გახარიას პარტია პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
პარტიამ გახარია საქართველოსთვის 26 ივნისს საქართველოს პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. როგორც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ განაცხადა, ისინი სამართალდამცავი ორგანოებისგან გამოძიების სასწრაფოდ დაწყებას მოითხოვს.
მისივე თქმით, საკანონმდებლო ორგანოში ადგილი ჰქონდა მმართველი გუნდის დეპუტატების მხრიდან წინასწარ ორგანიზებულ, ჯგუფურ თავდასხმას, რაც უმაღლესი თანამდებობის პირების თანდასწრებით განხორციელდა.
"26 ივნისს, საქართველოს პარლამენტში ადგილი ჰქონდა ოცნების დეპუტატების მიერ წინასწარ ორგანიზებულ, ჯგუფურ დანაშაულს, რაც კონსტიტუციურ ორგანოში პრემიერმინისტრის, შინაგან საქმეთა მინისტრისა და გენერალური პროკურორის თანდასწრებით განხორციელდა. მიუხედავად ამისა, უკვე 3 დღეა გასული, რაც სამართალდამცავი ორგანოები დანაშაულებრივად სდუმან.
გვინდა მათ შევახსენოთ, ოცნების დეპუტატების მხრიდან საქართველოს პარლამენტის წევრების მიმართ ჩადენილი მძიმე დანაშაული, კერძოდ წინასწარ ორგანიზებული, ჯგუფური თავდასხმა დეპუტატებზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მათ საქმიანობასთან დაკავშირებით, ისჯება 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით და ვერანაირი ფარისევლური ბოდიში ამას ვერ უშველის, რაც მხოლოდ საზოგადოების რეაქციის გამო მოიხადეს და არა იმიტომ, რომ ნანობენ ჩადენილ დანაშაულს", — აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.
პარტიის აღმასრულებელი მდივნის თქმით, ქვეყანაში შექმნილია უაღრესად საშიში გარემო, სადაც განსხვავებული აზრი სანქცირებულია, ხოლო მმართველ გუნდთან დაახლოებული პირები დაუსჯელობის გარანტიით სარგებლობენ. სიჭინავამ პარალელი გაავლო სხვადასხვა რეზონანსულ საქმესთან და აღნიშნა, რომ განსხვავებული პოზიციის გამო მოქალაქეებს მკაცრად სჯიან, მაშინ როდესაც პარლამენტში მომხდარ ძალადობაზე რეაგირება არ ხდება.
"დღეს ოცნებას კრიტიკა აკრძალული და ნებისმიერი განსხვავებული აზრი სანქცირებული აქვს — ქუჩაში, სოციალურ ქსელებში, ახლა უკვე პარლამენტში ძალადობით ცდილობს იგივეს. ოცნებამ შექმნა რეალობა, სადაც მოქალაქეთა უმრავლესობას საკუთარი აზრის გამოხატვა ციხეში მოხვედრის ან ფიზიკური თავდასხმების ფასად უჯდება... ოცნებასთან დაახლოებულ პირებს კი ნებისმიერ მძიმე უკანონობაზე დაუსჯელობის გარანტია აქვთ...
ფაქტი ერთია, რომ ფასებთან, ნარკომანიასთან, კორუფციასთან, ოკუპაციასთან და საერთაშორისო პოლიტიკაში დამარცხებულ ოცნებას აღარ დარჩა არანაირი ინტელექტუალური რესურსი, არგუმენტები და კომპეტენცია, რომ სიმართლეს ძალადობისა და მოქალაქეების ციხეში გამოკეტვის გარეშე დაუპირისპირდეს", — განაცხადა ბრიფინგზე სიჭინავამ.
მისივე თქმით, კანონმდებლობის შესაბამისად, მედიაში გავრცელებული კადრები გამოძიების დაწყების პირდაპირი საფუძველია. პარტია გახარია საქართველოსთვის აპირებს ბრძოლა ბოლომდე გააგრძელოს ყველა იმ ადამიანის სახელით, ვინც უსამართლობისა თუ ძალადობის მსხვერპლია. სიჭინავამ დასძინა, რომ გამოძიების დაწყების შემთხვევაშიც კი, საქმის "თაროზე შემოდებას" ელოდება, თუმცა მიიჩნევს, რომ ადრე თუ გვიან ყველა მოძალადე აგებს პასუხს სისხლის სამართლის წესით.
შეგახსენებთ, საკანონმდებლო ორგანოში ფიზიკური დაპირისპირება 26 ივნისს, პარტია გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი შარაშიძის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც აღნიშნა: "პრეზიდენტი ალიევი რომ ბრძანდებოდა საქართველოში, მთელმა საქართველომ ნახა ის კადრები, როგორ იდექით კუთხეში, რაც მიუთითებს თქვენს რეალურ როლს და ადგილს ხელისუფლებაში".
გიორგი შარაშიძემ პარლამენტის ტრიბუნიდან ისიც თქვა, რომ "არათუ ქვეყანა, ქართული ოცნებაც არ იმსახურებს ასეთ პრემიერს" — ამ სიტყვების შემდეგ პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო. როგორც მან "ტვ პირველთან" საუბრისას თქვა, პარლამენტში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის გამოძახება გახდა საჭირო, ყველაზე მეტად მათი თანაპარტიელი გიგა ფარულავა დაშავებული.
-
"ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე "ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით
-
ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს" ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს"
გადახედვა
-
Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა
გადახედვა
-
ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის! ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის!
-
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
-
2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს 2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს
გადახედვა
-
ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები
-
INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა
-
9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით 9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია
-
ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა
გადახედვა
-
გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა
გადახედვა
-
8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები 8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს
გადახედვა
-
ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი
-
8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი 8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
-
საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც
გადახედვა
კომენტარები