მიხეილ სააკაშვილი

1 Jun. 2026, 13:20

მე არასდროს არავისი არ მშურდა და არ მშურს. პირიქით, ყოველთვის ძალიან მიხარია ადამიანების წარმატება. მე მთელი ცხოვრება ვიბრძვი დიდი იდეისთვის და როდესაც დიდი იდეისთვის იბრძვი, მაშინ საერთოდ არ რჩება ადგილი პიროვნული გარჩევებისთვის. უამრავ წარმატებულ ფიგურას მივეცი საგზური ცხოვრებაში, როგორც აქ ისე უკრაინაში. კიდევ ერთხელ ამიხსნას ვინმემ მელიასი რა უნდა მშურდეს?

ბევრი ჩემი გაზრდილი, უკრაინაში ძალიან აქტიური წევრია რადის, ზოგი მინისტრი, ზოგი ელჩი. ჩემი ერთი ყოფილი თანაშემწე ხელმძღვანელობს უკრაინის ნაციონალური ანტიკორუფციულ ბიუროს (სემენ კრივონოსი). ერთი აზოვის სახელგანთქმული კორპუსის ერთ-ერთი ძირითადი მეთაურია (პოლკოვნიკი გიორგი ქუფარაშვილი).

საქართველოში ჩემს მიერ დაფრთიანებულები მთელს მსოფლიოს მოედნენ, ლადო გურგენიძე აფრიკაში ყველაზე წარმატებულ რეფორმებს ხელმძღვანელობდა, დიმა შაშკინი განათლების რეფორმებს ატარებს შუა აზიაში, ზურაბ ადეიშვილი უკრაინაში გამოჩენილი იურისტია და ქვეყნის ინტერპოლის ხელმძღვანელობს. ვერა ქობალია ინდონეზიის რეფორმებს ხელმძღვანელობს. ზოგმა დამიფასა ასეთი მხარდაჭერა, ზოგმა არა, მაგრამ მე ყოველთვის ვამაყობ ამ ხალხით.

ბოლოსდაბოლოს ჩემი უახლოესი თანაშემწე მრავალი წლის განმავლობაში და ახლო მეგობარი, ახლა ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური ლიდერია საფრანგეთში და მომავალ წელს გაპრეზიდენტების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელობანი კანდიდატია. ხოდა ახლა რაფაელი რომ პრეზიდენტი გახდება, უნდა მშურდეს მისი, თუ უზომოდ უნდა ვიამაყო? (სულ რომ არც არაფერი გამიკეთოს). არის ხალხი, რომლისგანაც ვერაფერი დავაყენე, მიუხედავად დიდი ძალისხმევისა. ასე იყო მაგალითად ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ადრე აღმოვაჩინე, თან გადავყევი, ის კი აჰყვა ამბიციებს, ჩაეფლო კორუფციაში, შეეკრა პატარკაციშვილს და გაიმსჭვალა ბოღმით ჩემს მიმართ.

სამწუხაროდ მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა ნიკა მელია, რომელსაც ძალიან ბევრჯერ, ბევრი რამე გავუტარე, მათ შორის ჩემზე სრულიად გაუგებარი თავდასხმები წლების განმავლობაში. თუ ჩემი პოლიტიკა არასდროს მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, ნაციონალურ მოძრაობაში? სულ მქონდა იმედი, რომ რამე დადგებოდა მისგან, ყველანაირად ვუჭერდი მხარს და ვაიგნორებდი სკეპტიკოსებს, რომლებიც მიმითითებდნენ მის განათლების არ ქონაზე, კონფლიქტურობაზე და უიდეობაზე.

ბოლოს მაინც მარცხი განვიცადე და მელია აღმოჩნდა იმავე ჭაობში სადაც უკვე არიან ოქრუაშვილი, ბოკერიები და ზოგი სხვაც. გულწრფელად მენანება ის ამ როლისთვის, მაგრამ უკვე არაფრის გაკეთება აღარ შემიძლია სინანულის გამოთქმის გარდა.

ერთადერთი რასაც მთელი გულით ვისურვებ არის ის, რომ ნიკანორი რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლდეს და დაუბრუნდეს მის ოჯახს, ჩაეხუტოს თავის შვილს. ჩემთვის პოლიტიკა არა მხოლოდ ამბიციაა, არამედ პირველ რიგში ადამიანობაა. არანაირი ცუდი გრძნობები მის მიმართ საერთოდ არ გამაჩნია და არც არავის მოვუწოდებ ამისკენ. მოხდა ის რაც მოსახდენი იყო.
ძვირფასო ნიკა თავისუფლებას და ბედნიერ ცხოვრებას გისურვებ.

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას წერილს ეხმაურება, სადაც ის წერს, რომ "სააკაშვილი უკვე მრავალი წელია მასზე ეჭვიანობს, როგორც ყელს შემოჭერილი მარყუჟი, ისე ახრჩობს".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
  2. რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?"
  3. 15 წლის ბიჭი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
  4. თეა წულუკიანი: იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, მინდა ვუსაყვედურო, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო
  5. ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ჯაშუშობის ბრალდებით სუს-მა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დააკავა

ჯაშუშობის ბრალდებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი…