სააკაშვილი: ექსტრადიციის შემთხვევაში ჩუმად არ ვიქნები
ფოტო: Reuters
5 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ პირველი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალებისას, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დამნაშავედ სცნო.
მიხეილ სააკაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი. მას ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის გამოყენებისთვის 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ასევე, დამატებითი სასჯელის სახით ერთი წლითა და ხუთი თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.
სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით "ამერიკის ხმა" საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს "სკაიპით" ესაუბრა.
ბატონო მიხეილ, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის დრო რომ გამონახეთ. რას ფიქრობთ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ თქვენთვის თავისუფლების 3 წლით აღკვეთის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით?
ყველას ესმის, რომ ამ გადაწყვეტილებას ლეგალური საფუძველი არ აქვს. არასოდეს არავის გაუსამართლებია ყოფილი პრეზიდენტი იმისთვის, რომ მან შეწყალების უფლება გამოიყენა. ეს უპრეცედენტო შემთხვევაა. თუმცა, მიმაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას უფრო ფართო გავლენა აქვს. ეს უკრაინელი და ქართველი ოლიგარქების ერთობლივი ძალისხმევაა. პრეზიდენტი პოროშენკო, რომელსაც მე მის მთავარ პრობლემად მივაჩნივარ, გასულ ზაფხულს საქართველოში ჩავიდა და მან [საქართველოს მთავრობას] სთხოვა ჩემს წინააღმდეგ დაწყებული საქმეები დაეჩქარებინათ. სწორედ მაშინ მოიფიქრეს ეს საქმე. ჩემი გასამართლების შემდეგ მალევე, უკრაინამ განაცხადა, რომ ეს განაჩენი შესაძლოა ჩემი ექსტრადირების საფუძველი იყოს. უკრაინაში ოპოზიციაში წასვლამდე, უკრაინის პროკურატურა ამბობდა, რომ ჩემს წინააღმდეგ დაწყებული ყველა საქმე პოლიტიკურად იყო მოტივირებული. ახლა კი მათ მუსიკა შეცვალეს. ასევე საინტერესოა, რომ ამ ყველაფერს ვლადიმირ პუტინიც ხელს უწყობს. დეკემბერში გამართულ პრესკონფერენციაზე მან ჩემი სახელი, სულ ცოტა, 12-ჯერ ახსენა და უკრაინის და საქართველოს მთავრობას ჩემი შევიწროებისკენ მოუწოდა.
თქვენი აზრით, რას უკავშირდება თქვენს განსასჯელად კონკრეტულად ამ საქმის გამოყენება?
პრეზიდენტის გასამართლება მის მიერ შეწყალების გამოყენების გამო არსად არ არის შესაძლებელი მთელს მსოფლიოში. მათ მე 133 სამხედროს შეწყალებისთვის გამასამართლეს. ამ ბრალდებას არანაირი ლეგალური საფუძველი არ აქვს. მათ ჩემი უკრაინიდან გაძევება ახლა სურთ. რა არ ეძებეს - საბანკო ანგარიშები, რომლებიც არ მაქვს; ოფშორული კომპანიები, რომლებიც არ მაქვს; საკუთრება, რომელიც არ მაქვს. მე ყოფილი პოსტ-საბჭოთა პრეზიდენტი ვარ, რომელსაც არაფერი აქვს ისეთი, რითაც მას კორუფციაში დაადანაშაულებდნენ. სწორედ ამიტომ მოიგონეს ეს სასაცილო მუხლი საპრეზიდენტო შეწყალებასთან დაკავშირებით. იგივე მუხლით მსოფლიოში ყველა პრეზიდენტის გასამართლება შეიძლება.
თუმცა, ერთ-ერთი არგუმენტი რომელიც პროკურატურას აქვს, არის არა ის, რომ თქვენ შეწყალების უფლება გამოიყენეთ, არამედ ის, რომ შეწყალებას რაღაცის სანაცვლოდ დაჰპირდით. ეს ასე იყო?
პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლების გამოყენებას არაფერი ზღუდავს. რა თქმა უნდა, ეს ასე არ იყო. მაგრამ ასეც რომ მომხდარიყო, ეს დანაშაული მაინც არ იქნებოდა. ეს ერთ-ერთი იმ მცირეოდენი უფლებათაგანია, რომლიც შეუზღუდავად აქვს ნებისიერ პრეზიდენტს მთელს მსოფლიოში.
უკრაინის პროკურატურამ განცხადება გააკეთა, რომ თბილისის სასამართლოს განაჩენი შეიძლება განიხილოს როგორც თქვენი საქართველოში ექსტრადიციის საფუძველი. როგორ ფიქრობთ, საქართველო მოითხოვს თქვენს ექსტრადიციას?
პეტრო პოროშენკო ქართველ ოლიგარქ ივანიშვილთან ერთადერთი მიზნით ჩავიდა. ეს მე ვიყავი. მათ გადაწყვიტეს ორი ქვეყნის სამართალდამცველებს პარალელურად ემუშავათ. ამ ვიზიტის შემდეგ პოროშენკომ უკრაინის მოქალაქეობა ჩამომართვა მაშინ, როცა მე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიყავი.
