ე.წ საბოტაჟის საქმეზე დაიკითხა ტიკ-ტოკერი ჟურნალისტი, რომელიც "სტატიებს წერს და არსად აქვეყნებს"
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ტიკ-ტოკერი ნინო ონიანი დაიკითხა, რომელსაც პროკურატურის ვერსიით, საქმისთვის მნიშვნელოვანი აუდიოჩანაწერი აქვს.
ადვოკატების ინფორმაციით, ონიანი სასამართლოში წარდგა, როგორც ჟურნალისტი. მისი განცხადებით, ის "ქართულ არხში" მუშაობს და ამის დამადასტურებელი ცნობაც წარადგინა.
ადვოკატ ომარ ფურცელაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ონიანი სასამართლოს წინაშე ჟურნალისტის სტატუსით წარდგა — მისივე თქმით, სტატიებს წერს, მაგრამ არ აქვეყნებს, ხელფასიც ერიცხება ამ საქმიანობისთვის, მაგრამ არ იღებს.
ონიანმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ წყარომ მიაწოდა რაციის ჩანაწერები, სადაც "მოლოტოვის კოქტეილების" დამზადებაზეა საუბარი. ონიანმა "პროფესიულად მინიჭებული უფლებით" წყაროს ვინაობა არ გაამხილა. მოწმის განცხადებით, აუდიოჩანაწერში პოლიტიკოსების ხმების ამოცნობა ვერ შეძლო.
"თქვა, რომ მიაწოდეს [ჩანაწერი], როგორც ჟურნალისტს, მაგრამ არ გამოუყენებია ეს ინფორმაცია. მეტიც, თქვა, რომ როგორც ჟურნალისტს არც ერთი სტატია და სიუჟეტი არ აქვს მომზადებული. მან განაცხადა, რომ მოუსმინა ამ ჩანაწერებს და მათში ასახული იყო დანაშაულებრივი ქმედებები. არ იცის, ვინ საუბრობს ამ ჩანაწერებში. რამდენჯერმე ვცადეთ, დაეკონკრეტებინა, რა მოისმინა. ერთადერთი, რაც მოისმინა — მისი თქმით, ჩანაწერებში ისმის "მოლოტოვის კოქტეილებზე". დაცვის მხარემ მას ჰკითხა, ხომ არ მოისმინა რომელიმე პოლიტიკოსის ხმა და იცნობდა თუ არა პოლიტიკოსებს, რომ მოესმინა. მან თქვა, რომ იცნობდა, მაგრამ პოლიტიკოსების ხმა იქ არ გაუგონია," — განაცხადა ადვოკატმა ქეთევან ჩომახაშვილმა.
ადვოკატ ომარ ფურცელაძის შეფასებით, სასამართლოში "ზღაპრის გმირი მიიყვანეს, რომელიც სტატიებს წერს, მაგრამ არსად აქვეყნებს და ინახავს". მისივე თქმით, დაცვის მხარის ადვოკატებმა ონიანის ჩვენებაზე სისხლის სამართლის გამოძიების დაწყება მოითხოვეს, რათა ცრუ ჩვენების მიცემის შემთხვევაში შესაბამისი ზომები იქნას მიღებული.
ადვოკატ არჩილ ჭავჭანიძის თანახმად, ნინო ონიანმა სასამართლო პროცესზე თქვა ისიც, რომ მას რაციის ჩანაწერები "არ მიუღია ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებისთვის". ადვოკატის შეფასებით, ონიანი "აღმოჩნდა შუამავალი, რომელმაც გადასცა პროკურატურას აღნიშნული რაციის ჩანაწერი, რომელიც ამ მასალაში იყო ასახული".
მიუხედავად იმ უზუსტობებისა, რომლებზეც ადვოკატები საუბრობენ, წინასასამართლო სხდომის მოსამართლემ აღნიშნული მტკიცებულება მაინც დასაშვებად ცნო. ადვოკატების შეფასებით, ამ ჩანაწერს არაფერი აქვს საერთო მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან და გაურკვეველია დეტალები, თუ როდის არის ჩაწერილი ან ვისი საუბარი ისმის მასში.
შეგახსენებთ, 14 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ საბოტაჟის საქმეზე პარტია ნეიტრალური საქართველოს წევრები — ნანა კაკაბაძე, ბიძინა გიორგობიანი, ვატო შაქარიშვილი და ლევან ნიკოლაიშვილი დაიკითხნენ. დღეს სასამართლოს წინაშე წარდგა ამავე პარტიის წევრი გელა ნიკოლაიშვილი.
