ირაკლი კუპრაძე: ივანიშვილის პირობებში ანაკლიის პორტი არ აშენდება
კოალიცია ლელო-ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მან მკაცრად გააკრიტიკა მოქმედი ხელისუფლება და პროექტის გარშემო არსებულ ვითარებას "ტყუილების კარუსელი" უწოდა.
- რომან გოცირიძე: "ანაკლიის პროექტი შეიძლება მკვდრადშობილ პორტად იქცეს"
- მარიამ ქვრივიშვილი: 2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში პირველ გემს მივიღებთ
ირაკლი კუპრაძის განცხადებით, მმართველი გუნდი ანაკლიის პროექტს წლების განმავლობაში მხოლოდ საკუთარი პროპაგანდისტული და მერკანტილური ინტერესებისთვის იყენებს, რის გამოც, ხელისუფლებისა და დაპირებების მუდმივი ცვლილების მიუხედავად, 10 წლის თავზე ქვეყანას პორტი კვლავ არ აქვს.
"ანაკლია და ანაკლიის პორტი არის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი, როგორ შეიძლება ერთმა ხელისუფლებამ აქციოს ქვეყნის ეროვნული პროექტი ტყუილების 10-წლიან კასკადად. ერთმა ივანიშვილმა, ერთმა "ანტიქართულმა ოცნებამ" 10 წლის განმავლობაში ტყუილების კარუსელში ჩართო საკუთარი თავი. ისინი წრეზე ტრიალებენ და ყოველწლიურად, პერიოდულად რამდენიმე თვეში ერთხელ მაშინ, როცა ივანიშვილის ხელისუფლებაში იცვლებიან პრემიერმინისტრები, იცვლებიან ეკონომიკის მინისტრები და თანამდებობის პირები, გამოდიან ახალი ტყუილებითა და ახალი დაპირებებით, თუმცა შედეგი ერთია, 10 წლის თავზე ანაკლიის პორტი ჯერ კიდე არ არსებობს.
ჩვენ გვაქვს ერთი მარტივი მოცემულობა. 1 ხელისუფლება 4 განსხვავებული მოდელი და მხოლოდ 1 შედეგი — გაჩერებული ანაკლია. წლების განმავლობაში ჩვენს საზოგადოებას ვაფრთხილებდით, რომ ივანიშვილის მიზანი არ არის ანაკლიის პორტის აშენება. ივანიშვილის მიზანია მხოლოდ და მხოლოდ ტყუილი, პროპაგანდა და საკუთარი მერკანტილური ინტერესებით ვაჭრობა მათ შორის, ჩვენ საგარეო პარტნიორებთან. რომლებსაც აქვთ ინტერესი, რომ საქართველოს დაუბრუნდეს მნიშვნელოვანი საერთაშორისო სატრანზიტო ღირებულება და მნიშვნელობა", — თქვა კუპრაძემ.
ოპოზიციონერი ლიდერი იხსენებს პორტის განვითარების სხვადასხვა მოდელებს და აღნიშნავს, რომ პრობლემა მოდელებში კი არა, არამედ პირადად ბიძინა ივანიშვილშია, რომელსაც რუსული დავალებების შესრულება და საკუთარ ბედზე ზრუნვა ამოძრავებს და არ სურს საქართველოს ეკონომიკური გაძლიერება.
"2016 წელს ხელისუფლება გვარწმუნებს, რომ საუკეთესო გამოსავალი იყო ე.წ. BOT-ის მოდელი. სწორედ ამ მოდელით და ამ მეთოდით გაფორმდა ხელშეკრულება, სადაც დასავლელი ინვესტორები აშენებდნენ ანაკლიის პორტს, მაგრამ საბოლოოდ 100%-ის მფლობელი აღმოჩნდებოდა ქართული სახელმწიფო. შემდეგ თავადვე ჩამოართვეს დასავლელ პარტნიორებს ინვესტიცია და ჩააგდეს ეს პროექტი. ანაკლიის პორტს პირველი გემი უნდა მიეღო 2020 წელს. 2021 წელს ახალ მოდელზე დაიწყეს საუბარი. მას შემდეგ 2022 წელს ახალი მოდელი შემოიტანეს. ე.წ. PPP მოდელი, რომლის მიხედვითაც ქართული სახელმწიფო იქნებოდა 51% საკუთრების მფლობელი ანაკლიის პორტში და 49% ექნებოდა კომუნისტური ჩინეთის ერთ-ერთ სახელმწიფო კომპანიას. ეს პროექტიც ჩააგდეს და ისევ მოატყუეს საზოგადოება.
