EU-მა "დაკავშირებადობის დღის წესრიგის პლატფორმა" წარადგინა, რომელშიც საქართველომ მონაწილეობა არ მიიღო
ბრიუსელში, ევროკომისიის ინიციატივით, "დაკავშირებადობის დღის წესრიგის პლატფორმას" (Connectivity Agenda Platform) ჩეაყარა საფუძველი. საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან გაფორმებული შეთანხმებების საფუძველზე, პროექტის ფარგლებში შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონებში სტრატეგიული მნიშვნელობის კავშირგაბმულობისთვის, სავარაუდოდ, 2 მილიარდ ევრომდე ინვესტიციის მობილიზება იგეგმება. "ნეტგაზეთის" ცნობით, აღნიშნული შეხვედრის მიღმა საქართველო და აზერბაიჯანი დარჩნენ.
მაღალი დონის შეხვედრას ევროკომისრები — მარტა კოსი (გაფართოების საკითხებში), იოზეფ სიკელა (საერთაშორისო პარტნიორობის მიმართულებით) და აპოსტოლოს ციციკოსტასი (მდგრადი ტრანსპორტის საკითხებში) მასპინძლობდნენ. ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების, აგრეთვე სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მოლდოვის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, თურქეთის, უკრაინისა და უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრები და მაღალი რანგის დელეგატები.
"მზარდი კონფლიქტის დროს შესანიშნავია ამდენი ქვეყნის ერთიანობის ხილვა საერთო პროექტის გარშემო. ჩვენ გვჭირდება საიმედო სავაჭრო მარშრუტები და ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი სწორედ ამის დამსახურებაა. მარშრუტზე ვაჭრობა შეიძლება მომდევნო 15 წლის განმავლობაში ხუთჯერ გაიზარდოს. ამისთვის ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა. უკვე მიმდინარეობს მრავალი პროექტი და ინიციატივა. პლატფორმა შეავსებს დარჩენილ ინფრასტრუქტურულ ხარვეზებს და მარშრუტს თავიდან ბოლომდე დააკავშირებს", — აღნიშნა გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისიის თავდაპირველ ანონსში საქართველო და აზერბაიჯანი მონაწილეებს შორის იყვნენ დასახელებულნი, საბოლოო პროგრამაში ამ ქვეყნების ოფიციალური პირები აღარ ფიგურირებდნენ.
"საქართველომ ღონისძიებაში მონაწილეობა არ მიიღო. როგორც წარსულში, რეგიონის ყველა პარტნიორი იყო მიწვეული. ჩვენი პოზიცია საქართველოსთან დაკავშირებით არ შეცვლილა. თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეცვლის თავის ამჟამინდელ კურსს, საქართველო რისკავს იმ სარგებლის შეზღუდვას, რომელიც მას სრულყოფილად შეუძლია მიიღოს "დაკავშირებადობის დღის წესრიგის" ფარგლებში", — განუცხადა ევროკომისიის სპიკერმა "ნეტგაზეთს".
"ნეტგაზეთის" ინფორმაციით, ევროკომისიამ თბილისს მიწვევა მხოლოდ "ტექნიკურ დონეზე" გაუგზავნა და შეხვედრაზე ევროკავშირში საქართველოს ელჩს, ვახტანგ მახარობლიშვილს ელოდნენ, რომელიც ღონისძიებას არ დასწრებია.
ამის საპირისპიროდ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ქვეყნის პროფილურ უწყებას ოფიციალური მიწვევა საერთოდ არ მიუღია.
"ბრიუსელში, დაკავშირებადობის დღის წესრიგის პლატფორმის მაღალი დონის ღონისძიებაზე, რომელშიც ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის ტრანსპორტის მინისტრები მონაწილეობენ, საქართველოს შესაბამის სამინისტროს ევროკომისიის მოსაწვევი არ მიუღია", — ამბობენ სამინისტროში.
ამასთან, უწყებაში დაამატეს, რომ შეხვედრას "საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი" მაინც დაესწრო.
"ნეტგაზეთი" წერს, რომ მსგავსი შემთხვევა გასულ წელსაც დაფიქსირდა, როდესაც ლუქსემბურგში გამართულ დაკავშირებადობის მინისტერიალში საქართველომ მონაწილეობა არ მიიღო. მაშინაც, ორმხრივი მაღალი დონის კონტაქტების შეჩერების ფონზე, ევროკავშირმა თბილისს მიწვევა მხოლოდ ელჩის დონეზე გაუგზავნა, რაზეც საქართველომ უარი თქვა.