ადვოკატ ომარ ფურცელაძის განცხადებით, გამოკითხულმა პირებმა განაცხადეს, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში "აგენტურული ჯგუფის მხარდამჭერები და თანამოაზრეები" არიან: კაია კალასი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, მარტა კოსი, კელი დეგნანი და CIA.
-
ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის" ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის"
გადახედვა
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია
-
სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა
გადახედვა
-
სუს-ის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთში იმყოფება სუს-ის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთში იმყოფება
გადახედვა
-
ალიევების ოჯახი აზერბაიჯანში 15-მდე მდიდრულ რეზიდენციას ფლობს — მედია ალიევების ოჯახი აზერბაიჯანში 15-მდე მდიდრულ რეზიდენციას ფლობს — მედია
გადახედვა
-
ვივიან უილსონი Desigual-ის კამპანიაში AI-სა და მამას — ილონ მასკს უპირისპირდება ვივიან უილსონი Desigual-ის კამპანიაში AI-სა და მამას — ილონ მასკს უპირისპირდება
გადახედვა
-
მთვარე, შესაძლოა, სულ რაღაც 5 საათში წარმოიქმნა — კვლევა მთვარე, შესაძლოა, სულ რაღაც 5 საათში წარმოიქმნა — კვლევა
გადახედვა
-
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული ჭიათურელი მაღაროელების განაჩენი ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული ჭიათურელი მაღაროელების განაჩენი ძალაში დატოვა
გადახედვა
-
ფილარმონიის რეაბილიტაციის პროექტის მომზადებისთვის კონკურსი მესამედ გამოცხადდა — ბიუჯეტი 6,5 მლნ ლარია ფილარმონიის რეაბილიტაციის პროექტის მომზადებისთვის კონკურსი მესამედ გამოცხადდა — ბიუჯეტი 6,5 მლნ ლარია
გადახედვა
-
ერევანი რუსეთის მიერ სომხურ პროდუქციაზე დაწესებულ შეზღუდვებს ასაჩივრებს ერევანი რუსეთის მიერ სომხურ პროდუქციაზე დაწესებულ შეზღუდვებს ასაჩივრებს
გადახედვა
-
"ბოდვის ხასიათის ცილისწამება" — შალვა პაპუაშვილი დავით გარეჯის ნაწილის გასხვისების ბრალდებაზე "ბოდვის ხასიათის ცილისწამება" — შალვა პაპუაშვილი დავით გარეჯის ნაწილის გასხვისების ბრალდებაზე
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილმა სინდისის პატიმრებს ბრიუსელის და ელჩების "უსინდისობის პატიმრები" უწოდა შალვა პაპუაშვილმა სინდისის პატიმრებს ბრიუსელის და ელჩების "უსინდისობის პატიმრები" უწოდა
გადახედვა
-
სამართლებრივ პროცესს სჭირდება სამართლებრივი პასუხები — შალვა პაპუაშვილი ღარიბაშვილის წერილზე სამართლებრივ პროცესს სჭირდება სამართლებრივი პასუხები — შალვა პაპუაშვილი ღარიბაშვილის წერილზე
გადახედვა
-
ჯო უილსონი: "ქართული ოცნება" საქართველოს ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე ყიდის! ჯო უილსონი: "ქართული ოცნება" საქართველოს ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე ყიდის!
გადახედვა
-
აშშ-ში სამხედროებს კონტრაქტის გაგრძელების სანაცვლოდ GTA 6-ის სათამაშოდ შვებულებას სთავაზობენ აშშ-ში სამხედროებს კონტრაქტის გაგრძელების სანაცვლოდ GTA 6-ის სათამაშოდ შვებულებას სთავაზობენ
გადახედვა
-
პროკურატურამ ₾1.5 მილიონზე მეტი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა პროკურატურამ ₾1.5 მილიონზე მეტი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი პროტესტის ნიშნად შიმშილობას იწყებს და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს თამაზ ელიზბარაშვილი პროტესტის ნიშნად შიმშილობას იწყებს და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ქვიზი: გახსოვს, რომელი მდინარე უფრო გრძელია? ქვიზი: გახსოვს, რომელი მდინარე უფრო გრძელია?
-
9 სექტემბერს Apple ახალ iPhone-ებს წარადგენს — სად ვუყუროთ 9 სექტემბერს Apple ახალ iPhone-ებს წარადგენს — სად ვუყუროთ
გადახედვა
-
თიბისი IT აკადემია — სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე თიბისი IT აკადემია — სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
კომენტარები