CU-ის პროფესორმა მოსამართლეს "ნეტგაზეთის" ჟურნალისტის, მარიამ ძიძარიას წინააღმდეგ საქმის შეწყვეტის თხოვნით მიმართეს
კავკასიის უნივერსიტეტის 43-მა პროფესორ-მასწავლებელმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე კაპანაძეს "ნეტგაზეთის" რეპორტიორის, მარიამ ძიძარიას წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმის შეწყვეტის თხოვნით წერილით მიმართა. ინფორმაციას "ნეტგაზეთი" ავრცელებს.
მარიმ ძიძარია კავკასიის უნივერსიტეტი სტუდენტია. პროფესორ-მასწავლებლების მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:
"თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, თორნიკე კაპანაძეს
კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის პროფესორ-მასწავლებლებსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს გვსურს მხარდაჭერა გამოვუცხადოთ მედიის სკოლის მე-2 კურსის სტუდენტ მარიამ ძიძარიას, რომელსაც შსს ედავება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფარგლებში გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას იმ მომენტში, როდესაც ის ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებდა და აშუქებდა პროევროპულ საპროტესტო აქციას.
მასალები მიუთითებს, რომ შსს-ს მხრიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დაფიქსირების მომენტში მარიამ ძიძარიას ჰქონდა მედიის ყველა ამომცნობი ნიშანი —ვიზუალური მასალით დასტურდება, რომ ის იყო არა აქციის მონაწილე, არამედ — მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ამბის გამშუქებელი ჟურნალისტი.
მარიამი არის ძალიან კარგი სტუდენტი, მას ადმინისტრაცია და ლექტორები ვახასიათებთ, როგორც გამორჩეულ ახალგაზრდას. სტუდენტს, მაღალი მოსწრებისა და მისი ინტერესის გათვალისწინებით, გასულ წელს მიეცა რეკომენდაცია ჩვენს პარტნიორ მედიაორგანიზაცია "ნეტგაზეთში" სტაჟირებისთვის. პროცესს მარიამმა წარმატებით გაართვა თავი და აღნიშნული მედიასაშუალების რეპორტიორი გახდა. სამწუხაროა, რომ ადმინისტრაციული წესით სასამართლოში დღეს ის სწორედ საკუთარი ჟურნალისტური მოვალეობის შესრულების გამო არის წარდგენილი. მიგვაჩნია, რომ თუკი მარიამ ძიძარია "გზის სავალი ნაწილის გადაკეტვისთვის" მაინც დაისჯება, ეს შექმნის მძიმე პრეცედენტს არა მხოლოდ ერთი ახალგაზრდა ჟურნალისტისთვის, არამედ ზოგადად, მედიისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი სტუდენტის საქმეზე სასამართლო მიიღებს სამართლიან და კეთილსინდისიერ გადაწყვეტილებას.
გთხოვთ, შეწყვიტოთ ადმინისტრაციული სამართალწარმოება მარიამ ძიძარიას საქმეზე.
პატივისცემით,
ნინო ჟიჟილაშვილი — კავკასიის მედიის სკოლის დეკანი, პროფესორი
ელენე ჯღარკავა — კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანი, პროფესორი
მარიამ მენაბდე — კავკასიის არქიტექტურის სკოლის დეკანი, პროფესორი
თინათინ გიორგაძე — კავკასიის ეკონომიკის სკოლის დეკანი
მარიამ ოქრუაშვილი — კავკასიის მედიცინის სკოლის დეკანი
დავით ნატროშვილი — კავკასიის ჰუმანიტარული სკოლის დეკანი
სოფიო შენგელია — კავკასიის სამართლის სკოლის დეკანი
ეკა აკობია — კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი, პროფესორი
ვასილ გეგელია — მოწვეული ლექტორი, კავკასიის მედიის სკოლა
მაია მიქაშავიძე — მოწვეული პროფესორი, კავკასიის მედიის სკოლა
ემირ ეთერია — პროფესორი, კავკასიის უნივერსიტეტი
გიორგი შუბლაძე — მოწვეული ლექტორი, კავკასიის მედიის სკოლა
ირინა ტაბუციძე — ასოცირებული პროფესორი, კავკასიის მედიის სკოლა.
