პირველი არხი: "ლიცენზიისთვის FIFA-ს ორჯერ მეტი თანხა შევთავაზეთ, თუმცა, მაღალი ფასით ბიდინგი მოიგო ერთ-ერთმა კერძო სამაუწყებლო პლატფორმამ"
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზიასთან დაკავშირებით პირველი არხი განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, ლიცენზიისთვის FIFA-ს ორჯერ მეტი თანხა შესთავაზეს, თუმცა, ერთ-ერთმა კერძო სამაუწყებლო პლატფორმამ მაღალი ფასით "ბიდინგი" მოიგო.
საზმაუს განცხადებით, კერძო კომპანიასთან საქართველოს ტერიტორიაზე ღია სიგნალის საშუალებით ტრანსლაციის ლიცენზიის თანაშესყიდვაზე აქტიური მოლაპარაკება მიმდინარეობს.
"2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზიის შესყიდვასთან დაკავშირებით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ინტერესი ჯერ კიდევ 2023 წელს გამოხატა და დაიწყო შესაბამისი მოლაპარაკებები.
ლიცენზიის შეძენა შესაძლებელი იყო FIFA-ს დახურული ტენდერის საშუალებით, რომელშიც მონაწილეობენ დაინტერესებული მხარეები. პირველი არხი ტენდერში მონაწილეობდა ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) ეგიდით. ევროპის სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს სახელით ტენდერში ე.წ. ბიდინგს (ფასდადება) აწარმოებს ევროპის მაუწყებელთა კავშირი.
პირველი არხი ტენდერში მონაწილეობდა, როგორც საერთო მაუწყებელი (ორი სატელევიზიო არხი, რადიოარხი და ციფრული პლატფორმა) ყველა მატჩის ექსკლუზიური ტრანსლაციის უფლებისთვის როგორც ღია სიგნალის (DVBT2), ასევე სატელიტური სიგნალისთვის, რითაც სრულად უზრუნველყოფდა აუდიტორიის მომსახურებას ყველა შესაძლო პლატფორმაზე.
აღსანიშნავია, რომ პირველი არხის მიერ გაკეთებული პირველი ბიჯი შეადგენდა 61%-ით მეტს,
ვიდრე 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზიის ღირებულება იყო. ბიდინგის დროს მაუწყებელმა მეორე ბიჯზე თანხა გაზარდა კიდევ 20%-ით და, ჯამში, 2026 წლის ლიცენზიისთვის FIFA-ს ორჯერ მეტი თანხა შესთავაზა. მიუხედავად ამისა, FIFA-ს კომერციული ინტერესიდან გამომდინარე, მაღალი ფასით ბიდინგი მოიგო ერთ-ერთმა კერძო სამაუწყებლო პლატფორმამ, რომელმაც ლიცენზია შეისყიდა რეგიონის რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე.
გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ იმავე დღიდან მიმდინარეობს კომპანიასთან მოლაპარაკება საქართველოს ტერიტორიაზე ღია სიგნალის საშუალებით ტრანსლაციის ლიცენზიის თანაშესყიდვაზე (Sub license), რის შესახებაც მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა," — ნათქვამია პირველი არხის განცხადებაში.
შეგახსენებთ, საზოგადოებრივი მაუწყებელი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაციას ვერ შეძლებს. სამზაუს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზიისთვის 960 000 ლარი უნდა გადაეხადა.
-
ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა" ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა"
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით
-
ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს" ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს"
გადახედვა
-
Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა
გადახედვა
-
ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის! ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის!
-
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
-
ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები
-
INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა
-
9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით 9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით
გადახედვა
-
ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია
-
ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
გადახედვა
-
გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა
გადახედვა
-
8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები 8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს
გადახედვა
-
ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი
-
8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი 8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
-
საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც
გადახედვა
კომენტარები