ცნობისთვის, ევროკავშირის რეგიონთაშორისი დაკავშირებადობის დღის წესრიგი შავი ზღვის რეგიონის მიმართ ბრიუსელის სტრატეგიული გეგმის ნაწილია. მისი მიზანია ევროპისა და ცენტრალური აზიის ერთმანეთთან დაკავშირება სავაჭრო, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო სფეროებში.
-
ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა
გადახედვა
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია
-
სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა
გადახედვა
-
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
-
სუს-ის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთში იმყოფება სუს-ის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთში იმყოფება
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა
გადახედვა
-
ალიევების ოჯახი აზერბაიჯანში 15-მდე მდიდრულ რეზიდენციას ფლობს — მედია ალიევების ოჯახი აზერბაიჯანში 15-მდე მდიდრულ რეზიდენციას ფლობს — მედია
გადახედვა
-
ვივიან უილსონი Desigual-ის კამპანიაში AI-სა და მამას — ილონ მასკს უპირისპირდება ვივიან უილსონი Desigual-ის კამპანიაში AI-სა და მამას — ილონ მასკს უპირისპირდება
გადახედვა
-
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული ჭიათურელი მაღაროელების განაჩენი ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული ჭიათურელი მაღაროელების განაჩენი ძალაში დატოვა
გადახედვა
-
ერევანი რუსეთის მიერ სომხურ პროდუქციაზე დაწესებულ შეზღუდვებს ასაჩივრებს ერევანი რუსეთის მიერ სომხურ პროდუქციაზე დაწესებულ შეზღუდვებს ასაჩივრებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილმა სინდისის პატიმრებს ბრიუსელის და ელჩების "უსინდისობის პატიმრები" უწოდა შალვა პაპუაშვილმა სინდისის პატიმრებს ბრიუსელის და ელჩების "უსინდისობის პატიმრები" უწოდა
გადახედვა
-
სამართლებრივ პროცესს სჭირდება სამართლებრივი პასუხები — შალვა პაპუაშვილი ღარიბაშვილის წერილზე სამართლებრივ პროცესს სჭირდება სამართლებრივი პასუხები — შალვა პაპუაშვილი ღარიბაშვილის წერილზე
გადახედვა
-
ჯო უილსონი: "ქართული ოცნება" საქართველოს ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე ყიდის! ჯო უილსონი: "ქართული ოცნება" საქართველოს ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე ყიდის!
გადახედვა
-
აშშ-ში სამხედროებს კონტრაქტის გაგრძელების სანაცვლოდ GTA 6-ის სათამაშოდ შვებულებას სთავაზობენ აშშ-ში სამხედროებს კონტრაქტის გაგრძელების სანაცვლოდ GTA 6-ის სათამაშოდ შვებულებას სთავაზობენ
გადახედვა
-
პროკურატურამ ₾1.5 მილიონზე მეტი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა პროკურატურამ ₾1.5 მილიონზე მეტი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: სიცრუე სიმართლედ ვერ იქცევა მხოლოდ იმიტომ, რომ ბრიუსელი მას დაჟინებით იმეორებს შალვა პაპუაშვილი: სიცრუე სიმართლედ ვერ იქცევა მხოლოდ იმიტომ, რომ ბრიუსელი მას დაჟინებით იმეორებს
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი პროტესტის ნიშნად შიმშილობას იწყებს და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს თამაზ ელიზბარაშვილი პროტესტის ნიშნად შიმშილობას იწყებს და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ — ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ თავს მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ — ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ თავს
-
ქვიზი: გახსოვს, რომელი მდინარე უფრო გრძელია? ქვიზი: გახსოვს, რომელი მდინარე უფრო გრძელია?
-
9 სექტემბერს Apple ახალ iPhone-ებს წარადგენს — სად ვუყუროთ 9 სექტემბერს Apple ახალ iPhone-ებს წარადგენს — სად ვუყუროთ
გადახედვა
-
თიბისი IT აკადემია — სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე თიბისი IT აკადემია — სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
კომენტარები