გიორგი ჯოლოგუა — ასოცირებული პროფესორი, კავკასიის მედიის სკოლა
თამარ ბუაძე — მოწვეული ლექტორი, კავკასიის მედიის სკოლა
ქეთევან ინწკირველი — მოწვეული ლექტორი, კავკასიის მედიის სკოლა
ალექსანდრე რობაქიძე — მოწვეული ლექტორი, კავკასიის მედიის სკოლა
დავით ჭიაბერაშვილი — მოწვეული ლექტორი, კავკასიის მედიის სკოლა
სოფო კვინტრაძე — ასოცირებული პროფესორი, კავკასიის მედიის სკოლა
დავით ბერძენიშვილი — მოწვეული ლექტორი, კავკასიის მედიის სკოლა
ხათუნა იოსავა — მოწვეული ლექტორი, კავკასიის მედიის სკოლა
ნინო კახურაშვილი — მოწვეული ლექტორი, კავკასიის მედიის სკოლა
ირინე კურტანიძე — ასოცირებული პროფესორი, კავკასიის მედიის სკოლა
გიორგი სალუქვაძე — მოწვეული ლექტორი, კავკასიის მედიის სკოლა
მანანა ფორჩხიძე — მოწვეული ლექტორი, კავკასიის მედიის სკოლა
თამარ კალანდაძე — მოწვეული ლექტორი, კავკასიის მედიის სკოლა
გიორგი სავანელი — მოწვეული ლექტორი, კავკასიის მედიის სკოლა
დემეტრე ხარებავა — მოწვეული ლექტორი, კავკასიის მედიის სკოლა
გოჩა ვანაძე — მოწვეული ლექტორი, კავკასიის მედიის სკოლა
თამთა კაკრიაშვილი — კავკასიის მედიის სკოლის პროგრამების ადმინისტრაციული დირექტორი
სალომე ჩიტორელიძე — კავკასიის განათლების სკოლის პროგრამების ადმინისტრაციული დირექტორი
ნათია სულაბერიძე — კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის პროგრამების ადმინისტრაციული დირექტორი
მარიამ ბაგათელია — მოწვეული ლექტორი, კავკასიის უნივერსიტეტი
ანა გადახაბაძე — ასოცირებული პროფესორი, კავკასიის უნივერსიტეტი
ანა დავითაშვილი — მოწვეული ლექტორი, კავკასიის უნივერსიტეტი
ვახტანგ ქარელი — მოწვეული ლექტორი, კავკასიის უნივერსიტეტი
თათია მაისურაძე — კავკასიის ბიზნესისა და ტექნოლოგიების სკოლებიs ერთობლივი პროგრამების ადმინისტრაციული დირექტორი
ანა მგალობლიშვილი — აფილირებული პროფესორი, კავკასიის უნივერსიტეტი
გიორგი დათუკიშვილი — აფილირებული პროფესორი, კავკასიის უნივერსიტეტი
გიორგი კეპულაძე — მოწვეული ლექტორი, კავკასიის უნივერსიტეტი
ნინო წულუკიძე — კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის საბაკალავრო პროგრამების ადმინისტრაციული დირექტორი
სალომე ჩხეიძე — მოწვეული ლექტორი, კავკასიის უნივერსიტეტი
მარიამ გამდლიშვილი — მოწვეული ლექტორი, კავკასიის უნივერსიტეტი
"ნეტგაზეთის" ჟურნალისტს, მარიამ ძიძარიას პროცესი საქალაქო სასამართლოში პროცესი 27 მარტს, 16 საათზე გაიმართება. მას 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრება.
-
"ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე "ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე
გადახედვა
-
"ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე "ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით
-
Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა
გადახედვა
-
ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის! ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის!
-
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
-
2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს 2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს
გადახედვა
-
INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა
-
9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით 9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა
გადახედვა
-
ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია
-
ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა
გადახედვა
-
გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა
გადახედვა
-
8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები 8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს
გადახედვა
-
ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი
-
8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი 8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
-
საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც
გადახედვა
კომენტარები