ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი

6 Jul. 2026, 10:30

"არ ვყოყმანობ, მე მინდა, რომ სწორი კომპეტენციით დალაგდეს სქემა. მე ვიცი, რა შემიძლია და რაც არ შემიძლია, არ შევალ იქ, მე არ ვარ ყაველაშვილი. თავმჯდომარეობას აქვს სხვა ბევრი ისეთი ტვირთი, რომელიც მე არ შემიძლია, არ მაქვს ამის კომპეტენცია, ამიტომ ის ტვირთი მინდა გაინაწილოს კომპეტენტურმა, მცოდნე ადამიანმა და მე რაც შემიძლია, იმას ავიღებ და იდეალურად გავაკეთებ.

ერთია ხალხის სიყვარული, მაგრამ ის არ კონვერტირდება პოლიტიკაში. მაგრამ აქ საუბარი არ არის, რომ პოლიტიკური ლიდერი უნდა ვიყო. პოლიტიკური ლიდერი არის მიშა, მე უნდა ვიყო სწორი შუამავალი ხალხსა და მიშას შორის. მე მგონია, რომ ამ ხალხის პოლიტიკური ლიდერი უნდა იყოს მიშა, პრემიერობის კანდიდატი უნდა იყოს მიშა, ამ რეფორმების ხელმძღვანელი უნდა იყოს მიშა. უნდა დავანებოთ თავი ამ მლიქვნელობასა და აფერისტობას, რომ მოვიგონოთ ვიღაც, მერე ის ვაქციოთ პოლიტიკურ ლიდერად.

ჩვენთვის საკითხი დგას ასე — ბიძინა თუ მიშა. ბიძინა არის მთავარი მოთამაშე. ჩვენ სხვა „ტიპებს“ მთავარ მოთამაშეებად არ ვთვლით, ვთვლით ბიძინას და აქეთ მიშას. ჩვენთვის ეს ორი ძლიერი მოთამაშეა. თუ ვსაუბრობთ პოლიტიკურ ფიგურაზე, დამისახელეთ მიშასა და ბიძინას დონის მოთამაშეები, არ არსებობს. ბიძინა მე არ მომწონს, მაგრამ ბიძინა არის მთავარი მოთამაშე, არც კობახიძე, არც ღარიბაშვილი, არც ლილუაშვილი და არავინ".

განაცხადა ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა "პალიტრანიუსის" ეთერში საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ის ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატად დაასახელა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
  2. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
  3. გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
  4. თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავას დღეს დაკრძალავენ
  5. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი — თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა

თიბისის მობაილბანკში ორთვიანი გემიფიკაციის კამპანია — "საგანძურის მარათონი" წარმატებით დასრულდა. თამაშმა ნახევარ…