თემურ გორგაძე: "ვებსაიტი იმედი.ჯი რუსულ სერვერზე გადასკუპდა"
"ვებსაიტი იმედი.ჯი რუსულ სერვერზე გადასკუპდა", — ამის შესახებ გირჩი – მეტი თავისუფლების წევრი, თემურ გორგაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, სერვერის დასახელებაა ns1. ddos - guard. net. კომპანია DDoS-Guard რუსულია და ვებგვერდის უსაფრთხოებასა და ტრაფიკის გაფილტვრას უზრუნველყოფს.
"ტვ იმედი", ბრიტანეთი, რუსეთი და სანქციები — ახსნილი გლეხურად: ვებსაიტი იმედი.ჯი გადასკუპდა ახალ სერვერზე, რომლის დასახელებაა ns1. ddos - guard. net. ვის ეკუთვნის ეს სერვერი? კომპანია DDoS-Guard-ს. საიდან არის ეს კომპანია? ეს არის რუსული კომპანია. იგი დაარსდა რუსეთში (ქალაქ დონის როსტოვში). ეს ნიშნავს, რომ ვებგვერდის უსაფრთხოებასა და ტრაფიკის გაფილტვრას ეს რუსული პროვაიდერი უზრუნველყოფს. საიდან ვიცით ეს. ამის გასაგებად საკმარისია გუგლი და 2 წუთი. არა ძმა რა რუსეთი, რა რუსული პროპაგანდა იმედი დამოუკიდებელი მედიაა", — წერს "გირჩი — მეტი თავისუფლების" წევრი, თემურ გორგაძე სოციალურ ქსელში.
ის აზუსტებს, რომ კომპანია 2011 წელსაა რუსების მიერ დაფუძნებული. დამფუძნებლები არიან, რუსი სპეციალისტები — ევგენი მარჩენკო და დიმიტრი საბიტოვი. "ისე კომპანია შოტლანდიაში, ბელიზში და დუბაიში სხვადასხვა სახელებით მოქმედებს, რომ საერთაშორისო ბაზარზე გაუადვილდეს საქმე. მარა სათაო ოფისი ახლაც რუსეთში აქვთ", – წერს გორგაძე. მისივე თქმით, postv.media ამერიკულ ჰოსტინგებს იყენებს
ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი ნინო გამისონია განმარტავს, რომ იმედი.ჯი იყენებს "DDoS-Guard-ის DNS-ს DDoS დაცვისთვის, თუმცა ეს თავისთავად არ ნიშნავს, რომ საიტის ფაილები DDoS-Guard-ის სერვერებზეა განთავსებული, სერვერი შეიძლება სხვა ადგილას იყოს და პროქსის უკან იმალებოდეს. პატარა რისერჩი აჩვენებს რომ ჰოსტინგი არის დუბაიში".
"ერთი რამე მინდა განვმარტო "იმედის" საიტთან დაკავშირებით და ამით მოვრჩები ამ თემაზე — ისინი იყენებენ DDoS-Guard-ის DNS-ს DDoS დაცვისთვის, თუმცა ეს თავისთავად არ ნიშნავს, რომ საიტის ფაილები DDoS-Guard-ის სერვერებზეა განთავსებული, სერვერი შეიძლება სხვა ადგილას იყოს და პროქსის უკან იმალებოდეს.
პატარა რისერჩი აჩვენებს რომ ჰოსტინგი არის დუბაიში.
თავისთავად, DDoS-Guard-ის სერვისის გამოყენება ცუდი ნიშანია, მაგრამ სხვა გზა არ დაუტოვეთ ამ პატიოსან ხალხს და რა ექნათ, აბა?!", — წერს ნინო გამისონია.
მანამდე ბრიტანეთის მიერ სანქცირებულმა ტელეკომპანია "იმედმა" გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა: "სანქციებისგან გამოწვეული ტექნიკური პრობლემა აღმოფხვრილია, imedinews.ge და imedi.ge ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას".
-
"ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე "ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე
გადახედვა
-
"ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე "ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა" ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა"
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით
-
Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა
გადახედვა
-
ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის! ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის!
-
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
-
2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს 2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს
გადახედვა
-
ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები
-
INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა
-
9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით 9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
გადახედვა
-
გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა
გადახედვა
-
8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები 8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს
გადახედვა
-
ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი
-
8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი 8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
-
საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც
გადახედვა
კომენტარები