"სამოქალაქო იდეა": საქართველოს ანკარაში NATO-ს სამიტზე არ მიწვევა "ქართული ოცნების" პოლიტიკის პირდაპირი და კანონზომიერი შედეგია
ფოტო: Nino Alavidze/Agenda.ge
არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეა" ანკარაში NATO-ს 36-ე სამიტის დასრულებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, ალიანსის 32 წევრი სახელმწიფოს ლიდერებთან ერთად, სამიტის პარტნიორულ ფორმატებში მონაწილეობდნენ უკრაინა, ევროკავშირი, ინდო-წყნაროკეანური რეგიონისა და სპარსეთის ყურის პარტნიორი ქვეყნები, თუმცა საქართველო სამიტის არც ერთ მაღალი დონის შეხვედრაზე, სამუშაო სადილსა თუ ოფიციალურ მიღებაზე არ ფიგურირებდა.
ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა მოლაპარაკებები გამართეს პარტნიორებთან სწორედ იმ ფორმატში, რომელშიც საქართველო წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა. გარდა ამისა, სამიტის წინ გამოქვეყნებულ წამყვანი საერთაშორისო კვლევითი ცენტრებისა და აშშ-ის კონგრესის კვლევითი სამსახურის ანალიტიკურ პუბლიკაციებში საქართველო დღის წესრიგის კონტექსტში საერთოდ არ ყოფილა მოხსენიებული. "სამოქალაქო იდეის" შეფასებით, ეს სურათი შეესაბამება 2024 წლის ვაშინგტონის სამიტის შემდგომ პრაქტიკას, როდესაც საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიული უკუსვლის გამო პარტნიორული ღონისძიებებიდან გამოირიცხა, NATO-საქართველოს ურთიერთობები კი ფაქტობრივად გაყინულია.
მიმოხილვაში ორგანიზაცია იხსენებს საქართველოს წარსულ მიღწევებს ალიანსთან ურთიერთობაში, მათ შორის 2008 წლის ბუქარესტის სამიტის წევრობის დაპირებას, უელსის სამიტზე მიღებულ "გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის" (EOP) სტატუსს, ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის (JTEC) გახსნას, ავღანეთის მისიებში უმსხვილეს კონტრიბუციას და კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ყველა ზომის მიღებას პირდაპირ ავალდებულებს ხელისუფლებას.
"სამოქალაქო იდეას" შეფასებით, ეს არც ალიანსის თვითნებური გადაწყვეტილებაა და არც რომელიმე გარე ძალის შეთქმულება, როგორც ამას ხელისუფლების პროპაგანდა წარმოაჩენს. ეს ქართული ოცნების პოლიტიკის პირდაპირი და კანონზომიერი შედეგია: ანტიდასავლური რიტორიკის, დემოკრატიული ინსტიტუტების ნგრევის, რეპრესიებისა და კონსტიტუციით განსაზღვრული ევროატლანტიკური კურსის ფაქტობრივი მიტოვების. სწორედ ამ პოლიტიკის ფასს ქვეყანა საკუთარი უსაფრთხოებით, საერთაშორისო სუბიექტობითა და მომავლით იხდის.
ამ ფონზე განსაკუთრებით სიმბოლური და მძიმეა ის ფაქტი, რომ სულ რამდენიმე წლის წინ საქართველოში დავა იმაზე მიმდინარეობდა, NATO-ს სამიტზე ქვეყანა პრემიერმინისტრს უნდა წარმოედგინა თუ პრეზიდენტს. დღეს კი საქართველო სამიტის არც ერთ ფორმატში აღარ ფიგურირებს.
ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ რეალობის შეცვლა მხოლოდ დემოკრატიული ინსტიტუტების აღდგენით, კანონის უზენაესობის განმტკიცებითა და საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ ევროატლანტიკურ კურსზე დაბრუნებით არის შესაძლებელი. "სამოქალაქო იდეა" გააგრძელებს საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მონიტორინგს და ამ საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებას", — აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.
