გიორგი გახარია: ნაცვლად იმისა, რომ ოცნებამ OSCE PA ჩვენი მოკავშირეების მობილიზებისთვის გამოიყენოს, მის საბოტაჟს ახდენს
ფოტო: საქართველოსთვის
პარტია საქართველოსთვი ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელ X-ზე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და მმართველი გუნდის დელეგაციის ქცევას აკრიტიკებს.
- ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა ჰააგის დეკლარაცია, რომელშიც საქართველოს საკითხზე რეზოლუცია შევიდა
- ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა — მიხეილ ყაველაშილი ეუთოს კრიტიკულ რეზოლუციაზე
- საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა კენჭისყრამდე პროტესტის ნიშნად დატოვა
გიორგი გახარიას განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთის მხრიდან ანექსიის პროცესები ჩქარდება, ქართული ოცნება უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს პლატფორმას საბოტაჟს უწყობს, რაც პირდაპირი დარტყმაა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე.
"ქართული ოცნების დელეგაციას სამარცხვინო გამოსვლა ჰქონდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე. ვინაიდან ვერ შეძლეს ეუთოს საზოგადოების მოტყუება თავიანთი სიცრუით, ოცნების დელეგაციამ დარბაზი დატოვა, რასაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პერე ჟოან პონსის მხრიდან სამართლიანი და შესაბამისი რეაგირება მოჰყვა. ქართულმა ოცნებამ სრულად შეილახა რეპუტაცია: ქვეყნის შიგნით ისინი სიმართლეს ძალადობით, პატიმრობითა და ჯარიმებით ებრძვიან, ხოლო საზღვარგარეთ — სამარცხვინო ტანტრუმებით. იმ დროს, როდესაც რუსეთი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ანექსიის პროცესებს აჩქარებს, ქართული ოცნება, ნაცვლად იმისა, რომ უსაფრთხოების ეს უმნიშვნელოვანესი პლატფორმა ჩვენი მოკავშირეების მობილიზებისთვის გამოიყენოს, მის საბოტაჟს ახდენს. ეს არის მძიმე, პირდაპირი დარტყმა საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებასა და სასიცოცხლო ინტერესებზე", — დაწერა გახარიამ.
შეგახსენებთ, საქართველოს დელეგაციამ უარი თქვა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობაზე, სადაც საქართველოს საკითხზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღეს. მათ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, დეკლარაციის შესწორებული ვერსიის ცალკეული ნაწილები განზრახ ამახინჯებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ რეალობას.
მას შემდეგ, რაც საქართველოს დელეგაციამ სხდომის დატოვება გადაწყვიტა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პერე ჟოან პონსმა განაცხადა, რომ პარლამენტში ცარიელი ადგილების დატოვება ყოველთვის ყველაზე უარესი არჩევანია.
"ცარიელი სკამების დატოვება თქვენს ქვეყანაშიც არ იყო კარგი გადაწყვეტილება. აქაც ზუსტად იმავეს აკეთებთ. მგონია, რომ პარლამენტში ცარიელი ადგილების დატოვება ყოველთვის ყველაზე უარესი არჩევანია, იმიტომ, რომ დემოკრატია ერთად ყოფნისა და პრობლემების ერთად გადაჭრის მცდელობისთვისაა", — განაცხადა მან.
ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ, 8 ივლისს მიიღო რეზოლუცია "საქართველოში საარჩევნო კეთილსინდისიერებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის შესახებ", რომლის ინიციატორი ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია.
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით
-
ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს" ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს"
გადახედვა
-
Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
-
2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს 2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს
გადახედვა
-
ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები
-
INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა
-
9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით 9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია
-
ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
გადახედვა
-
გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა
გადახედვა
-
8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები 8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს
გადახედვა
-
ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი
-
8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი 8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
-
საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც
გადახედვა
-
რუსეთი სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალურ საკონსულოს ხურავს რუსეთი სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალურ საკონსულოს ხურავს
გადახედვა
კომენტარები