ლოს-ანჯელესის ქუჩებში მერილ სტრიპის საწინააღმდეგო პოსტერები გამოჩნდა
ლოს-ანჯელესში, 20th Century Fox-ის სტუდიის მიმდებარე ქუჩებზე დღეს დილით მსახიობ მერილ სტრიპისა და პროდიუსერ ჰარვი ვაინშტაინის პოსტერები გამოჩნდა, რომელზეც სამი ოსკარის მფლობელ სტრიპს თვალებზე წარწერა აქვს - "მან იცოდა".
როგორც გაირკვა, პოსტერის ავტორები სტრიპს ადანაშაულებენ იმაში, რომ მან ვაინშტეინის მხრიდან ქალებზე ძალადობის ყველა ფაქტი იცოდა, მაგრამ ამაზე ხმამაღლა არასდროს ლაპარაკობდა.
პოსტერების გაკვრის ინსპირაცია, როუზ მაკგოვანისა და მერილ სტრიპის დაპირისპირება გახდა.
როუზ მაკგოვანის ბრალდებას, რომ მერილ სტრიპის მხრიდან ოქროს გლობუსზე გამოსვლა სიმბოლური შავი კაბით თვალთმაქცობა იყო, მსახიობმა ვრცელი წერილით უპასუხა.
სტრიპის თქმით, მაკგოვანი მასზე არასწორ ინფორმაციას ავრცელებს და სურს, რომ მას სიმართლე გააგებინოს.
როუზ მაკგოვანი ჰარვი ვაინშტაინის მიერ გაუპატიურებულ ქალებს შორისაა.
"მერილ სტრიპის მსგავსი მსახიობები, რომლებიც ბედნიერად მუშაობდნენ ღორ მონსტრთან [ჰარვი ვაინშტაინი] ოქროს გლობუსზე შავი კაბებით მიდიან და ეს მათი ჩუმი პროტესტია. არადა პრობლემა სწორედ თქვენი სიჩუმეა. თქვენ ყალბ ჯილდოებს მშვიდად იღებთ და სინამდვილეში ცვლილებები არ მოგაქვთ. მეზიზღება თქვენი თვალთმაქცობა. იქნებ საერთოდ მარჩესა [ვაინშტაინის ყოფილი ცოლის ტანისამოსის ბრენდი] ჩაგეცვათ?" - დაწერა როუზ მაკგოვანმა ტვიტერზე, თუმცა ეს პოსტი უკვე წაშლილია.
სტრიპმა მაკგოვანს ჰაფინგტონპოსტზე გამოქვეყნებული წერილიდან უპასუხა:
"მტკივნეულია მაკგოვანის მხრიდან ნიუსების სათაურებიდან თავდასხმები, მაგრამ მინდა მან იცოდეს, რომ ვაინშტაინის დანაშაულებრივ ქმედებებზე არაფერი ვიცოდი. არც 90-იან წლებში, როცა როუზი მისი მსხვერპლი გახდა და არც იმ ათწლეულების განმავლობაში, როცა ის [ვაინშტაინი] სხვებს ესხმოდა თავს. მე განზრახ კი არ ვიყავი ჩუმად, მე უბრალოდ არ ვიცოდი. მე ჩემი სიჩუმით არ ვიცავდი გაუპატიურებაში ბრალდებულებს. მე უბრალოდ არ ვიცოდი. მე არ მომწონს, როცა ახალგაზრდა ქალებს ესხმიან თავს, უბრალოდ არ ვიცოდი, რომ ეს ხდებოდა".
სტრიპმა დასძინა, რომ ის არასდროს ყოფილა ვაინშტაინის სახლში ან სასტუმრო ნომერში და ჰოლივუდიდან გაძევებული პროდიუსერიც არასდროს მიუღია შინ:
"ყველა მსახიობმა ქალმა და კაცმა, ან რეჟისორმა, რომლებიც ვაინშტაინის კომპანიის დახმარებით იღებდნენ ფილმებს, არ იცოდა, რომ ის ქალებს ავიწროებდა და აუპატიურებდა, სანამ ეს თავად ამ ქალებმა არ გვითხრეს".
მერილის წერილის შემგდეგ, მაკგოვანმა ბოდიში მოიხადა.
გამომდინარე იქიდან, რომ 2017 წელი ჰოლივუდისთვის საკმაოდ მძიმე იყო, ყველაზე განხილვადი თემები კი სექსიზმი, ბულინგი და სექსუალური შევიწროვება აღმოჩნდა, ამერიკული კინემატოგრაფის ყველაზე გავლენიანმა ქალმა მსახიობებმა გადაწყვიტეს ამ ყველაფრის მიმართ პროტესტის ნიშნად ცერემონიაზე შავი კაბები ჩაიცვან და ამ გზით კიდევ ერთხელ დააფიქსირონსაკუთარი პოზიცია.
