შალვა ნათელაშვილი

შალვა ნათელაშვილი

15 Jul. 2026, 16:43

"ის, რაც ახლა ხდება ქვეყნის თავს ნიშნავს იმას, რომ ძალიან მალე ბიძინა ივანიშვილი მოხვდება ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალზე, სადაც ბრალდების ერთ-ერთი მთავარი ეპიზოდი იქნება პოლიტიკური პარტიების გენოციდური დევნა ქვეყანაში.

აი, ამას გეუბნებით როგორც იურისტი და აი, ვისაც ეს არ გჯერათ, ავდგეთ და ხვალო, გათენდება და ვნახავთ, სად ვიხილავთ, აი, ამ ეგრეთ წოდებულ საოცარი დემოკრატიის მშენებლებს.

თუ მოვახდენთ ცნობილი ფრანგული ფირმის პერეფრაზირებას, საქართველო ივანიშვილების საოჯახო მძევალი სათამაშოა. ეს ყველაზე რბილი შეფასებაა.

მე მსოფლიო პოლიტოლოგიაში არ მახსენდება ეპიზოდები, სადაც პოლიტიკური პარტიების ჯგუფი ითხოვდა სხვა პოლიტიკური პარტიების გაუქმებას და დაჭერას. პარტიების გაუქმება, აკრძალვა შეუძლია მხოლოდ ხალხს სამართლიან დემოკრატიულ არჩევნებში. სხვა მოდელი კაცობრიობას არ მოუგონია და ივანიშვილის აი ეს საქმიანობა ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ნასახი აღარ დარჩება დემოკრატიის, დიქტატურის ზეობაა, ხოლო, აი, ისინი, ვინც დაიქირავა და ასეთ ბინძურ საქმეებს აკეთებინებს, სამუდამოდ ემშვიდობებიან ყოველგვარ პოლიტიკას.

არანაკლებ ულმობელი გახლავართ მე პარტიების მიმართ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მოვითხოვო დაჭერები და აკრძალვები და გაუქმებები. ეს, ვიმეორებ, პოლიტიკური კოდექსის არანაირ წესში არ წერია და მაინცდამაინც საქართველოში უნდა მოვესწროთ ყველანაირ ორიგინალურ ტრაგიკულ სნეულებას".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
  2. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  3. გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
  4. რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
  5. საქართველოში 17 წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

სამართლებრივ პროცესს სჭირდება სამართლებრივი პასუხები — შალვა პაპუაშვილი ღარიბაშვილის წერილზე

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ციხიდან გამოგზავნილ ბოლო წერილს გამოეხმაურა,…