"გასაიდუმლოებული ანგარიში, "ომის სამინისტრო", თავდაცვის ხარჯების 1.15 ტრილიონამდე ზრდა — რა წერია აშშ-ის კონგრესის NDAA აქტში საქართველოზე?
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ხუთშაბათს, 23 ივლისს, ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი (National Defense Authorization Act, NDAA) დაამტკიცა, რომელშიც საქართველოს შესახებ ჯო უილსონის ინიციირებული შესწორებებიც შევიდა.
კანონპროექტს მხარი 216-მა კონგრესმენმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 212 იყო. როგორც სააგენტო AFP აღნიშნავს, წინა წლებისგან განსხვავებით, როდესაც ეს კანონი ტრადიციულად ორივე პარტიის მხარდაჭერით მიიღებოდა, ამჯერად ის მინიმალური უპირატესობით დამტკიცდა.
დოკუმენტში არის ასეთი ქვეთავი "ჩინეთის გავლენის შეკავება კავკასიაში", რომელიც კანონის ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს 180 დღეში საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო ქსელების შესახებ გასაიდუმლოებული ანგარიშის მომზადებას გულისხმობს.
"კანონის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 180 დღისა, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ეროვნული დაზვერვის დირექტორთან და სახელმწიფო მდივანთან კოორდინაციით, კონგრესის შესაბამის კომიტეტებს უნდა წარუდგინოს გასაიდუმლოებული ანგარიში, რომელიც:
მომზადებული იქნება სადაზვერვო წყაროებისა და მეთოდების დაცვის მოთხოვნების შესაბამისად; შეაფასებს საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო სამსახურების საქმიანობასა და მათთან დაკავშირებული აგენტურული ქსელების გავლენას; გააანალიზებს საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის გავლენის შესაძლო გადაკვეთასა და თანამშრომლობას.
ამას გარდა დოკუმენტის თანახმად, კანონის ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს 180 დღეში უნდა მომზადდეს აშშ-ის ხუთწლიანი დეტალური სტრატეგია საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობებისთვის.
აშშ-ის ხუთწლიანი სტრატეგია საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობებისთვის
კანონის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 180 დღისა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონგრესის შესაბამის კომიტეტებს უნდა წარუდგინოს დეტალური სტრატეგია, რომელიც:
განსაზღვრავს საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების კონკრეტულ მიზნებს, ქვეყნის შიდა პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით; განსაზღვრავს, რა ინსტრუმენტები, რესურსები და დაფინანსებაა საჭირო ამ მიზნების მისაღწევად, ასევე შეაფასებს, უნდა დარჩეს თუ არა საქართველო ევროპისა და ევრაზიის რეგიონში აშშ-ის დაფინანსების ერთ-ერთ მთავარ მიმღებად; შეაფასებს, რა მასშტაბით უნდა გააგრძელოს აშშ-მა საქართველოსთან პარტნიორობაში ინვესტირება; განსაზღვრავს, რჩება თუ არა საქართველოს ხელისუფლება ერთგული აშშ-სა და ევროპასთან სავაჭრო ურთიერთობების გაფართოების პოლიტიკისა და უნდა განაგრძოს თუ არა აშშ-ის მთავრობამ საქართველოში სხვადასხვა პროექტის დაფინანსება.
აღნიშნული სტრატეგია წარმოდგენილი უნდა იყოს საჯარო ვერსიის სახით, რომელსაც თან დაერთვება გასაიდუმლოებული დანართი", — წერია დოკუმენტში.
პენტაგონის დაფინანსების $1.15 ტრლნ-მდე ზრდა და "ომის სამინისტრო"
ამას გარდა, დოკუმენტის მიხედვით 2027 ფინანსური წლისთვის თავდაცვითი ხარჯები რეკორდულად, $1.15 ტრლნ-მდე იზრდება. ამავე კანონპროექტის განხილვის ფარგლებში წარმომადგენელთა პალატამ ასევე მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომლის მიხედვითაც თავდაცვის სამინისტროს სახელწოდება "ომის სამინისტროდ" უნდა შეიცვალოს.
დემოკრატებმა უკმაყოფილება გამოთქვეს პენტაგონის დაფინანსების მკვეთრი ზრდის გამო, მაშინ როცა რესპუბლიკელები სხვა კანონპროექტების ფარგლებში არაერთი სამოქალაქო პროგრამის დაფინანსების შემცირებას ცდილობენ.