- "ჩვენ ვაშენებთ მომავალს, უფრო ძლიერ ევროპას უფრო ძლიერ NATO-ში" — NATO-ს ანკარის სამიტის დეკლარაცია
- ვოლოდიმირ ზელენსკი ანკარაში NATO-ს სამიტზე ჩავიდა
- დონალდ ტრამპი ანკარაში, NATO-ს სამიტზე ჩავიდა
- საქართველოს დიპლომატთა საზოგადოება: დღეს საქართველო პრაქტიკულად გამქრალია ალიანსის [NATO-ს] პოლიტიკური დღის წესრიგიდან
- ფინეთის პრეზიდენტი: NATO-ს ლიდერები მხარს უჭერენ უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში განხორციელებულ დარტყმებს
- "დროა": ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა საქართველო ჩამოაშორა ევროატლანტიკურ კურსს და მარტო დატოვა რუსეთის, ირანისა და ჩინეთის პირისპირ
- ნიკოლოზ ხატიაშვილი: ანკარაში NATO-ს სამიტზე, სადაც შავი ზღვის უსაფრთხოებას განიხილავენ, საქართველო მიწვეული არაა
-
ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის" ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის"
გადახედვა
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია
-
სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა
გადახედვა
-
სუს-ის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთში იმყოფება სუს-ის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთში იმყოფება
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა
გადახედვა
-
ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე: ჩემთვის დასავლური სანქციები სიმართლისთვის მიღებული ორდენებია ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე: ჩემთვის დასავლური სანქციები სიმართლისთვის მიღებული ორდენებია
გადახედვა
-
ალიევების ოჯახი აზერბაიჯანში 15-მდე მდიდრულ რეზიდენციას ფლობს — მედია ალიევების ოჯახი აზერბაიჯანში 15-მდე მდიდრულ რეზიდენციას ფლობს — მედია
გადახედვა
-
ვივიან უილსონი Desigual-ის კამპანიაში AI-სა და მამას — ილონ მასკს უპირისპირდება ვივიან უილსონი Desigual-ის კამპანიაში AI-სა და მამას — ილონ მასკს უპირისპირდება
გადახედვა
-
მთვარე, შესაძლოა, სულ რაღაც 5 საათში წარმოიქმნა — კვლევა მთვარე, შესაძლოა, სულ რაღაც 5 საათში წარმოიქმნა — კვლევა
გადახედვა
-
ერევანი რუსეთის მიერ სომხურ პროდუქციაზე დაწესებულ შეზღუდვებს ასაჩივრებს ერევანი რუსეთის მიერ სომხურ პროდუქციაზე დაწესებულ შეზღუდვებს ასაჩივრებს
გადახედვა
-
"ბოდვის ხასიათის ცილისწამება" — შალვა პაპუაშვილი დავით გარეჯის ნაწილის გასხვისების ბრალდებაზე "ბოდვის ხასიათის ცილისწამება" — შალვა პაპუაშვილი დავით გარეჯის ნაწილის გასხვისების ბრალდებაზე
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილმა სინდისის პატიმრებს ბრიუსელის და ელჩების "უსინდისობის პატიმრები" უწოდა შალვა პაპუაშვილმა სინდისის პატიმრებს ბრიუსელის და ელჩების "უსინდისობის პატიმრები" უწოდა
გადახედვა
-
სამართლებრივ პროცესს სჭირდება სამართლებრივი პასუხები — შალვა პაპუაშვილი ღარიბაშვილის წერილზე სამართლებრივ პროცესს სჭირდება სამართლებრივი პასუხები — შალვა პაპუაშვილი ღარიბაშვილის წერილზე
გადახედვა
-
ჯო უილსონი: "ქართული ოცნება" საქართველოს ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე ყიდის! ჯო უილსონი: "ქართული ოცნება" საქართველოს ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე ყიდის!
გადახედვა
-
აშშ-ში სამხედროებს კონტრაქტის გაგრძელების სანაცვლოდ GTA 6-ის სათამაშოდ შვებულებას სთავაზობენ აშშ-ში სამხედროებს კონტრაქტის გაგრძელების სანაცვლოდ GTA 6-ის სათამაშოდ შვებულებას სთავაზობენ
გადახედვა
-
პროკურატურამ ₾1.5 მილიონზე მეტი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა პროკურატურამ ₾1.5 მილიონზე მეტი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: სიცრუე სიმართლედ ვერ იქცევა მხოლოდ იმიტომ, რომ ბრიუსელი მას დაჟინებით იმეორებს შალვა პაპუაშვილი: სიცრუე სიმართლედ ვერ იქცევა მხოლოდ იმიტომ, რომ ბრიუსელი მას დაჟინებით იმეორებს
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი პროტესტის ნიშნად შიმშილობას იწყებს და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს თამაზ ელიზბარაშვილი პროტესტის ნიშნად შიმშილობას იწყებს და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ქვიზი: გახსოვს, რომელი მდინარე უფრო გრძელია? ქვიზი: გახსოვს, რომელი მდინარე უფრო გრძელია?
-
9 სექტემბერს Apple ახალ iPhone-ებს წარადგენს — სად ვუყუროთ 9 სექტემბერს Apple ახალ iPhone-ებს წარადგენს — სად ვუყუროთ
გადახედვა
-
თიბისი IT აკადემია — სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე თიბისი IT აკადემია — სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
კომენტარები