მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გზის ხელმეორედ გადაკეტვის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს 9-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. მენთეშაშვილი 7 თვეა წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და პენიტენციურ დაწესებულებას 2 თვეში დატოვებს.

მენთეშაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.