რუსთაველის პროტესტის მონაწილეებმა EU-სა და მის წევრ სახელმწიფოებ ღია წერილით მიმართეს
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების მონაწილეებმა ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს ღია წერილით მიმართეს. საქართველოს თავისუფალი მოქალაქეების სახელით გავრცელებულ განცხადებაში აქციის მონაწილეები ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე, საპროტესტო მოძრაობის მიზნებსა და ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ რეპრესიებზე საუბრობენ.
წერილის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ ევროპული ინტეგრაცია ქართველი ხალხის ურყევი არჩევანია, რომელიც კონსტიტუციითაა განმტკიცებული, და საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდიან. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა პოლიტპატიმარი არ გათავისუფლდება და ქვეყანა დასავლურ კურსს არ დაუბრუნდება.
"მოგმართავთ საქართველოს მოქალაქეები, ჩვენ, ვინც თითქმის ექვსასი დღეა უწყვეტ და მშვიდობიან პროტესტს განვაგრძობთ თბილისში — რუსთაველის გამზირზე და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, მხოლოდ ერთი მისწრაფებით: დავიცვათ საქართველოს ევროპული მომავალი — კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და საზოგადოების თავისუფალი განვითარება.
საქართველო ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით განმტკიცებული საყოველთაო არჩევანია, რაც საქართველოს ნებისმიერ ხელისუფლებას ავალდებულებს ყველა ზომას მიმართოს ქართველი ხალხის აღნიშნული მიზნის მისაღწევად.
2023 წლის 14 დეკემბერს, საქართველოსთვის მინიჭებულმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსმა, გაწევრიანების რეალური პერსპექტივა გაგვიჩინა. დღეს ეს პერსპექტივა უკრაინასა და მოლდოვას აქვს, საქართველო კი ამ პროცესის მიღმა რჩება და არა იმის გამო, რომ საზოგადოებამ ასე გადაწყვიტა, არამედ "ქართული ოცნების" ერთპარტიული ანტიევროპული და ანტიდემოკრატიული კურსის შედეგად.
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ, საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს არ უთქვამთ, რომ იყო თავისუფალი და სამართლიანი. ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშში აღნიშნულია, რომ არჩევნები არსებითი ხასიათის დარღვევებით წარიმართა.
28 ნოემბერს, "ქართულმა ოცნებამ" ერთპარტიულად “2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნა" საქართველოს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების საკითხი და ამით უგულებელყო საქართველოს კონსტიტუცია, რაც ქართველი ხალხის უწყვეტი პროტესტის საფუძველი გახდა.
საზოგადოების მშვიდობიან წინააღმდეგობას მოჰყვა სისტემური ძალადობა და რეპრესიები. "ქართული ოცნების" დაქვემდებარებაში მყოფმა საპოლიციო ძალებმა ასობით მშვიდობიანი მომიტინგე სცემეს, დაასახიჩრეს და გაზით მოწამლეს. სამსახურიდან გაათავისუფლეს ის საჯარო მოხელეები, რომლებმაც მოითხოვეს კონსტიტუციის დაცვა. უსამართლო ჯარიმები ადამიანების ეკონომიკურ გამოფიტვას ისახავს მიზნად, დეზორიენტირება, მუქარა და დაშინება კი ყოველდღიურ რეალობად იქცა.
დღეს წინააღმდეგობის მოძრაობის ასზე მეტი წევრი პოლიტიკური და სინდისის პატიმარია, მათ შორის ჟურნალისტები, კულტურის მოღვაწეები, მსახიობები, მასწავლებლები, სტუდენტები, პოლიტიკოსები.
"ქართული ოცნება" გეგმაზომიერად აწარმოებს საზოგადოებისთვის დამაზიანებელ დეზინფორმაციას და ეწევა ანტიევროპულ პროპაგანდას. ასევე, გეგმაზომიერად მიმდინარეობს წინააღმდეგობის მოძრაობაში მყოფი ადამიანების დისკრედიტაცია და მარგინალიზაცია დანარჩენი საზოგადოების აღქმაში, რის მისაღწევადაც "ქართული ოცნების" თავდასხმის სამიზნედ იქცა საზოგადოებრივი ორგანიზაციები და თავისუფალი მედია.
რეპრესიული პოლიტიკის შედეგად მოქალაქეები იძულების წესით მასობრივად ტოვებენ სამშობლოს. ქვეყანას ეცლება ძალა, რომელზეც მისი მომავალია დამოკიდებული — ახალგაზრდები, პროფესიონალები, სამეცნიერო და შემოქმედებითი წრეები.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, ქართველი ხალხის ნება უცვლელია. უახლესი კვლევის თანახმად, მოსახლეობის 71% კვლავ ერთგულია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, 75% გაწევრიანებას ქვეყნის უსაფრთხოების პირობად მიიჩნევს, ხოლო 87% თვლის, რომ საქართველომ ამ გზაზე მეტი უნდა გააკეთოს.
მადლიერებას გამოვხატავთ საერთაშორისო თანამეგობრობის, ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების, წევრი ქვეყნების მთავრობების, მათი ელჩებისა და მეგობარი ხალხების მიმართ ევროინტეგრაციისა თუ პოლიტიკური მოტივებით დაპატიმრებული ჩვენი თანამოაზრეების გათავისუფლების საკითხებში გამოხატული მორალური და პოლიტიკური სოლიდარობისთვის, რის გამოც ბევრი მათგანი უსამართლო თავდასხმის ობიექტიც კი გახდა.
ჩვენ ვიდგებით ბოლომდე, ვიბრძოლებთ იქამდე, სანამ:
არ გათავისუფლდებიან სინდისისა და პოლიტიკური პატიმრები;
არ აღდგება საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ევროპული და ევრო-ატლანტიკური კურსი;
საზოგადოების ნება არ იქნება გამოხატული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით", — წერია წერილში.
-
"ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე "ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე
გადახედვა
-
"ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე "ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით
-
ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს" ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს"
გადახედვა
-
Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა
გადახედვა
-
ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის! ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის!
-
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
-
2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს 2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს
გადახედვა
-
ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები
-
INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა
-
9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით 9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
გადახედვა
-
გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა
გადახედვა
-
8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები 8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი
-
8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი 8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
-
საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც
გადახედვა
კომენტარები