Financial Times: უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 40%-მდე გაანადგურეს
უკრაინული დრონების თავდასხმებმა შესაძლოა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 20%-დან 40%-მდე გაანადგურა. ინფორმაციას ამის შესახებ Financial Times ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, ივნისში რუსეთი დღეში საშუალოდ 4.1 მილიონ ბარელ ნავთობს ამუშავებდა, რაც ბოლო ხუთი წლის საშუალო მაჩვენებელზე 28%-ით, ხოლო ქვეყნის ნომინალურ სიმძლავრეზე 35%-ით ნაკლებია.
Financial Times წერს, რომ მაისიდან უკრაინამ მნიშვნელოვნად გააძლიერა დარტყმები რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ამ დროის განმავლობაში თავდასხმის სამიზნე გახდა რუსეთის 10 უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, მათ შორის ომსკის ქარხანა, რომელიც ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 2 500 კილომეტრში მდებარეობს და ქვეყნის გადამამუშავებელი სიმძლავრის დაახლოებით 7%-ს შეადგენს.
გამოცემის შეფასებით, საწვავის დეფიციტი უკვე რუსეთის დაახლოებით 50 მილიონ მცხოვრებს, ანუ მოსახლეობის 35%-ს, შეეხო. 8 ივლისისთვის საწვავის გაყიდვაზე შეზღუდვები რუსეთის რეგიონების უმეტესობაში ადგილობრივმა ხელისუფლებამ ან საცალო მოვაჭრეებმა დააწესეს.
ამასთან, 25 ივნისისთვის საწვავის რეალიზაციაზე გარკვეული ფორმის შეზღუდვა რუსეთის თითქმის 50 რეგიონში მოქმედებდა. ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში ბენზინგასამართ სადგურებთან გრძელი რიგები დაფიქსირდა, ხოლო ოკუპირებულ ყირიმში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და საწვავის შეძენა მხოლოდ ელექტრონული ვაუჩერებით არის შესაძლებელი.
როგორც Ukrainska Pravda აღნიშნავს, 7-8 ივლისის ღამეს უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა იერიში მიიტანეს ყუბან-ყირიმის ენერგოხიდის ძირითად ელექტროობიექტზე, ხუთ ელექტროსადგურზე, სამხედრო საწვრთნელ პოლიგონსა და რუსეთის საჰაერო თავდაცვის სამ რადარზე. ამავე პერიოდში უკრაინამ აზოვის ზღვაში რუსეთის ე.წ. "ჩრდილოვანი ფლოტის" ცხრა ტანკერსაც დაარტყა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინული დრონებით განხორციელებული თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ, ომსკის საწარმომ.
- პუტინი აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ქვეყანაში "ნერვული ატმოსფეროს" შესაქმნელად ბომბავს
- Reuters: უკრაინული დრონებით თავდასხმის შემდეგ რუსეთის სარატოვის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
- დაიბომბა სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც რუსულ არმიას ამარაგებს
- Reuters: რუსეთის უდიდესმა ომსკის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
-
"ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე "ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით
-
Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა
გადახედვა
-
ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის! ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის!
-
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
-
2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს 2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს
გადახედვა
-
ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები
-
INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა
-
9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით 9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა
გადახედვა
-
ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია
-
ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
გადახედვა
-
გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა
გადახედვა
-
8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები 8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი
-
8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი 8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
-
საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც
გადახედვა
კომენტარები