27 იანვარს, 18:00 საათზე, პენიტენციურ დეპარტამენტთან, ანასტასია ზინოვკინას და ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია გაიმართება
27 იანვარს, 18:00 საათზე, პენიტენციურ დეპარტამენტთან, ანასტასია ზინოვკინას და ნანა სანდერის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად, საპროტესტო აქცია გაიმართება. ამის შესახებ ქალთა მოძრაობის წარმომადგენლებმა, ქალმა პოლიტიკოსებმა და ანასტასია ზინოვკინას და ნანა სანდერის გულშემატკივრებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
ისინი მოითხოვენ, რომ ორივე მათგანს ჩაუტარდეს სრული, დამოუკიდებელი სამედიცინო გამოკვლევები — ყველა აუცილებელი აპარატურული, ლაბორატორიული კვლევითა და სპეციალისტების ჩართულობით.
"დღეს აქ ვართ ქალთა მოძრაობა და ქალი პოლიტიკოსები ანასტასია ზინოვკინას და ნანა სანდერის ადვოკატებთან და გულშემატკივრებთან ერთად, რათა საზოგადოებას გავაგებინოთ, რომ ანასტასია ზინოვკინასა და ნანა სანდერის სიცოცხლე და ჯანმრთელობა რეალურ საფრთხეშია.
სპეციალური პენიტენციური სამსახური თვეებია არ რეაგირებს. არ არსებობს წერილობითი პასუხები. არ ტარდება სრულფასოვანი სამედიცინო გამოკვლევები და ორივე ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება.
ანასტასია ზინოვკინას სჭირდება დაუყოვნებლივი, კომპლექსური სამედიცინო კვლევები (MRI, CT, და ა.შ) ლაბორატორიული ანალიზები და შესაბამისი სპეციალისტები. ეს არის უკვე გადაუდებელი აუცილებლობა.
ნანა სანდერის შემთხვევაში ვხედავთ მკურნალობის შეფერხებას ან უარს, მედიკამენტების დაგვიანებას, მკურნალობის უწყვეტობის დარღვევას.
ამიტომ, 27 იანვარს 18:00 საათზე შევიკრიბებით აქ, სპეციალურ პენიტენციარულ სამსახურთან და მოვითხოვთ:
• ორივე ქალისთვის ჩატარდეს სრული, დამოუკიდებელი სამედიცინო გამოკვლევები — ყველა აუცილებელი აპარატურული, ლაბორატორიული კვლევითა და სპეციალისტების ჩართულობით.
• გამოკვლევები და მკურნალობა განხორციელდეს სამოქალაქო კლინიკაში ან, შესაძლებლობის შემთხვევაში, №18 სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში, საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების დაცვით.
• ექიმების რეკომენდაციები შესრულდეს სრულად და უწყვეტად — უზრუნველყოფილი იყოს საჭირო მედიკამენტები, მკურნალობის მონიტორინგი და ჯანმრთელობის გაუარესების პრევენცია.
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს შევახსენებთ, რომ პატიმრობა არ ნიშნავს ადამიანისთვის უფლებების ჩამორთმევას და სახელმწიფოს ვალდებულებაა დაიცვას ყველა პატიმრის ჯანმრთელობის უფლება.
სოლიდარობა თავისუფლების მოპოვებისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მორალური საყრდენია, რომელიც საზოგადოებას აუცილებლად სჭირდება.
დღეს, სოლიდარობა სჭირდებათ ანასტასია ზინოვკინას და ნანა სანდერს.
მათ ორივეს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვთ, სჭირდებათ კვლევები, სამედიცინო დაწესებულებაში შესაბამისი მკურნალობა. ორივე საუბრობს გაუსაძლის ფიზიკურ ტკივილზე და ღირსებასთან შეუსაბამო მოპყრობაზე. ანასტასია გაუმჭვირვალე პროცედურების შემდეგ მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ქართული პროტესტის შეუდრეკელ და განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ ქალები.
ჩვენ გვყავს ასზე მეტი პოლიტიკური პატიმარი. გვყავს პოლიტიკური პატიმარი ქალები: მზია ამაღლობელი, ელენე ხოშტარია, თამარ ლორთქიფანიძე, ნანა სანდერი, ანასტასია ზინოვკინა... ტროტუარზე დგომისთვის შესაძლებელია სისხლის სამართლებრივი დევნა დაემუქროს სხვა ქალებსაც.
