ზაჩეუსი და ჯულიეტა - ქართულ-ნიგერიული ოჯახის ისტორია
ფოტო: ნინო ბაიდაური
32 წლის ზაჩეუს ოპეიმი ნიგერიიდან საქართველოში 2012 წელს სასწავლებლად ჩამოვიდა. მალევე ქართველი გოგო, ჯულიეტა გაიცნო. 2013 წელს დაქორწინდნენ. მათ 4 წლის შვილი ჰყავთ, ნატალი. ზაჩეუსი მუშაობს კომპანიაში, რომელიც ავტომობილის იმპორტითაა დაკავებული. 23 წლის ჯულიეტა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია. ოჯახი თბილისში ცხოვრობს.
ჯულიეტა
ჩემს მშობლებს უყვართ ზაჩეუსი. ჩვენი ქორწინების წინააღმდეგი არასდროს ყოფილან. მაგრამ გარეშე ადამიანებისგან უხამსი, საზიზღარი რეპლიკები არაერთხელ მომისმენია. მაგალითად, ფეხმძიმედ რომ ვიყავი, მახსოვს, ერთხელ ჩემს ქმართან ერთად მეტროში ჩავედი. ვიღაც ქალმა შემოგვხედა და ქართულად მომაძახა, შეხედეთ, ამ მაიმუნთან ერთად დადის და ბავშვიც მაიმუნი ეყოლებაო. არაფერი მითქვამს. ხმა ვერ ამოვიღე. იყო შემთხვევები, როცა ჩვენი დანახვისას, გამვლელებს გადმოუფურთხებიათ და ჩვენ გასაგონად ხმამაღლა უთქვამთ, "შეხედე, ზანგი!"
ხანდახან ჩემი შვილი მეკითხება, "დედა, რას ნიშნავს ზანგი?" როგორც ჩანს, ბავშვები ასე ეძახიან. მშობლებმა უნდა აუხსნან საკუთარ შვილებს, რომ ეს შეურაცხმყოფელი სიტყვაა, არ უნდა გამოიყენონ და რომ ამას შეუძლია ბავშვს გული ატკინოს. ნატალი ძალიან მხიარული ბავშვია. ქართულად ლაპარაკობს, ინგლისურად და ცოტას რუსულადაც კი. ბალეტზე დამყავს, მასწავლებელი მასზე გიჟდება.
კიდევ ერთი შემთხვევა მახსოვს. ჩემს ქმარს ქართული კარგად ესმის. ტაქსით ვმგზავრობდით. მძღოლმა მკითხა, "თქვენ ცოლ-ქმარი ხართ?" როცა ვუთხარი, რომ ასეა, ძალიან გაუკვირდა და ისევ მკითხა, "ასეთი რა გადაგხდა თავს, რომ ამას ცოლად გაყევი?" ბავშვიც თან გვყავდა, მაგრამ კიდევ კარგი, ძალიან პატარა იყო და ვერ მიხვდა, რა ხდებოდა.“
ზაჩეუსი
თუ შავკანიანი ხარ და ქართველ ქალთან ერთად დადიხარ, აუცილებლად პრობლემა შეგექმნება. ძირითადად, კაცებს აქვთ აგრესიული რეაქცია.
ზოგ ქართველს აფრიკელების შესახებ უცნაური სტერეოტიპები აქვს. მაგალითად, ჩემთვის უკითხავთ, "იცი რა არის ტელევიზორი?" აფრიკელები ჯუნგლებში კი არ ვცხოვრობთ, ადამიანები ვართ და არა ცხოველები! რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ერთნაირია. ბევრი კარგი ქართველი მეგობარი მყავს და ისინი ყოველთვის ცდილობენ დამიცვან.
პრობლემები სახელმწიფოს მხრიდანაც შემექმნა. საქართველოში მყავს ოჯახი და ამიტომაც აქ ვაპირებ დარჩენას. ამის კანონიერი უფლება კი სახელმწიფომ უნდა მომცეს. თუმცა, მუდმივი ბინადრობის ნებართვაზე უარი მითხრეს იმ არგუმენტით, თითქოს, ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოვადგენ.
უარი სასამართლოში გავასაჩივრე. სარჩელი დამიკმაყოფილეს. ასე რომ, იმედი მაქვს, ახლა მაინც, სამწლიანი წვალების შემდეგ, ბოლოს და ბოლოს ბინადრობის ნებართვას მივიღებ. როგორც ვიცი, სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი პრობლემები სხვა ნიგერიელებსაც ექმნებათ.
ამასობაში, დიდი ხნის უნახავი მამაჩემი გარდაიცვალა ნიგერიაში. მე კიდევ დაკრძალვაზეც ვერ ჩავედი. აქ ჩემი ბედი ჯერ კიდევ არ იყო გარკვეული და მუდმივი ბინადრობა არ მქონდა. შემეშინდა, რომ ქვეყნის დატოვების შემთხვევაში, შეიძლებოდა უკან ვერ დავბრუნებულიყავი. მთელმა ოჯახმა ეს პერიოდი მძიმედ გადავიტანეთ.
ყველაფრის მიუხედავად, ძალიან მიყვარს საქართველო, აქაური კულტურა, ტრადიციები, სამზარეულო, მეგობრები. აქ დარჩენა, პირველ რიგში, ჩემი ოჯახის გამო მინდა. ბევრი უსიამოვნო ამბავი გადაგვხდა თავს, მაგრამ ამ ყველაფერმა კიდევ უფრო გაგვაძლიერა.
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა


კომენტარები