რა კავშირშია ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობა კუჭ-ნაწლავის ინფექციების ზრდასთან? — გიორგი კამკამიძის პროგნოზი
ექიმი-ინფექციონისტი გიორგი კამკამიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც შავი ზღვის სანაპიროზე, კერძოდ ბათუმში, კუჭ-ნაწლავის ინფექციების გავრცელების მიზეზებზე წერს და ხელოვნური კუნძულის მშენებლობის ფონზე ინფექციებისა და სხვა ტიპის დაზიანებების ზრდას პროგნოზირებს.
ექიმის განცხადებით, ინტენსიური მშენებლობები გარემოს შეუქცევად ზიანს აყენებს, რაც პირდაპირ აისახება დამსვენებლების ჯანმრთელობაზე.
"უკვე "ეროვნულ ტრადიციად" იქცა შავი ზღვის სანაპიროზე, განსაკუთრებით ბათუმსა და მის მიმდებარე არეალებში, დამსვენებლებს შორის კუჭ-ნაწლავის ინფექციების ძალიან ხშირი გავრცელება. სტანდარტული სცენარია: "წავიყვანე ბავშვი ზღვაზე დასასვენებლად, საშინელი "ენტეროვირუსი" (არასწორი ტერმინი!) დაემართა და საავადმყოფოში მოვხვდით, გადასხმებს უკეთებდნენ, ძლივს გადარჩა; და მეც იგივე საშინელება მქონდა".
კუჭ-ნაწლავის ინფექციებთან დაკავშირებული ადამიანების კონცენტრირებისა და სანიტარული საკითხების შესახებ ბევრჯერ დაგვიწერია მეც და სხვა ექიმებსც. ამ შემთხვევაში მინდა გავამახვილო ყურადღება ეკოლოგიურ საკითხზე. ყველამ ვიცით, რომ ინტენსიური მშენებლობები გარემოს კატასტროფულ ზიანს აყენებს და იწვევს მის დაბინძურებას, რომლის გამოსწორებასაც ათწლეულები შეიძლება დასჭირდეს, ეს იმ შემთხვევაში, თუ ვინმე იზრუნებს გამოსწორებაზე. საქართველოს შემთხვევაში კი, დიდი ალბათობით, ეს ზიანი შეუქცევადი და მუდმივი იქნება.
რა პერსპექტივა გვაქვს მომავალში ამ მიმართულებით, ერთ მაგალითზეც შეიძლება გავიაზროთ: ბათუმში მიმდინარე ხელოვნური კუნძულის მშენებლობა შეამცირებს ზღვის წყლის ცირკულაციას და წარმოქმნის დამდგარ ან/და ნელა განახლებადი წყლის ზონებს. პროექტის ტერიტორიაზე ზემოქმედებს მდინარეების ჩამონადენი, ურბანული ზედაპირული წყლები და ახლომდებარე პორტი, რომლებიც სანაპირო ზოლში მიკროორგანიზმებსა და სხვა დამაბინძურებელ სუბსტანციებს დააკონცენტრირებს, რაც აუცილებლად გაზრდის კუჭ-ნაწლავის ინფექციებისა და სხვა ტიპის დაზიანებების რისკს.
მთის მასივების ეკოლოგიური გაჩანაგების ხარჯზე მოპოვებული "ინერტული მასალის" დახვავება ხელოვნურ კუნძულზე, ზღვის ფსკერის გაღრმავება და ფსკერული ნალექის მასშტაბური გადაადგილება წყალს მღვრიეს გახდის (დავემშვიდობებით ზურმუხტისფერ კრიალა აკვატორიას), გაათავისუფლებს ადრე დაგროვილ დამაბინძურებლებს, ხოლო დაბინძურებული წყალი სარეკრეაციო პლაჟებს მარტივად მიაღწევს და ადამიანებს ძალიან მარტივად შეექმნებათ ეპიდემიური აფეთქების საფრთხე ზღვის წყლის შემთხვევით გადაყლაპვის, უშუალო კონტაქტის ან დაბინძურებული ზღვის პროდუქტების მოხმარების გზით. რისკი განსაკუთრებით იზრდება თბილ ამინდში, ძლიერი ნალექისა (რაც დამახასიათებელია "ბათუმური მიკროკლიმატისათვის") და წყლის არასაკმარისი განახლების პირობებში.
ეს ჩემი "წინასწარმეტყველებაა", შეგიძლიათ არ დამიჯეროთ, თუმცა, გაგრძელება იქნება...", — დაწერა ექიმმა.
-
"ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე "ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა" ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა"
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით
-
Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა
გადახედვა
-
ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის! ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის!
-
2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს 2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს
გადახედვა
-
ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები
-
INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა
-
9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით 9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია
-
ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
გადახედვა
-
8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები 8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს
გადახედვა
-
PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები
გადახედვა
-
ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი
-
8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი 8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
-
საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც
გადახედვა
კომენტარები