მიხაილო ფედოროვის თანამდებობიდან გათავისუფლებას, უკრაინაში პროტესტი მოჰყვა
მიხაილო ფედოროვმა უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობის დატოვება 15 ივლისს დაადასტურა. ამას წინ უძღოდა პოსტიდან ქვეყნის პრემიერმინისტრის, იულია სვირიდენკოს გათავისუფლება. სამთავრობო ცვლილებები უკრაინაში პრეზიდენტ ვოლოდიმი ზელენსკის ინიციატივით ხორციელდება.
გადაწყვეტილება თავად ფედოროვმაც დაადასტურა სოციალურ ქსელში და აღნიშნა, რომ მისთვის "დიდი პატივი იყო უკრაინელი ხალხისთვის თავდაცვის მინისტრად მსახურება".
ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას, უკრაინაში პროტესტი მოჰყვა. როგორც უკრაინული მედია წერს, კიევში, პრეზიდენტის ოფისთან, ისევე როგორც ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, მიხაილო ფედოროვის მხარდამჭერი აქციები იმართება.
აქციის მონაწილეებს ხელში პლაკატები უჭირავთ სლოგანებით: "ფედოროვი — თავდაცვის მინისტრი", "არ შეეხოთ იმას, რაც მუშაობს", "ხელები შორს ფედოროვისგან", "დააბრუნეთ ფედოროვი" და "ძალაუფლება კვლავ ხალხს ეკუთვნის". მოქალაქეები ასევე სკანდირებენ: "სირცხვილია", "ფედოროვი თავდაცვის მინისტრია".
ამ დროისთვის საპროტესტო გამოსვლებისთვის არც ფედოროვს და არც პრეზიდენტის ოფისს არ უპასუხია.
რადაში ხუთშაბათს კენჭი უნდა ეყარათ თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენილი ახალი კანდიდატურისთვის — იჰორ კლიმენკოსთვის, რომელიც ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობს.
უკრაინაში ზოგი ფედოროვის გადაყენებას მასსა და კონსერვატიულად მოაზროვნე გენერალ ოლექსანდრ სირსკის შორის არსებულ უთანხმოებას უკავშირებს, სხვები კი ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ მან ვერ შეძლო საკმარისად სწრაფად ემოქმედა ჯარში მობილიზაციის რეფორმის კუთხით.
35 წლის ფედოროვი უკრაინის თავდაცვის მინისტრად 2025 წლის იანვარში დაინიშნა. მას სამინისტროს მუშაობის გამოცოცხლებას, კორუფციასთან ბრძოლას და ფრონტის ხაზზე ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად მონაცემთა ანალიზის დანერგვას მიაწერენ.
დრონებზე, მაღალტექნოლოგიურ შეიარაღებასა და შესყიდვებზე ორიენტირება ფედოროვმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე დანიშვნის შემდეგაც განაგრძო.
საქმიანობის დაწყების პირველსავე დღეებში მან SpaceX-ის დამფუძნებელს, ილონ მასკს სთხოვა, რუსეთისთვის Starlink-ის თანამგზავრების გამოყენების შესაძლებლობა შეეზღუდა, რათა მათ დრონებით თავდასხმები ვეღარ განეხორციელებინათ. ამ ნაბიჯმა მნიშვნელოვნად შეაფერხა რუსეთის მოქმედებები და წინსვლა ფრონტის ხაზზე.
-
"ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე "ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე
გადახედვა
-
"ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე "ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა" ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა"
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით
-
Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა
გადახედვა
-
ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის! ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის!
-
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
-
2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს 2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს
გადახედვა
-
ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები
-
INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა
-
9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით 9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით
გადახედვა
-
ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია
-
გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა
გადახედვა
-
8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები 8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს
გადახედვა
-
PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები
გადახედვა
-
ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა
გადახედვა
-
8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი 8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
-
საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც
გადახედვა
კომენტარები