ავეჯის უსაფრთხოება: კარცეროგენები და სხვა საფრთხეები, რომლებიც ჩვენს ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებს
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
ავეჯის შერჩევისას ხშირად უპირატესობას მის ვიზუალსა და კომფორტს ვანიჭებთ, თუმცა იშვიათად ვფიქრობთ იმაზე, თუ რა ქიმიური გზა გაიარა ხის ნაჭერმა ან ქსოვილმა, ვიდრე ჩვენს სახლში ან სამუშაო სივრცეში აღმოჩნდებოდა.
თანამედროვე ავეჯის ინდუსტრიაში აქტიურად გამოიყენება მრავალგვარი ქიმიური ნივთიერება — დაწყებული წებოებიდან, დამთავრებული ლაქ-საღებავებით. სამწუხაროდ, მათი დიდი ნაწილი მავნეა და წლების განმავლობაში გამოყოფს ჩვენს სახლებში ტოქსიკურ ნივთიერებებს.
მავნე ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედებისა და სხვადასხვა სახის ფიზიკური თუ მატერიალური ზარალისგან თავის დასაცავად, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ როგორ შევარჩიოთ უსაფრთხო ავეჯი.
ჩეხეთის განვითარების სააგენტო გერმანიის თანამშრომლობის საზოგადოებასთან ერთად ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს QUIS, რომლის ერთ-ერთი მიზანია არასასურსათო პროდუქტისა და სერვისის უსაფრთხოების შესახებ მომხმარებლების ინფორმირება. ამ სტატიაში ვსაუბრობთ ავეჯსა და მასში დამალულ საფრთხეებზე.
ავეჯში დამალული ქიმიური საფრთხეები
ზოგადად ყველაზე დიდი ქიმიური საფრთხე ავეჯის ძირითად კარკასში იმალება. დღეს ბაზარზე არსებული ავეჯის უდიდესი ნაწილი არა მასიური ხისგან, არამედ, ე.წ. საინჟინრო ხისგან (Engineered wood) — MDF, მერქანბოჭკოვანი ფილის DSP (Particleboard) ან პლაივუდი — მზადდება.
ეს მასალები ხის ნახერხის ნაზავია, რომელიც ერთმანეთთან სინთეტიკური ფისითა და წებოთი არის დაკავშირებული. ეს წებო(ებ)ი შესაძლოა, შეიცავდეს ფორმალდეჰიდს (Formaldehyde) — ძლიერ კარცეროგენს. ოთახის ტემპერატურაზე წებო იწყებს აორთქლებას, რაც იწვევს თვალების წვას, ალერგიებს, ასთმის პროვოცირებას და გრძელვადიან პერსპექტივაში, ზრდის სიმსივნის განვითარების რისკს.
იმისთვის, რომ ხე არ დაზიანდეს, მას ლაქით, საღებავით ან სპეციალური ზეთებით ფარავენ. სწორედ აქ ვხვდებით მეორე დიდ პრობლემას — აქროლად ორგანულ ნაერთებს (VOCs). გამხსნელებზე დამზადებული ლაქები (Solvent-based) ტრადიციული, მძაფრსუნიანი ლაქ-საღებავებია, რომლებიც ნავთობპროდუქტებზეა დამზადებული. ისინი გაშრობის შემდეგაც კი, თვეების განმავლობაში, ჰაერში გამოყოფს ტოქსინებს (მაგალითად, ტოლუენს და ბენზოლს), რაც ცხადია მავნებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
კიდევ ერთი საფრთხე საღებავებში არსებული ტყვიაა. მართალია, თანამედროვე ევროპულ და ამერიკულ ბაზარზე ტყვიის შემცველი საღებავები აკრძალულია, მაგრამ თუ ავეჯი ვინტაჟურია ან შემოტანილია მკაცრი რეგულაციების არმქონე ქვეყნებიდან, ზედაპირზე შესაძლოა ტყვიის საღებავი იყოს გამოყენებული, რაც განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის.
როგორ უნდა დავიცვათ თავი?
ეძებეთ ავეჯი, რომლის დამუშავებისას გამოყენებულია წყლის ბაზაზე დამზადებული (Water-based) ლაქ-საღებავები. წყლის ბაზაზე დამზადებულ საღებავებს თითქმის არ აქვს სუნი და VOC-ის შემცველობა მათში მინიმუმამდეა დაყვანილი.
