Bybit Card ქართულ ბაზარზე — კრიპტოვალუტით გადახდის ახალი შესაძლებლობა
ფოტო: Bybit Georgia
Bybit Georgia ოფიციალურად უშვებს Bybit Card-ს საქართველოში, რითაც აფართოებს გადახდის გადაწყვეტილებებს და მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, კრიპტოვალუტით გადახდა განახორციელონ Mastercard-ის მიღების ყველა წერტილში.
Bybit Card არის Mastercard-ის ბარათი, შექმნილი Mastercard-თან და Pave Bank-თან პარტნიორობით.
“საქართველო Bybit-ისთვის ერთ-ერთ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაზარია. Bybit Card მომხმარებლებს აძლევს საშუალებას, მარტივად გამოიყენონ ციფრული აქტივები ყოველდღიურ ცხოვრებაში — უსაფრთხოდ, მოქნილად და დამატებითი სარგებლის მიღებით.“ — თეკლა იაშაღაშვილი, Bybit Georgia-ს რეგიონული მენეჯერი.
“Bybit-ის კრიპტო ბარათის ლონჩი საქართველოში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ციფრული გადახდების განვითარებისა და ფინანსური ინკლუზიურობის გაძლიერების მიმართულებით. Mastercard მუდმივად უჭერს მხარს ინოვაციებს, რომლებიც მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, კრიპტო აქტივები უსაფრთხოდ და მარტივად გამოიყენონ ყოველდღიურ გადახდებში. მსგავსი პარტნიორობები აძლიერებს ფინანსურ ეკოსისტემას და ხელს უწყობს ტექნოლოგიურ პროგრესს ქვეყანაში.“ — დავით ზღუდაძე, Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსა და სომხეთში.
ბარათის გაშვების აღსანიშნავად, Bybit აცხადებს 10%-იან ქეშბექ შეთავაზებას, მაქსიმალური ლიმიტით 150 აშშ დოლარის ექვივალენტი. შეთავაზებაში მონაწილეობის მისაღებად მომხმარებელმა უნდა განახორციელოს მინიმუმ 100 აშშ დოლარის საწყისი დეპოზიტი ბარათის დამტკიცებიდან 30 დღის განმავლობაში და გაიაროს ინდივიდუალური ვერიფიკაცია. ქეშბექ კამპანია მოქმედებს 2026 წლის 27 იანვრიდან 2026 წლის 27 თებერვლამდე და ვრცელდება შერჩეულ კატეგორიებზე, მათ შორის: მოგზაურობა, ტრანსპორტი, მოდა, რესტორნები, სილამაზე და ველნეს მომსახურებები.
ქეშბექი არ ვრცელდება არაკვალიფიციურ კატეგორიებში განხორციელებულ ტრანზაქციებზე — თანხის გადატანა ელექტრონულ საფულეში, შემნახველ ან სხვა ანგარიშზე.
“ჩვენი მიზანია მომხმარებლებს შევთავაზოთ მარტივი, უსაფრთხო და სარგებელზე ორიენტირებული გადახდის გამოცდილება,“ — ამბობს სოფი Bybit-ის გადახდების ბიზნეს ერთეულის მარკეტინგის ხელმძღვანელი. — "Bybit Card-ის გამოჩენა საქართველოში კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს სტრატეგიას — დავაკავშიროთ ციფრული აქტივები ყოველდღიურ ხარჯებთან და თანამედროვე ფინანსური გადაწყვეტილებები უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ.“
“Bybit ბარათის საქართველოში გაშვება მნიშვნელოვანი ეტაპია ქვეყნის ციფრული ფინანსების ეკოსისტემისთვის“, — განაცხადა სალიმ დჰანანმა, Pave Bank-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა. Pave Bank ამაყობს, რომ მხარს უჭერს ამ ინიციატივას შესაბამისი საბანკო ინფრასტრუქტურისა და გადახდების კავშირის უზრუნველყოფით. ეს პარტნიორობა ასახავს ჩვენს ერთგულებას ინოვაციების ხელშეწყობის, ციფრული აქტივების რეგულირებადი დანერგვის მხარდაჭერისა და გლობალური ფინტექ გადაწყვეტილებების საქართველოს ბაზართან დაკავშირების მიმართ“.
Bybit Card ხელმისაწვდომია, როგორც ვირტუალური ფორმით, რომელიც ავტომატურად აქტიურდება და შესაძლებელია მისი დაუყოვნებლივი დამატება ციფრულ საფულეში, ასევე ფიზიკური ბარათის სახით, რომლის დამზადებასა და მიწოდებას განსაზღვრული დრო სჭირდება. ბარათი უზრუნველყოფს კრიპტოვალუტით გადახდას კონკურენტულ კურსებზე და სარგებლობს Mastercard-ის გლობალური ქსელის სრული მხარდაჭერით.
დამატებითი ინფორმაცია Bybit Card-ის შესახებ ხელმისაწვდომია Bybit Georgia-ს ოფიციალურ ვებგვერდზე.
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
კომენტარები