ახლა უკვე 2026 წელს მას შემდეგ, რაც 10 წლის წინ უნდა დაწყებულიყო მშენებლობა, 6 წლის წინ უნდა მიეღო პირველი გემი, უნდა გაკეთებულიყო რკინიგზა და მიეყვანათ შესაბამისი გზა გამოდიან ახალი მოდელით. ე.წ. 'ლენდ ლორდის' მოდელით, თუმცა საზოგადოებას უნდა გვესმოდეს, რომ პრობლემა არც ერთ მოდელში არ არის. ამ სამივე მოდელით შესაძლებელია საერთაშორისო პორტების ოპერირება. პრობლემა არის ხელისუფლებაში, პრობლემა არის ივანიშვილში, რომელსაც არ უნდა და არ არის დაინტერესებული ანაკლიის პორტის აშენებით. მას არ უნდა საქართველომ შეიძინოს უსაფრთხოების ახალი ჩარჩო, არ უნდა გაძლიერდეს ეკონომიკა, არ უნდა საქართველოში შეიქმნას სამუშაო ადგილები. ივანიშვილს უნდა მხოლოდ საკუთარ ბედზე ზრუნვა, მერკანტილური სურვილებისა და მიზნების დაკმაყოფილება და რუსული დავალებების შესრულება. ეს არის ის მოცემულობა რაშიც ივანიშვილი იმყოფება", — აღნიშნა კუპრაძემ.
კუპრაძის თქმით, ეკონომიკის მინისტრის დაპირებები ახალი ინვესტორების მოზიდვაზე არის ტყუილი, რადგან ხელისუფლებამ ჯერ დასავლელი პარტნიორები გააქცია, შემდეგ კი ჩინეთთანაც ვერ დაალაგა ურთიერთობა. მისივე შეფასებით, ანაკლია ქვეყნისთვის სტრატეგიული ობიექტია და მისი აშენება მხოლოდ ივანიშვილის წასვლის შემდეგ გახდება შესაძლებელი.
"ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამ სამი სხვადასხვა მოდელის პირობებში ივანიშვილმა ჯერ გააქცია დასავლელი პარტნიორები, შემდეგ ვერც ერთი სახელმწიფო ან კერძო საერთაშორისო კომპანია ვერ დააინტერესა, ერთი კომპანია და ინვესტორიც ვერ შემოიყვანა და დღეს ივანიშვილის ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი გვარწმუნებს, თითქოს ბევრ ქვეყანას და კომპანიას შემოიყვანს. ეს არის მტკნარი ტყუილი და მოქალაქეებმა უნდა ვუთხრათ ძალიან მარტივი პასუხი, რომ იმ ტყუილებისა და დეზინფორმაციის ატრაქციონზე, რაც მოაწყო ივანიშვილმა 10 წლის განმავლობაში, მოკლა ანაკლიის პროექტი და არაშენდად აქცია საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი, მხოლოდ ივანიშვილი და მისი მინისტრები იქნებიან.
უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენთვის ანაკლია არასდროს ყოფილა მხოლოდ პორტი ან ბიზნესპროექტი. ეს არის ეროვნული მნიშვნელობის სტრატეგიული ობიექტი, რომლის მეშვეობითაც საქართველოს აქვს შესაძლებლობა დაიბრუნოს ისტორიული და გეოპოლიტიკური მნიშვნელობა, რასაც სჭირდება ეროვნული და კარგი ხელისუფალი, რომელიც ვერ იქნება ივანიშვილი. მის პირობებში ანაკლიის პორტი არ აშენდება. ხელისუფლებიდან წასვლის პირობებში კი ანაკლიის პორტის აშენება არის ძალიან მალე შესაძლებელი. იმიტომ, რომ ივანიშვილს აღარ აქვს საერთაშორისო ნდობა. მან ჩამოართვა ინვესტიცია დასავლელ პარტნიორებს, ვერ დაალაგა ურთიერთობა ჩინეთთანაც კი და დღეს ახალ ზღაპრებს სთავაზობს საზოგადოებას", — თქვა ირაკლი კუპრაძემ.
