ოსკარი 2018: ადამიანები, რომლებმაც თავიანთი ნომინაციით ისტორია შექმნეს
ამერიკის კინოაკადემიამ ოსკარის რიგით 90-ე დაჯილდოებიც ნომინანტები გამოაცხადა. გილერმო დელ ტოროს ფილმმა The Shape of Water ოსკარზე 13 ნომინაცია მიიღო, კრისტოფერ ნოლანის Dunkirk-მა - 8, მარტინ მაკდონაჰის Three Billboards Outside Ebbing, Missouri - 7, ხოლო გრეტა გერვიგის Lady Bird-მა ხუთი.
მიუხედავად იმისა, კმაყოფილები ვართ თუ არა ნომინანტების ვინაობით და გაიმარჯვებენ თუ არა ჩვენი ფავორიტები, 2018 წლის ოსკარი აუცილებლად შევა ისტორიაში რამდენიმე ფაქტორის გამო.
ოსკარის 90-წლიან ისტორიაში საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაზე ქალი მეხუთედ წარადგინეს
Lady Bird-ის რეჟისორი გრეტა გერვიგი კი ოსკარის 90-წლიან ისტორიაში მეხუთე ქალი გახდა, რომელიც კინოაკადემიამ საუკეთესო რეჟისორი ქალის ნომინაციაზე წარადგინა.
პირველად ქალი ამ კატეგორიაში 1997 წელს წარადგინეს. ლინა ვარმიულერმა ეს ნომინაცია Seven Beauties-ისთვის მიიღო, თავად ფილმი კი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში მოხვდა.
რაც შეეხება გამარჯვებას, ოსკარი მხოლოდ ერთმა, კეტრინ ბიგელოუმ მიიღო 2010 წელს ფილმისთვის - The Hurt Locker. ბიგელოუმ ამავე კატეგორიაში მეორე ნომინაცია 2013 წელს Zero Dark Thirty-ისთვისაც მიიღო.
საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაზე თავის დროზე ასევე წარადგინეს - ჯეინ კამპიონი და სოფია კოპოლა.
ოსკარის ისტორიაში საუკეთესო ოპერატორის ნომინაციაზე ქალი პირველად წარადგინეს
კინოაკადემიამ კიდევ ერთი ისტორიული ნომინაცია გამოაცხადა. საუკეთესო ოპერატორის კატეგორიაში რეიჩელ მორისონი წარადგინეს. ეს არის პირველი შემთხვევა ოსკარის 90-წლიან ისტორიაში, როდესაც ეს ნომინაცია ქალმა მიიღო.
რეიჩელი მუშაობდა დი რისის ფილმზე Mudbound.
ოსკარის 90-წლიან ისტორიაში, ნომინაციაში პირველად წარადგინეს ტრანსგენდერი რეჟისორი
ოსკარის 90-წლიან ისტორიაში პირველად მოხდა, რომ კინოაკადემიამ საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში ტრანსგენდერი რეჟისორის, იანს ფორდის მიერ გადაღებული ფილმი Strong Island წარადგინა.
მერილ სტრიპის ისტორიული, 21-ე ნომინაცია ოსკარზე
დარწმუნებული ვარ ამ სახელის და გვარის გაგონება ოსკარის ნომინანტთა სიაში მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა. სტივენ სპილბერგის The Post-ში შესრულებული როლისთვის, მერილმა ოსკარის ისტორიული, 21-ე ნომინაცია მიიღო.
მერილ სტრიპს აქამდე სამი ოსკარი აქვს აღებული ფილმებისთვის: კრამერი კრამერის წინააღმდეგ, სოფის არჩევანი და რკინის ლედი. იმ შემთხვევაში, თუ სტრიპი წელს მეოთხე ოსკარს მიიღებს, იგი ოსკარების რაოდენობით ლეგენდარულ მსახიობ კეტრინ ჰეპბერნს გაუთანაბრდება.
კომპოზიტორ ჯონ უილიამსის 51-ე ნომინაცია ოსკარზე
ინდიანა ჯონსის, ჰარი პოტერის, ვარსკვლავური ომების, მარტო სახლშის, შინდლერის სიისა თუ სხვა პოპულარული ფილმების კომპოზიტორმა, ჯონ უილიამსმა საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა და 2018 წლის ოსკარზე, საუკეთესო მუსიკის ნომინაციაში Star Wars: The Last Jedi-სთვის შექმნილი კომპოზიციებისთვის კიდევ ერთი, ამჯერად უკვე 51-ე ნომინაცია მიიღო.
ჯორდან პილი მეხუთე აფროამერიკელია, რომელიც საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში წარადგინეს
Get Out-მა გარდა იმისა, რომ საუკეთესო ფილმის ნომინაცია მიიღო, მისი რეჟისორი ჯორდან პილი აკადემიის 90-წლიან ისტორიასი მეხუთე რეჟისორია, რომელმაც საუკეთესო რეჟისორის ნომინაცია მიიღო.
კრისტოფერ ნოლანმა საუკეთესო რეჟისორის ნომინაცია პირველად მიიღო
ალბათ ბევრისთვის მოულოდნელობა იქნება ეს, მაგრამ ფაქტია - Inception-ისა და Interstellar-ის შემქმნელმა, ოსკარის ნომინაცია საუკეთესო რეჟისორის ნომინაცია პირველად სწორედ წელს მიიღო Dunkirk-ის გადაღებისთვის.
ყველაზე ახალგაზრდა და ხანდაზმული ნომინანტები
ლეგენდარული რეჟისორი ანიეს ვარდა ოსკარის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული ნომინანტია. 89 წლის ასაკში მისი დოკუმენტური ფილმი Faces Places ოსკარის მოსაპოვებლად იბრძოლებს. რაც შეეხება კრისტოფერ პლამერს, ის 88 წლის ასაკში გახდა ყველაზე ხანდაზმული მსახიობი, რომელმაც ნომინაცია მიიღო. Call Me By Your Name-ის მსახიობი ტიმოთი შალამე კი 80 წლის შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა მსახიობი გახდა, რომელმაც საუკეთესო მსახიობის კაცის ნომინაცია მიიღო.
ოსკარის რიგით 90-ე დაჯილდოების ცერემონია 4 მარტს გაიმართება.
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
-
საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა
გადახედვა
კომენტარები