მუდმივი მცდელობა იმისა, რომ საქართველო ჩართულიყო ომში განაპირობებს ძალიან რთულ ურთიერთობებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ერთმანეთს ხელი არ უნდა ჩამოართვან — გია ვოლსკი კობახიძისა და ზელენსკის შეხვედრაზე
პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ, ირაკლი კობახიძისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა შეაფასა. მისი განმარტებით, თბილისსა და კიევს შორის არსებული სირთულეების მიუხედავად, დიალოგის გაგრძელება აუცილებელია.
ვოლსკის თქმით, საქართველო უკრაინის მხარდაჭერას პოლიტიკურ დონეზე მუდმივად ახორციელებდა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა სამხედრო კონფლიქტში ჩართვას ერიდებოდა. მან ხაზი გაუსვა, რომ საერთაშორისო ფორმატებში საქართველო ყოველთვის უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციებს უერთდება და ქვეყანაში ათასობით უკრაინელი ლტოლვილისთვის განათლების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.
"სუსტი შეკითხვაა: "თქვენ რაზე ელაპარაკებით? მაგასთან გაბუტული ხომ ხართ?" — ჩვენ არავისთან ვართ გაბუტული. უკრაინის მთავრობის, ხელისუფლების, პირადად, ზელენსკის აბსოლუტურად არაობიექტური, არაკორექტული შეფასების, დამოკიდებულების მიუხედავად, საქართველოს არასდროს შეუწყვეტია უკრაინისთვის დახმარება — პოლიტიკური დახმარება. სამხედრო დახმარების აღმოჩენა ნიშნავდა ომში ჩართვას, რასაც ისინი ითხოვდნენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ ვილაპარაკოთ. ჩვენ უნდა ველაპარაკოთ ზელენსკისაც და კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ არ არსებობს რეზოლუცია, საერთაშორისო ფორმატი, სადაც საქართველო უკრაინის მხარდამჭერად არ გამოსულა. დაითვალეთ, დღემდე რამდენი ათასი უკრაინელი ბავშვი სწავლობს ქართულ სკოლებში თავის უკრაინულ განყოფილებებში, დაითვალეთ, რამდენი ასეული უკრაინელი სტუდენტი სწავლობს საქართველოში და ამის მიხედვით გავაკეთოთ დასკვნები. მე ვფიქრობ, თუკი ეს საკითხი შევახსენეთ ზელენსკის, არ იქნება ურიგო. ნაცვლად იმისა, რომ აქედან ელჩი გაეწვია და საქართველოსთან ამ კონფრონტაციაში შესულიყო, ძალიან ცუდი პროპაგანდა მიმდინარეობს მედიასაშუალებებში. რასაკვირველია, შეიძლებოდა მეტი პოზიტიური ურთიერთობა ყოფილიყო. საქართველო ნაწილობრივ ოკუპირებული ქვეყანაა. ესეც უნდა გაითვალისწინოს. მუდმივი მცდელობა იმისა, რომ საქართველო ჩართულიყო საომარ მოქმედებებში, რასაკვირველია, განაპირობებს იმ ძალიან რთულ ურთიერთობებს, რომელიც ჩვენ ჩამოგვიყალიბდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ერთმანეთთან საუბრისთვის არ უნდა მოიცალონ და ხელი არ უნდა ჩამოართვან. მსოფლიო პოლიტიკა მაგით ხასიათდება — დღევანდელი დღე იცვლება ხვალინდელით, რომელშიც შეიძლება აბსოლუტურად სხვა სტრატეგიული მიზნები და ხედვები ჩამოყალიბდეს. იმედი გვაქვს, რომ უკრაინასთან ურთიერთობები პოზიტიური იქნება", — განაცხადა გია ვოლსკიმ (მის სიტყვას IPN ავრცელებს).
- ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს შეხვდა
- ანდრიი სიბიჰა: ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტის ფარგლებში გავმართე შეხვედრა მაკა ბოჭორიშვილთან, განვიხილეთ ევროპული ინტეგრაცია და ევროკავშირის მნიშვნელოვანი როლი გლობალურ საქმეებში
- კაია კალასი: ვხედავთ, რომ ისინი [საქართველოს მთავრობა] არასწორი მიმართულებით დგამენ ნაბიჯებს
- EU-სა და მსოფლიოს სხვა ლიდერები სომხეთში EPC-ის სამიტზე ჩავიდნენ
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა ერევანში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტის ფარგლებში შედგა. ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრა უკრაინული მხარის ინიციატივით მოეწყო და მას ორივე ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ.
ცნობისთვის, EPC-ის ფორუმს დაესწრებიან ლიდერები ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოდან, აგრეთვე ალბანეთიდან, ანდორიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბოსნია და ჰერცეგოვინიდან, კანადიდან, საქართველოდან, ისლანდიიდან, კოსოვოდან, ლიხტენშტაინიდან, მოლდოვიდან, მონაკოდან, მონტენეგროდან, ჩრდილოეთ მაკედონიიდან, ნორვეგიიდან, სან-მარინოდან, სერბეთიდან, შვეიცარიიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან და გაერთიანებული სამეფოდან.
ევროპული პოლიტიკური გაერთიანება (EPC) არის სამთავრობოთაშორისო ფორუმი ევროპის მომავლის შესახებ პოლიტიკური და სტრატეგიული დისკუსიებისთვის, რომელიც 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაარსდა.
-
"ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე "ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით
-
ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს" ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს"
გადახედვა
-
Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა
გადახედვა
-
ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის! ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის!
-
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
-
2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს 2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს
გადახედვა
-
ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები
-
9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით 9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით
გადახედვა
-
ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია
-
ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
გადახედვა
-
გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა
გადახედვა
-
8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები 8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს
გადახედვა
-
ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი
-
8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი 8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
-
საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც
გადახედვა
კომენტარები