რბილი ავეჯის, დივნებისა და სავარძლების შერჩევისას, ქსოვილის დამუშავების ტექნოლოგია კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ტექსტილის ინდუსტრიაში გამოყენებული საღებავების დიდი ნაწილი აზო-საღებავებია (Azo Dyes), რადგან ისინი მკვეთრ და მდგრად ფერებს იძლევა. თუმცა, ზოგიერთი მათგანი კანთან შეხებისას იშლება ტოქსიკურ, კანცეროგენულ ნაერთებად. ევროკავშირში საშიში აზო-საღებავების გამოყენება აკრძალულია (REACH დირექტივით), თუმცა სხვა ქვეყნებში წარმოებულ ავეჯში მათი აღმოჩენის რისკი მაღალია.
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
მომხმარებლისთვის შეუძლებელია ლაბორატორიული სიზუსტით შეამოწმოს ავეჯი, თუმცა არსებობს რამდენიმე ოქროს წესი, რომელიც რისკებს მინიმუმამდე დაიყვანს:
- წაიკითხეთ ეტიკეტი და სერტიფიკატები: მოძებნეთ GREENGUARD Gold (ადასტურებს ემისიების, მათ შორის ფორმალდეჰიდის უსაფრთხო დონეს) და OEKO-TEX Standard 100 (ადასტურებს, რომ ქსოვილი და საღებავები ტოქსინებისგან თავისუფალია).
- ახალ ავეჯს არ უნდა ჰქონდეს მკვეთრი, მძაფრი და გამაღიზიანებელი ტოქსიკური სუნი. თუ ავეჯის მაღაზიაში შესვლისას თვალები გეწვით ან სუნთქვა გეკვრით, ეს იმის ნიშანია, რომ ჰაერი გაჯერებულია VOC ემისიებით.
- თუ ბიუჯეტი შეზღუდული არ არის, ყოველთვის აირჩიეთ ბუნებრივი მასალები: მასიური ხე, ბამბის ან სელის ქსოვილი დივნისთვის და წყლის ბაზაზე დამზადებული საღებავები.
ავეჯში დამალული მექანიკური საფრთხეები
ქიმიურ შემადგენლობასთან ერთად, ავეჯის უსაფრთხოებას მისი ფიზიკური კონსტრუქცია და ინჟინერია განსაზღვრავს. თუ ნივთი ეკოლოგიურად სუფთაა, მაგრამ ფიზიკურად არასტაბილური, ის მაინც სერიოზული საფრთხეა ჩვენი და ჩვენი ოჯახის წევრებისთვის.
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
ავეჯის ფიზიკური უსაფრთხოება იწყება მისი დიზაინიდან და სრულდება შეერთების ადგილებით. ყველაზე ხშირი საყოფაცხოვრებო ტრავმები სწორედ არასწორად დაპროექტებული ან უხარისხოდ აწყობილი ავეჯის გამო ხდება.
მაღალი ავეჯი — კარადები, წიგნის თაროები და კომოდები — ხშირად ბალანსს მხოლოდ მაშინ ინარჩუნებს, როდესაც ცარიელია. უპირატესობა მიანიჭეთ ავეჯს, რომელსაც აქვს ფართო და მძიმე ძირი, რაც მის სტაბილურობას ზრდის.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ავეჯის მოძრავი დეტალები, რომლებიც ყოველდღიურ დატვირთვას განიცდის. მძიმე უჯრებს, გასაშლელ დივნებსა და სკივრის თავსახურებს შეუძლია სერიოზულად დაგაზიანონ. უსაფრთხო ავეჯს აუცილებლად უნდა ჰქონდეს, ე.წ. Soft-close (რბილად დახურვის) მექანიზმი და ამორტიზატორები, რათა თითები არ მოგყვეთ.
გასათვალისწინებელია უჯრების დამჭერებიც: თუ უჯრას დამჭერი არ აქვს, ოდნავ ძლიერად გამოწევისას ის შეიძლება მთელი თავისი შიგთავსით გადმოვარდეს და ფეხზე დაგეცეთ. ყიდვისას ყოველთვის ბოლომდე გამოწიეთ უჯრა და შეამოწმეთ, აკავებს თუ არა მას მექანიზმი.
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
ავეჯის დეტალების ერთმანეთთან შეერთება განსაზღვრავს მის სიცოცხლისუნარიანობას. მაღალი ხარისხის ავეჯში გამოიყენება ხის გადაბმის ტრადიციული ტექნიკები (მაგალითად, მერცხლის კუდი — Dovetail joints) ან ძლიერი, ლითონისგან დამზადებული შიდა სამაგრები. თუ მაღაზიაში ავეჯს ხელს ჰკრავთ და ის ირყევა, ეს სუსტი კონსტრუქციის პირდაპირი ინდიკატორია.