თუმცა, მიუხედავად ამისა, ივანიშვილი თავს იკავებს საქართველოში ჩამიყვანოს. ეს იმიტომ, რომ [იცის] საკანში ჩუმად არ ვიჯდები და 20 წელი იქ არ გავიხრწნები. ღვთის გულისათვის, მე ხომ თანამედროვე საქართველოს ფუძემდებელი ვარ. საქართველოს მოსახლეობაში, სამართალდამცავებში და შეიარაღებულ ძალებში დიდი მხარდაჭერა მაქვს. თუ საქართველოში ჩემი ექსტრადიცია მოხდა, ყველას მოვუწოდებ ივანიშვილის მთავრობის მოშორებისკენ. მე ამას გავაკეთებ.
ამას ღიად ვამბობ. ყველაფერს მშვიდობიანად გავაკეთებ, მაგრამ გავაკეთებ. მათ არ მივცემ უფლებას ვლადიმირ პუტინის სურვილი შეასრულონ და მე საქართველოს ციხეების ადმინისტრაციამ და საქართველოს სამართალდამცავებმა დამსაჯონ. ჩუმად დაჯდომას არ ვაპირებ. მე რეგიონში ერთ-ერთი ლიდერი ვარ, რომელზეც პუტინი უწყვეტად საუბრობს. მე მას ამ სჩუქარს არ გავუკეთებ.
იმ ყველაფრის ფონზე რაც დღეს ხდება, ამდენი წლის შემდეგ, ნანობთ თუ არა შეწყალების გამოყენებას?
შეწყალების პროცესი ასე მუშაობს - შეწყალების კომისია ამზადებს სიას და პრეზიდენტი მას ხელს აწერს. ჩემი პრეზიდენტობის განმავლობაში, მხოლოდ ერთი საქმე იყო ისეთი, რომლის დროსაც ადამიანი კომისიასთან კონსულტაციის გარეშე შევიწყალე. ეს არასრულწლოვანი იყო და განხილვებისთვის ძალიან ცოტა დრო გვქონდა. ეს ჩემი პრეზიდენტობის ბოლოს მოხდა. სხვა დროს [სიას] ყოველთვის კომისია ამზადებდა, რომელსაც საკმარისი შემოწმებისა და ბალანსის მექანიზმები ჰქონდა შიგნით. მე მათ გადაწყვეტილებებში ეჭვი არასდროს შემიტანია.
შეწყალების უფლება შეზღუდული არსად არ არის, მათ შორის, არც საქართველოში. ეს პირადად ჩემთან არანაირ კავშირში არ არის. საქმე ინსტიტუტებს ეხება. ვნანობ ინსტიტუტების შექმნას? არა. იმას ვფიქრობ თუ არა, რომ ეს ინსტიტუტები ზოგჯერ შეცდომებს უშვებდა? რა თქმა უნდა. შეცდომები ბევრი იყო, მაგრამ ინსტიტუტები ყოველთვის წარმატებული იქნება.
ის, რაც დღეს ხდება ინსტიტუციების იდეის, კანონის უზენაესობის წინააღმდეგაა მიმართული. ამ ყველაფერს უარყოფითი შედეგი აუცილებლად მოჰყვება. ეს ადამიანები პასუხს აგებენ და სამართალს ვერ გაექცევიან. ამ გადაწყვეტილებით მათ, ფაქტობრივად, მათსავე წინააღმდეგ მომავალი სასამართლო საქმეების საფუძველი შექმნეს.
-
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
-
ცენტრალურ აფრიკაში, კამერუნის საზღვართან ოქროს მაღაროს ჩამონგრევას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა ცენტრალურ აფრიკაში, კამერუნის საზღვართან ოქროს მაღაროს ჩამონგრევას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
-
OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა
გადახედვა
-
დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა — რატომ ამოიღეს მოხმარებიდან პოპულარული ინგრედიენტი TPO? დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა — რატომ ამოიღეს მოხმარებიდან პოპულარული ინგრედიენტი TPO?
გადახედვა
-
ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში
გადახედვა
-
საფრანგეთში სიცხეს 7 300 ადამიანი ემსხვერპლა საფრანგეთში სიცხეს 7 300 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
-
3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს 3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს
გადახედვა
-
ირაკლი რუხაძემ საქართველოში კიდევ ერთი ბიზნესი გაყიდა ირაკლი რუხაძემ საქართველოში კიდევ ერთი ბიზნესი გაყიდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს
გადახედვა
-
რომელი პროფესიის ადამიანებშია რადიაციით გამოწვეული სიმსივნე ყველაზე ხშირი? — კვლევა რომელი პროფესიის ადამიანებშია რადიაციით გამოწვეული სიმსივნე ყველაზე ხშირი? — კვლევა
გადახედვა
-
ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე
-
ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ? ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ?
-
როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია
-
დღეიდან პირველკლასელებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტებში დარიგება დაიწყო დღეიდან პირველკლასელებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტებში დარიგება დაიწყო
გადახედვა
-
სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
ბენდი Demon Hunter ნეტფლიქსის KPop Demon Hunters-ს სახელის მითვისების გამო უჩივის ბენდი Demon Hunter ნეტფლიქსის KPop Demon Hunters-ს სახელის მითვისების გამო უჩივის
გადახედვა
-
Moderna-ს თქმით, მელანომის ვაქცინამ მასშტაბურ კვლევაში წარმატებას მიაღწია Moderna-ს თქმით, მელანომის ვაქცინამ მასშტაბურ კვლევაში წარმატებას მიაღწია
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს — ჯაზი და ღვინო კახეთი თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს — ჯაზი და ღვინო კახეთი
-
ირაკლი კობახიძე ემანუელ მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია ირაკლი კობახიძე ემანუელ მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
გადახედვა
კომენტარები