ISFED-მა "ტვ იმედის" მიერ გამოქვეყნებულ ბიძინა ივანიშვილის "ქარდზე" 1500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
ორგანიზაცია "სამართლიანმა არჩევნებმა" (ISFED) ტელეკომპანია "იმედის" ფეისბუქგვერდზე 26 მაისს გამოქვეყნებული პოსტი შეისწავლა, სადაც დამოუკიდებლობის აღდგენის თემატურ ქარდზე ეროვნული მოძრაობის ლიდერების — ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას გვერდით ბიძინა ივანიშვილი იყო გამოსახული.
მონიტორინგის შედეგად ორგანიზაციამ გამოავლინა კოორდინირებული ქცევის ნიშნები, რომლებიც მმართველი პარტიის სასარგებლოდ სოციალურ მედიაში ხელოვნური მხარდაჭერის ილუზიას ქმნიდა.
კვლევის ფარგლებში იდენტიფიცირდა ათასზე მეტი ტროლი და ბოტი (ძირითადად ქართული სახელებით), რომელთა ერთადერთ მიზანს აღნიშნულ პოსტზე მოწონებებისა და რეაქციების ხელოვნურად გაზრდა წარმოადგენდა. ანალიზმა აჩვენა, რომ ეს ანგარიშები ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი: შექმნილია ერთსა და იმავე დღეს, იყენებენ მსგავს ფოტოებს, იწერენ იდენტურ გვერდებს და ერთდროულად აზიარებენ მსგავს კონტენტს.
ორგანიზაციის დასკვნით, ეს კოორდინირებული ქსელი მუშაობს ქართული ოცნების სასარგებლოდ, რათა პლატფორმაზე ამომრჩევლის რეალური მხარდაჭერისა და პოპულარობის ყალბი შთაბეჭდილება შექმნას.
"სამართლიანმა არჩევნებმა" აღნიშნული პოსტის ინტერაქციები შეისწავლა. მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად.
ანგარიშების შესწავლამ აჩვენა, რომ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ერთმანეთთან დაკავშირებული ნიშნებით გამოირჩევა. პროფილები ხშირად შექმნილია ერთსა და იმავე დღეს ან დროის მცირე ინტერვალში, იყენებენ მსგავსი ტიპის ვიზუალურ მასალას, იწერენ იდენტურ გვერდებს, აზიარებენ ერთსა და იმავე პოსტებს და ავლენენ კოორდინირებული ქცევის სხვა მახასიათებლებს. გამოვლენილი გარემოებების შედეგად იკვეთება, რომ ეს ქსელები ქმნიან ყალბი ანგარიშების უფრო ფართო ქსელს ქართული ოცნების სასარგებლოდ, რომლის მიზანიც სოციალური მედიის პლატფორმაზე პოპულარობისა და მხარდაჭერის შთაბეჭდილების ხელოვნურად შექმნაა", — წერს ორგანიზაცია.
ISFED-ის სტატია სრულად იხილეთ აქ.
-
ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა" ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა"
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით
-
ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს" ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს"
გადახედვა
-
Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
-
2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს 2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს
გადახედვა
-
ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები
-
INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა
-
9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით 9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით
გადახედვა
-
ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
გადახედვა
-
გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა
გადახედვა
-
8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები 8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს
გადახედვა
-
PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები
გადახედვა
-
ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი
-
8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი 8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
-
საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც
გადახედვა
კომენტარები