საჟურნალე მაგიდები, ვიტრინები და კარადის მინის კარები განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ჩვეულებრივი შუშა გატეხვისას იმსხვრევა დიდ და ძალიან ბასრ ნაჭრებად. ავეჯში აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული ნაწრთობი მინა (Tempered glass), რომელიც მძიმე დარტყმისას იფშვნება წვრილ, ბლაგვკუთხოვან ნამსხვრევებად და გამორიცხავს ღრმა ჭრილობების მიყენების რისკს.
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ავეჯის ეტიკეტის წაკითხვისას?
გარდა ქიმიური ეკო-ნიშნებისა, პასუხისმგებლიანი მწარმოებლები ეტიკეტსა და პროდუქტის პასპორტში ყოველთვის უთითებენ ფიზიკური და კონსტრუქციული უსაფრთხოების დეტალებს იმისთვის, რომ დარწმუნდეთ:
- მინის დეტალებიანი ავეჯის წარმოებაში გამოყენებულია ნაწრთობი მინა. უშუალოდ მინაზე, ინსტრუქციაში, ავეჯის პასპორტში მოძებნეთ წარწერა: Tempered Glass, Toughened Glass ან Safety Glass. ევროპული ავეჯის შემთხვევაში მინაზე შეიძლება ეწეროს EN 12150 (რაც ნაწრთობი მინის ევროპული სტანდარტია).
- დაცულია წონის ლიმიტი (Weight Capacity / Max Load), რომელიც ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული ინფორმაციაა თაროებისთვის, სკამებისთვის, საწოლებისა და ტელევიზორის სადგამებისთვის. უპირატესობა მიანიჭეთ ისეთ ავეჯს, რომლის ინსტრუქციაში მწარმოებელს მითითებული აქვს ლიმიტები, რაც ერთგვარად იმის დასტურია, რომ პროდუქტმა გაიარა გარკვეული სახის ტესტირებები, თუმცა არა გარანტია.
- გათვალისწინებულია ფიზიკური გამძლეობის ევროპული სტანდარტები (EN). თუ პროდუქტის პასპორტში ან შეფუთვაზე ამ სტანდარტებს დაინახავთ, ეს ნიშნავს იმას, რომ ნივთმა ლაბორატორიაში ფიზიკური დატვირთვისა და გამძლეობის ტესტები გაიარა და შემოწმდა სიმყარესა და გადაყირავების რისკებზე.
- რომ ეტიკეტსა და ინსტრუქციაში წარმოდგენილია პრაქტიკული გაფრთხილებები. მაგალითად: დახრჩობის საფრთხე (Choking Hazard), რომელიც ეხება ასაწყობ ავეჯს. ის აფრთხილებს მომხმარებელს, რომ კომპლექტში არის მცირე ზომის დეტალები (ხრახნები, ჭანჭიკები), რომლებიც ბავშვის ხელში არ უნდა მოხვდეს.
ზოგადად, უმჯობესია შეიძინოთ ავეჯი, რომლის შეფუთვაზეც დატანილია მწარმოებლის მონაცემები, ახლავს ინსტრუქცია და გამაფრთხილებელი მითითებები.
ჩეხეთის განვითარების სააგენტო (CzDA) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტს — QUIS — უკეთესი პროდუქტი, უკეთესი მომსახურება, რომლის მთავარი მიზანია საქართველოში ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარება.
