EMC: პოლიციის უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტი დროულად უნდა გამოიძონ
ფოტო: On.ge
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) 2016 წლის 2 ივნისს, გორში დაკავებულ რამაზ ქოქოშვილთან დაკავშირებით პროკურატურას მოუწოდებს, რომ დროულად ჩაატაროს გამოძიება და დაადგინოს მის მიმართ ძალის გადამეტების სავარაუდო ფაქტი.
ასევე ორგანიზაცია ითხოვს, რომ სასამართლომ სრულყოფილად შეფასოს საქმის გარემოებები.
მათივე მოთხოვნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა დაგეგმოს და განახორციელოს სისტემური შიდა მონიტორინგი, რომელიც შეისწავლის პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტების, დანაშაულის პროვოცირების შესაძლო შემთხვევებს.
EMC ბრალდებულ ქოქოშვილის შიმშილის ფაქტთან დაკავშირებით, მიმართავს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, რომ უზრუნველყოს იგი შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით, რათა არ გაუარესდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
საქმის დეტალები
ბრალდების მხარე
რამაზ ქოქოშვილი 2016 წლის 2 ივნისს ქალაქ გორში დააკავეს. მას ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება - პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღდეგობის გაწევა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით.
ბრალდების მიხედვით, მან 2 ივნისს ქალაქ გორში რესტორან დარიალში მეგობრებთან ერთად ყოფნის დროს დაახლოებით 23:25 საათზე, შსს გორის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს მიხეილ ლომიძეს მიაყენა უხეში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო ლომიძემ მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება. შემთხვევიდან ორი საათის შემდეგ რამაზ ქოქოშვილი დაკავეს მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე.
EMC-წერს, რომ დაკავების ოქმის მიხედვით, ქოქოშვილი ფაქტობრივად 3 ივნისს 01:20 წუთზე დაკავეს. აღნიშნულის შემდეგ იგი 2016 წლის 3 ივნისს დაახლოებით 07:30 საათზე გადაიყვანეს ხაშურის წინასწარი დაკავების იზოლატორში, სადაც მას ჩაუტარდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა:
"ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქოქოშვილს აღენიშნებოდა სხვადასხვა სახის ნაკაწრები და სისხლჩაქცევები შუბლის, თვალების, ცხვირის, იდაყვის მიდამოებში. დასკვნის თანახმად, აღნიშნული დაზიანებები მიეკუთვნება მსუბუქი ხარისხის დაზიანებებს".
არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადების მიხედვით, ოქმში წერია, რომ მან დაკავების მომენტში სცადა დამკავებელი მოხელისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მიიყენა თვითდაზიანებები და ასევე უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს ალეკო თოფჩიშვილს დაკავების ხელშეშლისთვის გაწეული წინააღმდეგობის შედეგად და ძალის გამოყენებით დაუზიანა სამსახურის ფორმის მაისური.
ბრალდებულ ქოქოშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა და იგი დღემდე იმყოფება გლდანის მერვე საპყრობილეში.
ქოქოშვილი თავს უდანაშაულოდ ცნობს, მიაჩნია, რომ მისი დაკავება და დაპატიმრება არის უკანონო და აღნიშნულის გასაპროტესტებლად დაახლოებით 48-ე დღეა შიმშილობს.
დაცვის მხარე
EMC-ის ინფორმაციით, უკანონო დაკავებისა და უდანაშაულობის გამო ქოქოშვილის მიერ შიმშილობის ფაქტს ადასტურებს სახალხო დამცველის აპარატიც, რომლის წარმომადგენელმაც 2016 წლის 16 ივლისს მოინახულა ბრალდებული.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, პატიმრობაში მყოფი ქოქოშვილის დამცველი ადვოკატი და ახლობლები ბრალდების ვერსიას არ ეთანხმებიან და განსხვავებულ გარემოებებზე საუბრობენ. მათი მტკიცებით, რამაზ ქოქოშვილს მის მიერ წარდგენილ ბრალდებასთან არანაირი შემხებლობა არ აქვს და პირიქით, იგი პოლიციის უკანონო მოქმედებების მსხვერპლია.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით 19 ივლისს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრს (EMC) ახსნა-განმარტება მისცა შემთხვევის ადგილზე უშუალოდ მყოფმა თვითმხილველმა ლევან ქოქოშვილმა, ბრალდებულ რამაზ ქოქოშვილის ძმამ. მისი განმარტების მიხედვით ის თავის ძმასთან და რამდენიმე მეგობართან ერთად გორში რესტორან დარიალში იმყოფებოდა, რა დროსაც განვითარდა ინციდენტი ამავე რესტორნის სხვა მაგიდასთან მყოფ მოქალაქე ვლადიმერ შავდათუაშვილთან. ამ უკანასკნელის მიერ ლევან ქოქოშვილისთვის რამდენჯერმე სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ მათ შორის დაიძაბა ურთიერთობა. ამ შელაპარაკებით მათ მიიქციეს ამავე რესტორანში მყოფი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელების ყურადღება, რომელთაგან ერთ-ერთს - ზურაბ ჩილინგარაშვილს ლევან ქოქოშვილი პირადად იცნობდა. ლევან ქოქოშვილის განმარტებით, მან თავის მეგობრებს ინცინდენტის ამოწურვის მიზნით მოუწოდა რესტორნის დატოვებისკენ და ამით ეს შემთხვევა დასრულდა, რაც მან ასევე შეატყობინა იქვე მდგარ პოლიციელ ზურაბ ჩილინგარაშვილს.