ადმინისტრაციული პატიმრობით წინასწარი დაკავების იზოლატორებში გამოკეტილი ქალებიც ხშირად ხდებიან ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლი.
მძიმე იყო ნინო დათაშვილის მდგომარეობა და საზოგადოების ერთიანობამ, სოლიდარობამ მას ჯანმრთელობა შეუნარჩუნა.
ახლა მნიშვნელოვანია, 27 იანვარს, 18:00 საათზე შევიკრიბოთ აქ, პენიტენციურ სამსახურთან კონკრეტული მოთხოვნებით, რომ ჩვენს თანამებრძოლებს — ანასტასიას და ნანას მკურნალობა უზრუნველყოს იმ სამსახურმა, რომელიც პასუხისმგებელი და ვალდებულია შესაბამის სტანდარტებზე.
თავისუფლება პოლიტპატიმრებს", — წერია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
- ქალი პოლიტიკოსები სახალხო დამცველს მიმარტავენ, დაუყოვნებლივ, პირადად მოინახულოს ანასტასია ზინოვკინა და ნანა სანდერი
- ანასტასია ზინოვკინა დახურული ტიპის ციხეში გადაიყვანეს, სადაც სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება და პაემნების რაოდენობა შეეზღუდება
- ზურა ცეცხლაძე: ძალიან დასუსტებულია, ფაქტობრივად, დაუძლურებულია და გამორიცხული არ არის მისი განადგურებული ჯანმრთელობა ციხის პირობებს ვეღარ გაუძლებს
- "საფარმა" სპს-ს განმეორებით მიმართა ანასტასია ზინოვკინას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით
- სახალხო დამცველი: "ჩვენ მანდატში არ შედის მსჯავრდადებულის [ანასტასია ზინოვკინას] სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა"
- პენიტენციური სამსახური, პატიმრების გაშიშვლებასთან დაკავშირებით, ნანა სანდერსის განცხადებას ეხმაურება
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
გადახედვა
-
თეგეტა Farizon—ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს — გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა თეგეტა Farizon—ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს — გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა
-
POLITICO: საქართველო იმ ქვეყნების სიაში ვერ მოხვდა, რომლებსაც EU-ში გაწევრიანების "საგზაო რუკებს" შესთავაზებენ POLITICO: საქართველო იმ ქვეყნების სიაში ვერ მოხვდა, რომლებსაც EU-ში გაწევრიანების "საგზაო რუკებს" შესთავაზებენ
გადახედვა
-
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ლეგენდა დაიწყო — ყველაფერი, რაც უნდა იცოდე სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ლეგენდა დაიწყო — ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
გადახედვა
-
კახეთში გზების მშენებლობისთვის საქართველო AIIB-სგან €158.5 მლნ-იან სესხს მიიღებს კახეთში გზების მშენებლობისთვის საქართველო AIIB-სგან €158.5 მლნ-იან სესხს მიიღებს
გადახედვა
-
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტი გაგუდული იპოვეს — დააკავეს 25 წლის კაცი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტი გაგუდული იპოვეს — დააკავეს 25 წლის კაცი
გადახედვა
-
კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან
გადახედვა
-
BMG: ალექსანდრე თამაზაშვილმა კომპანია "ვაინ კახეთის" 22.5%-იანი წილი ₾3 მლნ-ად გაყიდა BMG: ალექსანდრე თამაზაშვილმა კომპანია "ვაინ კახეთის" 22.5%-იანი წილი ₾3 მლნ-ად გაყიდა
გადახედვა
-
AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა
გადახედვა
-
YouTube, TikTok, Meta და X ფილმ მასკის რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობენ YouTube, TikTok, Meta და X ფილმ მასკის რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობენ
გადახედვა
-
ლევან მაჭავარიანი: "სიმჩატე" არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს აშშ-დან ლევან მაჭავარიანი: "სიმჩატე" არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს აშშ-დან
გადახედვა
-
შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი? შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი?
გადახედვა
-
MTV დაჯილდოების ცერემონია მადონას ტრიუმფით დასრულდა — ნახეთ გამარჯვებულთა სია MTV დაჯილდოების ცერემონია მადონას ტრიუმფით დასრულდა — ნახეთ გამარჯვებულთა სია
გადახედვა
-
რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები
გადახედვა
კომენტარები