ეს სტატია დაწერილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ჩეხეთის განვითარების სააგენტო და შესაძლოა, არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
-
ფიგურულ ციგურაობაში II ადგილის მფლობელები ₾0.5 მლნ-ს მიიღებენ — მთავრობა 25-ე ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს ფულად პრიზებს გადასცემს ფიგურულ ციგურაობაში II ადგილის მფლობელები ₾0.5 მლნ-ს მიიღებენ — მთავრობა 25-ე ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს ფულად პრიზებს გადასცემს
გადახედვა
-
იაპონიაში 30 წლის წინ ნაპოვნი ნამარხი ხელახლა შეისწავლეს და მოზაზავრის ძვლები აღმოაჩინეს იაპონიაში 30 წლის წინ ნაპოვნი ნამარხი ხელახლა შეისწავლეს და მოზაზავრის ძვლები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
კაია კალასი: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქცირებულთა სიას მესამედით გაზრდის კაია კალასი: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქცირებულთა სიას მესამედით გაზრდის
გადახედვა
-
სააკაშვილი წერს, რომ რუსებმა ივანიშვილს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ხელშეკრულების პროექტი გამოუგზავნეს სააკაშვილი წერს, რომ რუსებმა ივანიშვილს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ხელშეკრულების პროექტი გამოუგზავნეს
გადახედვა
-
"სოლიდუსისთვის" საწვავის მიწოდებას აღარ ვგეგმავთ" — CONNECT "რეპსოლის" განცხადებას ავრცელებს "სოლიდუსისთვის" საწვავის მიწოდებას აღარ ვგეგმავთ" — CONNECT "რეპსოლის" განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი საქორწილოდ დემნას სამოსში გამოეწყვნენ — ნახეთ ფოტოები კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი საქორწილოდ დემნას სამოსში გამოეწყვნენ — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
საქართველო ირანის წინააღმდეგ EU-ს ახალ სანქციებს არ შეუერთდა საქართველო ირანის წინააღმდეგ EU-ს ახალ სანქციებს არ შეუერთდა
გადახედვა
-
ილიაუნის სტუდენტური თვითმმართველობა: უნივერსიტეტი მომდევნო 2 წელი შიდა და გარე მობილობას 120-ვე პროგრამაზე შეინარჩუნებს ილიაუნის სტუდენტური თვითმმართველობა: უნივერსიტეტი მომდევნო 2 წელი შიდა და გარე მობილობას 120-ვე პროგრამაზე შეინარჩუნებს
გადახედვა
-
ბათუმში აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე დააკავეს ბათუმში აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე დააკავეს
გადახედვა
-
ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა — სელენა გომესის ადვოკატი თაღლითობის საქმეზე სარჩელის გაუქმებას ითხოვს ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა — სელენა გომესის ადვოკატი თაღლითობის საქმეზე სარჩელის გაუქმებას ითხოვს
გადახედვა
-
ირანში უცხოურ მედიასთან ინტერვიუებზე, შესაძლოა, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოს ირანში უცხოურ მედიასთან ინტერვიუებზე, შესაძლოა, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოს
გადახედვა
-
როგორ გადავიდა საინვესტიციო ჯგუფი DMG Group იმპორტიდან ექსპორტზე როგორ გადავიდა საინვესტიციო ჯგუფი DMG Group იმპორტიდან ექსპორტზე
-
დააკავეს კაცი, რომელმაც ნაცნობს $30 000 გამოსძალა, გარანტიად კი უცხო, უვარგისი მიწის ნაკვეთი გადაუფორმა დააკავეს კაცი, რომელმაც ნაცნობს $30 000 გამოსძალა, გარანტიად კი უცხო, უვარგისი მიწის ნაკვეთი გადაუფორმა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკი პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის
-
ქრთამის აღებისა და კომერციული მოსყიდვის ბრალდებით ტყის მცველი, ვეტერინარი და ნაგავსაყრელის ოპერატორი დააკავეს ქრთამის აღებისა და კომერციული მოსყიდვის ბრალდებით ტყის მცველი, ვეტერინარი და ნაგავსაყრელის ოპერატორი დააკავეს
გადახედვა
-
მეტეოროლოგ კობა ფარტენაძეს ბათუმში, ევროპის მოედანზე, კვლავ თავს დაესხნენ მეტეოროლოგ კობა ფარტენაძეს ბათუმში, ევროპის მოედანზე, კვლავ თავს დაესხნენ
გადახედვა
-
გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი: ტაძარში მიმდინარე სამუშაოებზე დეზინფორმაცია ვრცელდება გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი: ტაძარში მიმდინარე სამუშაოებზე დეზინფორმაცია ვრცელდება
გადახედვა
-
NATO-ს გამანადგურებელმა რუმინეთის საჰაერო სივრცეში სავარაუდოდ რუსული დრონი ჩამოაგდო NATO-ს გამანადგურებელმა რუმინეთის საჰაერო სივრცეში სავარაუდოდ რუსული დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
არასრუწლოვანი ბიჭი გოგოს სადარბაზოში შეჰყვა და ფიზიკური შეხება სცადა — პოლიციამ 15 წლამდე ბიჭი დააკავა არასრუწლოვანი ბიჭი გოგოს სადარბაზოში შეჰყვა და ფიზიკური შეხება სცადა — პოლიციამ 15 წლამდე ბიჭი დააკავა
გადახედვა
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
კომენტარები