აქტივისტი ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პირი დააკავეს
აქტივისტი და იუმორისტი ონისე ოქრიაშვილი წუხელ სამმა პირმა საკუთარ სახლთან სცემა. დაზიანებებით ოქრიაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც საჭირო კვლევები ჩაუტარდა. აქტივისტმა კლინიკა გვიან ღამით დატოვა.
"მთელი დღე გარეთ ვიყავი და მაინცდამაინც შუაღამისას სახლთან ჩამისაფრდნენ და ასე გამისწორდნენ. ეს ახალი ამბავი არ არის. ესეთ რაღაცები ხდებოდა. მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო სხვა კომიკოსებს, რომლებსაც იგივე ჩასაფრება მოუწყო „ქართული ოცნების“ მიერ დაქირავებულმა ტიტუშკებმა. მიშა მშვილდაძის შემთხვევა იყო ესეთი, რაც მახსენდება. შეიძლება ჩემი შემთხვევა ბოლო არ იყოს და კიდევ ვინმეს გაუსწორდნენ ესე, მაგრამ რაც მთავარია, მე ზუსტად ვიცი, რომ ქართული იუმორი, ქართული სთენდაფი, ქართული კინო, ლიტერატურა, თეატრი და ასე შემდეგ – უკომპრომისო იქნება მაგ ბრძოლაში და გავაგრძელებთ ყველაფერს იმას, რასაც აქამდე ვაკეთებდით.
და გელოდებით ჩვენს სთენდაფებზე, რომ ამ ავბედით ყოფიდან ცოტა ყურადღება გადავიტანოთ და ვიცინოთ ერთად", — განაცხადა ონისე ოქრიაშვილმა კლინიკის დატოვების შემდეგ.
თავდასხმას წინ უძღოდა პროპაგანდისტული მედიების კრიტიკა ონისე ოქრიაშვილის მიერ ნოდარ დუმბაძეზე ხუმრობის გამო. მასზე თავდამსხმელი პირი მოგვიანებით დააკავეს
შსს-ს ცნობით, ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში გამოცხადდა და დაიკითხა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.
მომხდარს ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი ნოდარ თოფურიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
"ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს ან იდიოტის. ესაა ჩემი კომენტარი", — დაწერა ნოდარ თოფურიძემ.
-
"ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე "ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე
გადახედვა
-
"ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე "ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა" ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა"
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით
-
Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა
გადახედვა
-
ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის! ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის!
-
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
-
2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს 2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს
გადახედვა
-
ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები
-
9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით 9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით
გადახედვა
-
ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს
გადახედვა
-
ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
გადახედვა
-
გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა
გადახედვა
-
8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები 8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს
გადახედვა
-
PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი
-
8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი 8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
-
საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც
გადახედვა
კომენტარები