ჰარვი ვაინშტაინი 90-ზე მეტმა ქალმა დაადანაშაულა სექსუალურ შევიწროებაში, თავდასხმასა და გაუპატიურებაში. მის საქმეს ლოს-ანჯელესის, ბევრლი ჰილზის, ნიუ-იორკისა და ლონდონის პოლიცია იძიებს.
-
გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ
გადახედვა
-
გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე
გადახედვა
-
21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ
გადახედვა
-
USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი
-
ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ
გადახედვა
-
პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა
გადახედვა
-
სექტემბერი მოწყენის მიზეზი არ არის: როგორ გვაშორებს მუსიკა ყოველდღიურ რუტინას სექტემბერი მოწყენის მიზეზი არ არის: როგორ გვაშორებს მუსიკა ყოველდღიურ რუტინას
-
შალვა პაპუაშვილის თქმით, გახარიას პარტიის აკრძალვის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შევა შალვა პაპუაშვილის თქმით, გახარიას პარტიის აკრძალვის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შევა
გადახედვა
-
მარსზე შეიძლება ჟელატინი და საფუარი საშენ მასალად გამოვიყენოთ — ბიობეტონი? მარსზე შეიძლება ჟელატინი და საფუარი საშენ მასალად გამოვიყენოთ — ბიობეტონი?
გადახედვა
-
უკვე ცნობილია, რამდენ ხანს გვეყოფა მთვარის წყლის მარაგი, თუ იქ ქალაქს ავაშენებთ უკვე ცნობილია, რამდენ ხანს გვეყოფა მთვარის წყლის მარაგი, თუ იქ ქალაქს ავაშენებთ
გადახედვა
-
გერმანიის 2 მიწის არჩევნებში ულტრამემარჯვენე AfD-მ და მემარცხენე Die Linke-მ გაიმარჯვეს გერმანიის 2 მიწის არჩევნებში ულტრამემარჯვენე AfD-მ და მემარცხენე Die Linke-მ გაიმარჯვეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის თქმით, Eagl Hills-ის წინააღმდეგ "ნამახვანჰეს 2"-ს ენმ და "ალტ-ინფო" აწყობენ შალვა პაპუაშვილის თქმით, Eagl Hills-ის წინააღმდეგ "ნამახვანჰეს 2"-ს ენმ და "ალტ-ინფო" აწყობენ
გადახედვა
-
IT სპეციალისტს, რომელმაც პოლიციის ძალადობის კადრები მოიპოვა, ნარკოდანაშაულისთვის 17 წელი მიუსაჯეს IT სპეციალისტს, რომელმაც პოლიციის ძალადობის კადრები მოიპოვა, ნარკოდანაშაულისთვის 17 წელი მიუსაჯეს
გადახედვა
-
ალექს რაუფოღლუს ცნობით, ზელენსკი და ტრამპი ერთმანეთს ნიუ-იორკში 22 სექტემბერს შეხვდებიან ალექს რაუფოღლუს ცნობით, ზელენსკი და ტრამპი ერთმანეთს ნიუ-იორკში 22 სექტემბერს შეხვდებიან
გადახედვა
-
სახალხო დამცველმა სააპელაციო სასამართლოს ალეკო ელისაშვილის საქმეზე "სასამართლოს მეგობრის" მოსაზრებით მიმართა სახალხო დამცველმა სააპელაციო სასამართლოს ალეკო ელისაშვილის საქმეზე "სასამართლოს მეგობრის" მოსაზრებით მიმართა
გადახედვა
-
ადვოკატი: ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული, დავით მიქაძე, საფრანგეთში დააკავეს ადვოკატი: ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული, დავით მიქაძე, საფრანგეთში დააკავეს
გადახედვა
-
რუსეთის დუმის არჩევნებში "ერთიანმა რუსეთმა" ხმების 57.86% მოიპოვა — ანალიტიკოსები გაყალბებებზე საუბრობენ რუსეთის დუმის არჩევნებში "ერთიანმა რუსეთმა" ხმების 57.86% მოიპოვა — ანალიტიკოსები გაყალბებებზე საუბრობენ
გადახედვა
-
Converse-ის რეკლამა რასისტული სიმბოლოებისთვის გააკრიტიკეს — კომპანია ბოდიშს იხდის Converse-ის რეკლამა რასისტული სიმბოლოებისთვის გააკრიტიკეს — კომპანია ბოდიშს იხდის
გადახედვა
-
მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ
-
RFL/RL: აშშ-ის მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიების ფრენები საქართველოში შეწყდა RFL/RL: აშშ-ის მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიების ფრენები საქართველოში შეწყდა
გადახედვა
-
სასწრაფოდ უნდა გაირკვეს რომელი საკვები იყო ვირუსით ინფიცირებული — მაია ბუწაშვილი ბაღებში ინტოქსიკაციაზე სასწრაფოდ უნდა გაირკვეს რომელი საკვები იყო ვირუსით ინფიცირებული — მაია ბუწაშვილი ბაღებში ინტოქსიკაციაზე
გადახედვა
კომენტარები