"ყოველ ოთხშაბათს და პარასკევს აქ ჩავატარებთ აქციას" — კახა წიქარიშვილმა ივანიშვილის სახლთან ერთკაციანი აქცია გამართა
ფოტო: ფორმულა
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვის მამამ, კახა წიქარიშვილმა გუშინ ბიძინა ივანიშვილის სახლთან ერთკაციანი აქცია გამართა, სადაც მან ბიძინა ივანიშვილს სიტყვით მიმართა.
წიქარიშვილის თქმით, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ ყოველ ოთხშაბათს და პარასკევს ივანიშვილის სახლთან ჩაატარონ აქცია. მან ასევე აღნიშნა, რომ 2012 წელს გაჟღერებული დაპირებების მიუხედავად, 2026 წელს არც "მეტი სიცოცხლეა" და არც "მეტი სამართალი". მან ასევე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მშობლებს, რომლებიც ღამეებს მთავრობის კანცელარიასთან ათენებენ, ადგილზე კარვების შეტანის უფლებაც არ აქვთ, "სისხლიანი 9 წლის" განმავლობაში კარვების გაშლის უფლება მაინც არსებობდა.
"მინდა, მივმართო ბატონ ბიძინა ივანიშვილის, ახლა ვარ მის რეზიდენციასთან. ჩვენ დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლებმა გადავწყვიტეთ, რომ ყოველ ოთხშაბათს და პარასკევს აქ ჩავატაროთ აქცია. გამომდინარე იქიდან, რომ შსს-მ გვითხრა, რომ აქ შეკრება არ არის მიზანშეწონილი, რადგან აქ ხალხი ცხოვრობს, მუშაობს და გადაადგილდება. მე მაინტერესებს, აქ, ამ ადგილას, ვინ ცხოვრობს, ვინ მუშაობს და ვინ გადაადგილდება, ვისაც ხელს შეუშლის გამწარებული მშობლების მიერ წამლის მოთხოვნა, მაინტერესებს თუ ხართ აქ ვინმე ადამიანი, ვისაც ხელი გეშლებათ, რადგან მშობლები ვითხოვთ წამალს ჩვენი შვილებისთვის. [...] როგორც ვხედავთ აქ არავინ ცხოვრობს, მუშაობს და გადაადგილდება, გარდა ბიძინა ივანიშვილისა, რომელიც დღეს ალბათ არც არის რეზიდენციაში, მაგრამ ჩვენ მაინც მივმართავთ მას და მოვალთ ხოლმე აქ ერთკაციანი აქციის ჩასატარებლად.
ბატონო ბიძინა, 2012 წელს შეგვპირდით, რომ აღადგენდით სამართლიანობას, ასევე შეგვპირდით, რომ მეტი სიცოცხლე იქნებოდა ამ ქალაქში. ახლა არის 2026 წელი და ჩვენ არ გვაქვს არც მეტი სამართალი და არც მეტი სიცოცხლე, რადგან ჩვენი ბავშვების სიცოცხლე არის საფრთხის ქვეშ და მათი სიცოცხლის უფლება ირღვევა. სახელმწიფოს აქვს ვალდებულება ყველაფერი გააკეთოს ჩვენი ბავშვების დასახმარებლად და ამას არ აკეთებს.
უკვე 30-ე დღეა ვართ კანცელარიის წინ და არ გვაძლევენ კარვის შეტანის, პუფის შეტანის უფლებას ღია სკვერში. 2012 წლამდე კარვები იყო გაშლილი რუსთაველზე თვეების განმავლობაში, ახლა კარვების შეტანის უფლებას არ გვაძლევენ ღია სკვერში. ჩვენ გამოვიდეთ და სისხლიანი 9 წლის დაბრუნება ვითხოვოთ თუ რა გავაკეთოთ. დაგვიბრუნეთ სისხლიანი 9 წელი, რადგან მაშინ კარვების გაშლის უფლება მაინც გვქონდა", — თქვა კახა წიქარიშვილმა (მის სიტყვას "ტაბულა" ავრცელებს).
შეგახსენებთ, რომ თითქმის ერთი თვეა, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები, შვილებისთვის ახალი თაობის სამკურნალო პრეპარატების შემოტანის მოთხოვნით, მთავრობის კანცელარიასთან ღამეებს ათევენ. საქართველოში ამ იშვიათი გენეტიკური დაავადების დიაგნოზით 80-მდე ბავშვი ცხოვრობს.
დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლები სახელმწიფოსგან ოთხი ძირითადი პრეპარატის: ელევიდისის (Elevidys), ეგზონის სკიპერის (Exon-skipping), ჯივინოსტატისა (Givinostat) და ვამოროლონის (Vamorolone) შემოტანას ითხოვენ. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის მარეგულირებელმა ოთხივე მათგანზე გასცა ნებართვა, ხოლო ევროპამ — ორზე, საქართველოში მათი დანერგვა კვლავ ბიუროკრატიული და ეთიკური დისკუსიის საგანია. ხელისუფლება მედიკამენტების შემოტანაზე უარის თქმას არასაკმარისი კლინიკური გამოცდილებითა და უსაფრთხოების რისკებით ხსნის.
- დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები: საქართველოს ხელისუფლება კვლავ აგრძელებს თანამედროვე მედიკამენტების ან მათი მომწოდებელი კომპანიების ნეგატიურ ჭრილში წარმოჩენას
- ანდრია ჯაღმაიძე: ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რათა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებს მიეცეთ შესაბამისი დახმარება
- ირაკლი კობახიძე: [დიუშენის წამლის] თანხას პერსონალური ჯიბიდან არ ვიღებთ — ეს ხალხის ფულია, მთავრობამ რაციონალურად უნდა დახარჯოს
- შიო III დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლებს შეხვდა
- მიტროპოლიტი ანტონი: პირველი სინოდი როგორც კი შედგება, დავაყენებთ წამლის, შეწყალებების, პატიმრობების საკითხებს
- ელენე ხოშტარია: უმძიმესი იყო იმის ყურება, თუ როგორ უწევდათ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებსა და მშობლებს ამდენი სასულიერო პირისა და ადამიანის ყურადღებისთვის ბრძოლა
- მამა გიორგი წეროძე: დიუშენით დაავადებულთა მხარდამჭერი აქცია სოციალური აქცია არაა, ესაა შესაძლებლობა, რომ სიყვარული ოჯახის საზღვრებს გასცდეს
- ირაკლი კობახიძე: არასწორია, რომ დიუშენით დაავადებულ ბავშვებთან და მშობლებთან არ არის კომუნიკაცია
- "მოვუწოდებთ სახელმწიფოს: დროულად მოახდინოს ადეკვატური რეაგირება პაციენტების საჭიროებებზე" — ექიმები განცხადებას ავრცელებენ
- გიორგი კავკასიძე: ახალი, ეფექტური პრეპარატებით მკურნალობა აფერხებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის პროგრესს
-
"ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე "ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე
გადახედვა
-
"ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე "ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით
-
Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა
გადახედვა
-
ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის! ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის!
-
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
-
2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს 2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს
გადახედვა
-
ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები
-
INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა
-
9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით 9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია
-
გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა
გადახედვა
-
8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები 8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს
გადახედვა
-
PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები
გადახედვა
-
ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი
-
8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი 8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
-
საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც
გადახედვა
კომენტარები