გამოსავლის სახით, პოლიტიკოსი კოალიციის გეგმას აცნობს საზოგადოებას, რომელიც შავი ზღვის ამიერკავკასიის კარიბჭედ ქცევას, პროექტში რეგიონის სამივე ქვეყნის ჩართვას და დასავლელი პარტნიორების მონაწილეობას გულისხმობს, რაც მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში განხორციელდება.
"ვუბრუნდები ლელო-ძლიერი საქართველოს კონკრეტულ გეგმას ანაკლიის პროექტთან და პორტთან დაკავშირებით. აუცილებელია საქართველომ გამოიყენოს საერთაშორისო შესაძლებლობა და გახდეს ე.წ. "ტრამპის გზის" გაგრძელება, სომხეთსა და აზერბაიჯანის შემდეგ, რომ არ იყოს ჩაკეტილი დერეფანი და შავი ზღვა გახდეს ამიერ კავკასიის კარიბჭე, რომლის გასაღები უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფოს ხელში. ამისთვის საჭიროა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში იყვნენ ეროვნული ძალები. გამოითქვას სურვილი, რომ ამიერკავკასიის სამივე სახელმწიფო ჩართული იყოს პორტის აშენებაში. სადაც ინტერესი ეროვნული პროექტისადმი იქნება ბევრად მაღალი. საქართველოში ეკონომიკა გაიზრდება და საქართველოს უსაფრთხოება იქნება ბევრად უფრო მაღალ დონეზე დაცული. ამ პროექტში უნდა მონაწილეობდნენ ის დასავლელი პარტნიორები, რომელთაც უსაფრთხოების ჩარჩოც არის საქართველოსთვის ღირებული და მნიშვნელოვანი.
არანაირი მოწოდება ივანიშვილის მიმართ არ გვაქვს — ეს არის შეხსენება, რომ რასაც ჩვენ ვამბობდით იყო დროული და სწორი გაფრთხილება საზოგადოებისთვის. დადგა დრო, რომ გვესმოდეს ანაკლიის პორტის აშენება შეუძლებელია ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში. ჩვენ გვაქვს ერთადერთი შანსი, შევცვალოთ ხელისუფლება, გადავიყვანოთ ეს ქვეყანა ეროვნულ-პატრიოტული განვითარების გზებზე და ავაშენოთ ყველა ის მნიშვნელოვანი ეროვნულ-სტრატეგიული მეგა პროექტი, რომელიც საქართველოს მოუტანს ეკონომიკის ზრდას და უსაფრთხოების განვითარებას", — განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
შეგახსენებთ, მარიამ ქვრივიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი პირველ გემს 2029 წელს მიიღებს. მისი თქმით, სახელმწიფო თავად უზრუნველყოფს პორტისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის — დაღრმავებისა და ტალღმჭრელის მოწყობას.
-
საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს
გადახედვა
-
SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა
გადახედვა
-
რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას, შოპინგისა და კვების ობიექტებში Student card-ისა და sCool card-ის სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებთ საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას, შოპინგისა და კვების ობიექტებში Student card-ისა და sCool card-ის სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებთ
-
ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს? ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს?
-
პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა
გადახედვა
-
სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო
გადახედვა
-
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს
გადახედვა
-
OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ
გადახედვა
-
AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს "გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს
გადახედვა
-
PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
-
საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი
-
საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
-
ხომ იცით, რომ მუსიკოსი ვარ? — ტრევის სკოტი კრისტოფერ ნოლანის ზარს იხსენებს ხომ იცით, რომ მუსიკოსი ვარ? — ტრევის სკოტი კრისტოფერ ნოლანის ზარს იხსენებს
გადახედვა
კომენტარები