"მსურს, რომ ეს კანონპროექტი ორპარტიული მხარდაჭერით იქნას მიღებული. ნამდვილად მსურს. ვიცი, რომ კომიტეტის თავმჯდომარესაც იგივე სურს. მაგრამ თუ ეს უნდა მოხდეს, საჭიროა, რომ ზოგიერთმა რესპუბლიკელმა პრეზიდენტს უთხრას: "არა. ჩვენ 1.6 ტრილიონ დოლარს არ მოგცემთ. არ ვაპირებთ, ომისთვის, რომელიც სრულად გასცდა კონტროლს, შეუზღუდავი დაფინანსების უფლება მოგცეთ", — განაცხადა წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში დემოკრატთა წამყვანმა წევრმა ადამ სმითმა, აშშ-ის ირანთან ომზე საუბრისას.
მისივე თქმით, თუ გავითვალისწინებთ ირანში სამხედრო ოპერაციების დამატებით ხარჯებსა და შეიარაღების მარაგების შევსებისთვის საჭირო დაფინანსებას, ადმინისტრაციის მიერ წელს მოთხოვნილი თავდაცვითი ბიუჯეტი დაახლოებით 1.6 ტრილიონ დოლარს აღწევს.
შეგახსენებთ, რომ კონგრესმენმა ჯო უილსონმა ორპარტიული კანონპროექტი სახელწოდებით "ჩინეთის კავკასიაზე კონტროლის საწინააღმდეგო აქტი" მიმდინარე წლის 21 აპრილს წარადგინა. ის მიზნად საქართველოში კრემლისა და პეკინის გავლენის მასშტაბის დოკუმენტირებას ისახავს.
-
გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა
გადახედვა
-
8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები 8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს
გადახედვა
-
PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი
-
8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი 8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
-
უნგრეთმა 10 რუს დიპლომატს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა უნგრეთმა 10 რუს დიპლომატს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა
გადახედვა
-
რუსეთი სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალურ საკონსულოს ხურავს რუსეთი სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალურ საკონსულოს ხურავს
გადახედვა
-
2026 წლის II კვარტალში საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთია 2026 წლის II კვარტალში საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთია
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება
-
დედამიწის ატმოსფეროში მეტეოროიდი შემოიჭრა — ის რამდენიმე საათით ადრე დააფიქსირეს დედამიწის ატმოსფეროში მეტეოროიდი შემოიჭრა — ის რამდენიმე საათით ადრე დააფიქსირეს
გადახედვა
-
"ერთი მიმართულებით მოძრაობენ" — თენგიზ შარმანაშვილი ღარიბაშვილსა და ოპოზიციაზე "ერთი მიმართულებით მოძრაობენ" — თენგიზ შარმანაშვილი ღარიბაშვილსა და ოპოზიციაზე
გადახედვა
-
500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი — თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა 500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი — თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა
-
ატომის 2500-წლიანი ისტორია — დემოკრიტედან თანამედროვე ფიზიკამდე ატომის 2500-წლიანი ისტორია — დემოკრიტედან თანამედროვე ფიზიკამდე
გადახედვა
-
სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე 30კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაადგილება აიკრძალება სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე 30კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაადგილება აიკრძალება
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშილის ადვოკატი: ე.წ. დაზარალებულები არიან კონფლიქტის გამომწვევები და აგრესიის ინიციატორები თამაზ ელიზბარაშილის ადვოკატი: ე.წ. დაზარალებულები არიან კონფლიქტის გამომწვევები და აგრესიის ინიციატორები
გადახედვა
-
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
-
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით, კომპანია ქართული რძის პროდუქტები წარმოებას აფართოებს საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით, კომპანია ქართული რძის პროდუქტები წარმოებას აფართოებს
-
ოთარ ფარცხალაძემ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად დანაყოფი "გეორგიევსკი" შექმნა ოთარ ფარცხალაძემ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად დანაყოფი "გეორგიევსკი" შექმნა
გადახედვა
-
საქართველოში 17 წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა საქართველოში 17 წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
კომენტარები