ჯანელიძე ჰერითიჯის ფონდის კვლევაზე: ყველა შეთანხმდა, რომ საქართველო წარმატებულია ნატოში ინტეგრაციის გზაზე
ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო
ჰერითიჯის ფონდის ანგარიშის, საქართველოს ნატოში გაწევრიანება: ამერიკისა და ევროპის სტრატეგიულ ინტერესებში, პრეზენტაცის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომ ნატო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერია:
"მნიშვნელოვანია, რომ დღეს ყველა შეთანხმდა და დარბაზშიც დარჩა ის განცდა, რომ საქართველო ძალიან წარმატებულია ნატოში ინტეგრაციის გზაზე. პირველ რიგში საქართველოს უმთავრესი ამოცანაა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განმტკიცება. ამას ემსახურება ჩვენი ყველა ნაბიჯი, ჩვენი ყველა საგარეო თუ შიდა პოლიტიკური პირობა.
მიხეილ ჯანელიძის თქმით, ნატოს მომავალ სამიტზე საქართველო შესაბამისი პროგრესით იქნება წარმოდგენილი.
ჰერითიჯის ფონდის ანგარიში ანალიტიკოსმა და პოლიტიკურმა მიმომხილველმა, ლუკ კოფმა მოამზადა. ის რამდენიმე დღის წინ გასაჯაროვდა.
დღეს, 8 თებერვალს, ანგარიშის პრეზენტაციისას მან განაცხადა, რომ მისი წინადადება არ აყენებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას კითხვის ნიშნის ქვეშ. კოფი აცხადებს, რომ ბუქარესტის სამიტიდან 10 წლის შემდეგ, საქართველომ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას ნატოში გაწევრიანებისკენ.
მისივე აზრით, იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ძალის არგამოყენების პირობა, აღარაა საჭირო ნატოს წევრობის საკითხის გართულება მე-5 მუხლთან დაკავშირებით.
"ბევრი ღელავს იმაზე, რომ თუ საქართველო ნატოში გაწევრიანდება, ეს რუსეთთან ომის დაწყების მიზეზი გახდება. საქართველოს ნატოში გაწევრიანება შეიძლება მოხდეს 1949 წელს მიღებული ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ხელშეკრულების მეექვსე მუხლით (რომელიც განსაზღვრავს, რომელი ტერიტორიები შედის მეხუთე მუხლის მფარველობის ქვეშ), რაც საშუალებას იძლევა, რომ ამჟმად ოკუპირებული ცხინვალი და აფხაზეთი ნატოს მეხუთე მუხლის მიღმა დარჩეს",- ნათქვამია ლუკ კოფის ანგარიშში.
ლუკ კოფის აზრით, საქართველოს ნატოში გაწევრიანების მეტი შანსი ექნება, თუ ოკუპირებულ ტერიტორიებს მე-5 მუხლის მიღმა დატოვებს. თუმცა, მისივე თქმით, მას შემდეგ, როდესაც ოკუპაცია მშვიდობიანად დასრულდება, მე-5 მუხლი საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებზე მთლიანად გავრცელდება.
ანგარიშის პრეზენტაციას ესწრებოდა აშშ-ს ელჩი იან კელი. ჟურნალისტებთან საუბრისას მან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მხოლოდ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში:
იან კელის თქმით, საქართველომ თავად უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორ შეუერთდეს ნატოს:
"ჩვენ ყოველთვის მხარს დაგიჭერთ".
ელჩმა აღნიშნა ისიც, რომ ნატოს აქვს ღია კარის პოლიტიკა იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებიც კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ. მან ნატოს გენერალური მდივნის სიტყვები მოიშველია და თქვა, რომ საქართველოს აქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი, რათა ნატოს წევრი გახდეს.
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
-
გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ნაურუს პრეზიდენტს, დევიდ ადეანგის ტელეფონით ესაუბრა ირაკლი კობახიძე ნაურუს პრეზიდენტს, დევიდ ადეანგის ტელეფონით ესაუბრა
გადახედვა
-
ცხელი სასმლის მიღება მართლა გვაგრილებს? — რას ამბობს მეცნიერება ცხელი სასმლის მიღება მართლა გვაგრილებს? — რას ამბობს მეცნიერება
-
მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
გადახედვა
-
როგორ ვისიამოვნოთ შოკოლადით ისე, რომ ენერგიის მკვეთრი ვარდნა არ გამოვიწვიოთ როგორ ვისიამოვნოთ შოკოლადით ისე, რომ ენერგიის მკვეთრი ვარდნა არ გამოვიწვიოთ
-
მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
გადახედვა
კომენტარები