ლევან ქოქოშვილი კატეგორიულად უარყოფს მისი ძმის რამაზ ქოქოშვილის რაიმე შემხებლობას ამ ინციდენტთან და აცხადებს, რომ მას ამ მოვლენებში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია. იგი ასევე კატეგორიულად უარყოფს პოლიციის თანამშრომლების მიერ მათთვის სამსახურებრივი მოწმობის წარდგენის ფაქტს მთელი ამ ხნის განმავლობაში ან მათი მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას რესტორნის ტერიტორიაზე, ვინაიდან ეს პირები მისი თქმით პოლიციის დღეს აღნიშნავდნენ და ყველანი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ.
ლევან ქოქოშვილის განმარტებით რესტორნიდან ისინი ფეხით გადაადგილდებოდნენ რამაზ ქოქოშვილის საცხოვრებელი სახლის მიმართულებით, რა დროსაც შარტავას ქუჩაზე მათ მიუახლოვდა რამდენიმე მანქანა, რესტორანში მყოფი ნასვამი პოლიციელებით.
პოლიციელებმა ადგილზე მყოფ რამაზ ქოქოშვილის თანმხლებ პირებს დაუწყეს სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, გინება. ლევან ქოქოშვილი აღნიშნავს, რომ მის ძმას, რამაზ ქოქოშვილს, რამდენიმე თვითმხილველის თანდასწრებით პოლიციამ წიხლების ცემით და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებით დაადო ხელბორკილი და ჩასვა მანქანაში. მისივე განმარტებით, დაკავების ოქმში აღნიშნული წინააღმდეგობის გაწევას არავის მხრიდან ადგილი არ ჰქონია, ასევე არ შეესაბამება სიმართლეს დაკავების ოქმში მითითებული ინფორმაცია, თითქოს რამაზ ქოქოშვილმა მიიყენა თვითდაზიანებები, ვინაიდან ეს დაზიანებები გამოწვეულია პოლიციის მუშაკების მხრიდან მის ძმაზე განხორციელებული ძალადობით.
ლევან ქოქოშვილის თქმით, ამ პროცესში განსაკუთრებით აქტიურობდა ზურაბ ჩილინგარაშვილი. მისივე განმარტებით, ამ პირების დაკავების შემდეგ დაახლოებით ღამის 12 საათისთვის ისინი გადაიყვანეს გორის პოლიციის განყოფილებაში, თუმცა იქ მიყვანის შემდეგ მას თავისი ძმა არ უნახავს.
ლევან ქოქოშვილის ინფორმაციით, მისი ძმის დაკავების მომენტიდან მეორე დილის 07:30 საათამდე რამაზ ქოქოშვილი სავარაუდოდ იმყოფებოდა გორში კომბინატის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე პოლიციელთან ერთად, რომლებიც მას ამ პერიოდის განმავლობაში ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. დილას კი იგი გადაიყვანეს ხაშურის წინასწარი დაკავების იზოლატორში. ხაშურში რამაზ ქოქოშვილის მიმართ ჩატარებული სამედიცინო ექსპტერტიზის დასკვნით დასტურდება მის სახესა და კიდურებზე სხვადასხვა დაზიანებების არსებობა.
როგორც ლევან ქოქოშვილი აღნიშნავს, ადგილობრივი პოლიცია დაინტერესებული იყო და მუდმივად აკონტროლებდა მის ძმას. ახლობლები გორის პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ზურაბ ჩილინგარაშვილის პირად დაინტერესებაზეც მიუთითებენ.
EMC განმარტავს რომ ბრალდების მხარის მიერ არ მომხდარა მოძიება და სასამართლოსთვის წარდგენა იმ ვიდეო მასალის, რომელიც რესტორნის მიმდებარედ არის განთავსებული და რომლის მეშვეობითაც უკეთ იქნებოდა შესაძლებელი მოვლენების ქრონოლოგიის აღდგენა.
ცხადია, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების მიღმა, ნასვამ მდგომაროებაში მყოფი პოლიციელების მითითებები არ წარმოადგენს პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას და მისი შეუსრულებლობა ვერ ჩაითვლება დაუმორჩილებლობად ან/და წინააღმდეგობის გაწევად.
EMC ასევე აცხადებს, რომ ბოლო წლებში პოლიციასა და სასამართლო სისტემაში დამკვიდრებული პრაქტიკა მიუთითებს პოლიციელის უტყუარობის პრეზუმფციაზე, რაც მსგავს საქმეებში მკვეთრად უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს მოქალაქეს.
EMC-ის დასკვნით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალებიდან ბუნდოვანია:
- თუ რა სახის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა შსს გორის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე მიხეილ ლომიძე რესტორან დარიალის მიმდებარე ტერიტორიაზე;
- ასევე გაურკვეველია, ინცინდენტის დროს ის იმყოფებოდა რესტორანში სხვა პოლიციელებთან ერთად თუ გამოიძახეს;
- დაუდგენელია ისიც თუ რაში გამოიხატა უშუალოდ ბრალდებულ რამაზ ქოქოშვილის მიერ წესრიგის დარღვევა და რა გახდა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის საფუძველი;
- რა გარემოებებში მიაყენა პოლიციელს ბრალდებულმა უხეში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და კონკრეტულად რაში გამოიხატა ძალადობა, რაც წარდგენილი ბრალის აუცილებელი ელემენტია;
- ასევე უცნობია, თუკი ბრალდებულის მხრიდან ადგილი ჰქონდა მიმალვის მცდელობას, რატომ გადაწყვიტა მან ინციდენტის შემდეგ პირდაპირ საკუთარ სახლში დაბრუნებულიყო;
- მოცემული საქმის მიმართ კითხვებს აძლიერებს ის მნიშვნელოვანი დაზიანებებიც, რომელიც ბრალდებულს იზოლატორში მიყვანისას აღენიშნებოდა.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები