ნაშირ ორდუხანოვი: საქართველოს პატრიარქისგან ქვეყანაში "სხვა ერების გამრავლებასთან" დაკავშირებით განცხადების მოსმენა არ იყო სასიამოვნო
საქართველოში მცხოვრები ერთიკურად აზერბაიჯანელი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დარბაზის მკვიდრი, ნაშირ ორდუხანოვი სოციალურ ქსელში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსი, შიო III-ის განცხადებას ეხმაურება, რომელიც საქართველოში დემოგრაფიულ საკითხებს ეხებოდა.
ორდუხანოვის კომენტარს "რადიო მარნეული" ავრცელებს. მისი განმარტებით, საქართველოს პატრიარქისგან "სხვა ერების გამრავლებასთან" დაკავშირებული განცხადების მოსმენა არ იყო სასიამოვნო, "წინა პატრიარქის ბატონ ილია ll-ის დროს მსგავსი განცხადებებს არ გვესმოდა".
ორდუხანოვი ასევე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში უსინდისო ადამიანების, პედოფილების, რასისტების, ფაშისტების, თაღლითების, კრიმინალების... გამრავლებაა პრობლემა და არა "სხვა ერების გამრავლება."
"მინდა გამოვეხმაურო საქართველოს ახალარჩეული პატრიარქის განცხადებას რომელიც უკავშირდება საქართველოში "სხვა ერების გამრავლებას". მინდა ავღნიშნო, რომ მეც ვარ ე.წ "სხვა ერის წარმომადგენელი" და საქართველოს პატრიარქისგან მსგავსი განცხადების მოსმენა არ იყო სასიამოვნო.
ჩვენ წინა პატრიარქის ბატონ ილია ll-ის დროს მსგავსი განცხადებებს არ გვესმოდა, პირიქით მან ყოველთვის თანასწორობაზე და სხვა ერებისადმი პატივისცემაზე უსვამდა ხაზს.
მე ვფიქრობ რომ საქართველოში მთავარი პრობლემას წარმოადგენს არა "სხვა ერების გამრავლება" არამედ ქვეყანაში უსინდისო ადამიანების, პედოფილების, რასისტების, ფაშისტების, თაღლითების, კრიმინალების და ა.შ. გამრავლებამ. შესაბამისად ჩვენ როგორც პატრიარქი, იმამები, საზოგადოება, ხელისუფლება, მრევლი და ხალხი ყველამ ერთად ხელი შევუწყოთ და ყველაფერი გავაკეთოთ რომ ამ ქვეყანაში გამრავლდეს არა "კონკრეტული ერის წარმომადგენლები" არამედ "კეთილსინდისიერი ადამიანების" რაოდენობა", — წერს სოციალურ ქსელში ნაშიხ ორდუხანოვი.
შეგახსენებთ, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, შიო III-მ საქართველოში დემოგრაფიულ მდგომარეობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ "რეალურია იმის საშიშროება, რომ ქვეყანაში სხვა ხალხები დამკვიდრდებიან და რიცხობრივად ქართველებს გადააჭარბებენ".
"თუ არ გამოვასწორეთ ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობა, თუ არ ვიზრუნეთ ოჯახის განმტკიცებაზე, გადარჩენაზე, შენარჩუნებაზე, ჩვენ გვემუქრება რეალური საშიშროება, რომ ჩვენ მშვენიერ სამოთხესავით ლამაზ და მშვენიერ ქვეყანაში დამკვიდრდებიან სხვა ხალხები, ჩვენთან ერთად, რომლებსაც უყვართ ბავშვები, რომლებიც არ იშორებენ შვილებს, რომლებიც იცავენ თავიანთ რელიგიას და ამიტომ კარგად მრავლდებიან. შეიძლება, ღმერთმა დაგვიფაროს, რა თქმა უნდა, მაგრამ ასე თუ გავაგრძელეთ ჩვენ, ეს საშიშროება რეალურია, რომ გადააჭარბონ რიცხობრივად ქართველობას. მადლი მოგცეს უფალმა, რომ ვიშრომოთ, ვიღვაწოთ ოჯახის გადარჩენისთვის, ოჯახური ღირებულებების დაცვისთვის, რომ ვიქონიოთ ისეთი კანონმდებლობა, რომელიც დაიცავს ოჯახს, ჩვენს ხალხს მავნე გენდერული თეორიებისგან, იდეოლოგიისგან. უარი კი არ უნდა ვთქვათ ამ კანონმდებლობაზე, როგორც ზოგიერთები მოგვიწოდებენ, არამედ პირიქით, უნდა გავაძლიეროთ და განვამტკიცოთ ეს მიმართულება, ოჯახის დაცვის და შენარჩუნების. ეს არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენის, გამრავლების საწინდარი, ასევე ღვთის წყალობის", — აღნიშნა შიო III-მ.
-
"ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე "ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით
-
ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს" ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს"
გადახედვა
-
Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა
გადახედვა
-
ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის! ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის!
-
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
-
2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს 2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს
გადახედვა
-
ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები
-
INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა
-
9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით 9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია
-
ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
გადახედვა
-
გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა
გადახედვა
-
8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები 8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი
-
8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი 8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
-
საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც
გადახედვა
კომენტარები