ზოიძე: ნარკოტიკის მოხმარება მხოლოდ ადმინისტრაციულად რჩება დასჯადი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებით ჯანდაცვის კომიტეტმა და ნარკოპოლიტიკის ეროვნულმა პლატფორმა ერთობლივი კონფერენცია გამართეს. პლატფორმის წევრმა დავით ოთიაშვილმა განაცხადა, რომ რეფორმა სადამსჯელო მიდგომიდან დახმარების მიდგომაზე გადასვლას გულისხმობს:
"იმ ადამიანებს, ვისაც შეიძლება ჰქონდეს ნარკოტიკებთან დაკავშირებით პრობლემები, ახალი პოლიტიკის პირობებში ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ დახმარება, რომელიც მათ გამოჯანმრთელებაში შეუწყობს ხელს".
კანონპროექტის მიხედვით, ნარკოტიკის მცირე ოდენობაც განისაზღვრება. ასევე, პირადი მოხმარების შემთხვევაში პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ მიეცემა, თუმცა დაეკისრება ადმინისტრაციული სასჯელი. ამავე კანონპროექტის მიხედვით, დაახლოებით, ათ ქალაქში უნდა გაიხსნას სარეაბილიტაციო ცენტრები.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის თქმით, კანონპროექტით არ ხდება მოხმარების წახალისება:
"ნარკოტიკის მოხმარება ისევ რჩება დასჯადი, რჩება უბრალოდ ადმინისტრაციული და არა საპატიმრო. ეს არის განსხვავება და ოდენობების განსაზღვრა. ეს არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ ამით ხდება რაიმე სახის წახალისება მოხმარების ან გასაღებაზე ზომების შერბილება".
პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ მიზანი ნარკოდამოკიდებული ადამიანების რიცხვის შემცირებაა.
"მიზანი არის ის, რომ ქვეყანაში გვყავდეს რაც შეიძლება ცოტა და, იდეალურ შემთხვევაში, არც ერთი ნარკომანიით დაავადებული ადამიანი. შევამციროთ ზიანი საზოგადოებაზე და შევამციროთ ასეთი ადამიანების რაოდენობა იმით, რომ მათ ვუმკურნალოთ", - განაცხადა ბესელიამ.
მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენები, სავარაუდოდ, 20 ნოემბრიდან დაიწყება. ამის შემდეგ პროექტი პლენარულ სესიაზე უნდა გადავიდეს და მას კენჭი ეყაროს.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები