშიც ანუკი კონიაშვილი და გიორგი ბრეგვაძე შედიან. მათმა საკონკურსო ნამუშევარმა ოქროს მედალი მოიპოვა.
ვერცხლის მედალი თამარ აბრამიასა და მიშა თოდუას გადაეცათ, რომლებიც გუნდ Dezzin-ს წარმოადგენდნენ. ბრინჯაოს მედალი კი, BetterFly-ის გუნდმა მოიპოვა.
კატეგორია FILM
ამ კატეგორიაში ოქროს მედალი და კანის ფესტივალზე ადგილი JWT Metro-ს გუნდს ერგო, რომელშიც სანდრო ციცქიშვილი და მაშო თევდორაშვილი შედიოდნენ.
ვერცხლის მედალი Leavingstone-ის გუნდს, ბექა ადამაშვილისა და სალომე ჟვანიას შემადგენლობით ერგოთ. რაც შეეხება ბრინჯაოს, ამ კატეგორიაში მესამე ადგილი გურამ ასათიანისა და ლუკა გაგლოშვილის გუნდმა, FollowFox-მა დაიკავა.
საუკეთესო ნამუშევრების სანახავად ეწვიეთ თიბისის ბლოგს.
Young Lions 2018-ის პარტნიორი თიბისი ბანკი იყო, რომელიც მომდევნო სამი წლის განმავლობაშიც გააგრძელებს კონკურსის მხარდაჭერას.
კანის "ლომების" ფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მოვლენაა მსოფლიო სარეკლამო სფეროში, რომელიც 1954 წლიდან იღებს სათავეს და ყოველწლიურად საფრანგეთის ქალაქ კანში ტარდება.
-
კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული ძმები — გიორგი და დავით ფეიქრიშვილები დააკავეს კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული ძმები — გიორგი და დავით ფეიქრიშვილები დააკავეს
გადახედვა
-
ესპანეთში 7 ქართველი დააკავეს, რომელთან ე.წ. საწამებელ ოთახში 2 კაცი ჰყავდათ დაკავებული ესპანეთში 7 ქართველი დააკავეს, რომელთან ე.წ. საწამებელ ოთახში 2 კაცი ჰყავდათ დაკავებული
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო — სწორი ადგილი განათლებისთვის თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო — სწორი ადგილი განათლებისთვის
-
NASA-ს ახალმა ტელესკოპმა "თვალი გაახილა" — აი, რა დაინახა მან NASA-ს ახალმა ტელესკოპმა "თვალი გაახილა" — აი, რა დაინახა მან
გადახედვა
-
თორნიკე გოგრიჭიანი BBC-ის სერიალში გამოჩნდა — ნახეთ Vigil-ის კადრები თორნიკე გოგრიჭიანი BBC-ის სერიალში გამოჩნდა — ნახეთ Vigil-ის კადრები
გადახედვა
-
მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: ილია II-ის წმინდანად შერაცხვაზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: ილია II-ის წმინდანად შერაცხვაზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს
გადახედვა
-
გვსურს გვჯეროდეს, რომ სომხები შეძლებენ, ობიექტურად შეაფასონ "ევროინტეგრაციის საფრთხე" — რუსეთის საგარეო გვსურს გვჯეროდეს, რომ სომხები შეძლებენ, ობიექტურად შეაფასონ "ევროინტეგრაციის საფრთხე" — რუსეთის საგარეო
გადახედვა
-
წლევანდელი "თბილისობა" 3,3 მლნ ლარი გვიჯდება — სად/რა ჩატარდება? წლევანდელი "თბილისობა" 3,3 მლნ ლარი გვიჯდება — სად/რა ჩატარდება?
გადახედვა
-
25 სექტემბერი, ვიკრიბებით დინამოსთან, რომ ერთად შევაცილოთ ნაკრები მატჩზე, რომელზეც გულშემატკივარი არ დაიშვება 25 სექტემბერი, ვიკრიბებით დინამოსთან, რომ ერთად შევაცილოთ ნაკრები მატჩზე, რომელზეც გულშემატკივარი არ დაიშვება
-
ირაკლი ჭეიშვილი: ადამიანის ბედი კაბინეტებში კი არა, სასამართლოში წყდება, ღარიბაშვილი იტყუება ირაკლი ჭეიშვილი: ადამიანის ბედი კაბინეტებში კი არა, სასამართლოში წყდება, ღარიბაშვილი იტყუება
გადახედვა
-
39 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა, კვლევა გრძელდება — სეს-ი ბაგა-ბაღების შემოწმებაზე 39 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა, კვლევა გრძელდება — სეს-ი ბაგა-ბაღების შემოწმებაზე
გადახედვა
-
EPP გიორგი ბარამიძის გათავისუფლებას ითხოვს EPP გიორგი ბარამიძის გათავისუფლებას ითხოვს
გადახედვა
-
ხვალიდან ყველა ირანული ავიაკომპანია საქმიანობას შეწყვეტს — აშშ-ის ხაზინის მდივანი ხვალიდან ყველა ირანული ავიაკომპანია საქმიანობას შეწყვეტს — აშშ-ის ხაზინის მდივანი
გადახედვა
-
ekalata.gov.ge-ს სუპერმარკეტების ორი ქსელი: "სუფთა სახლი" და "ევრო პროდუქტი"დაემატა ekalata.gov.ge-ს სუპერმარკეტების ორი ქსელი: "სუფთა სახლი" და "ევრო პროდუქტი"დაემატა
გადახედვა
-
"ჩვენ ვრჩებით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთგული" — კობახიძე გაეროში "ჩვენ ვრჩებით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთგული" — კობახიძე გაეროში
გადახედვა
-
ლილი რეინჰარტმა The Love Hypothesis-ის პრემიერამდე რომანტიკული კომედიების საკულტო კაბები გააცოცხლა ლილი რეინჰარტმა The Love Hypothesis-ის პრემიერამდე რომანტიკული კომედიების საკულტო კაბები გააცოცხლა
გადახედვა
-
NCDC აცხადებს, რომ თბილისის 20 ბაღში გასტროენტერიტის შემთხვევების მიზეზი "დადასტურებულად ნოროვირუსია" NCDC აცხადებს, რომ თბილისის 20 ბაღში გასტროენტერიტის შემთხვევების მიზეზი "დადასტურებულად ნოროვირუსია"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში ნაურუს პრეზიდენტ დევიდ ადეანგს შეხვდა ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში ნაურუს პრეზიდენტ დევიდ ადეანგს შეხვდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა
გადახედვა
-
თიბისისა და Visa—ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის თიბისისა და Visa—ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
-
ზელენსკი ტრამპთან მოლაპარაკებების გასამართად აშშ-ში ჩავიდა — დაგეგმილია 20-მდე შეხვედრა ზელენსკი ტრამპთან მოლაპარაკებების გასამართად აშშ-ში ჩავიდა — დაგეგმილია 20-მდე შეხვედრა
გადახედვა


კომენტარები