ევროკომისიამ უკრაინის ფინანსური დახმარების €90-მილიარდიანი პაკეტი დაამტკიცა
ფოტო: ევროკომისია
ევროკომისიამ საკანონმდებლო წინადადებების პაკეტი მიიღო, რომლის მიზანი უკრაინისთვის უწყვეტი ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფაა 2026 და 2027 წლებში. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისია ავრცელებს.
მათი ცნობით, საკანონმდებლო პაკეტი მოიცავს:
- უკრაინისთვის დახმარების სესხის დადგენის ახალი წინადადება (ევროპის ეკონომიკური კონვენციის 212-ე მუხლის საფუძველზე) 90 მილიარდი ევროს ოდენობით.
- უკრაინის ფინანსური ინსტრუმენტის შესწორების ახალი წინადადება (ევროპის ეკონომიკური კონვენციის 212-ე მუხლის საფუძველზე), როგორც უკრაინისთვის საბიუჯეტო დახმარების განხორციელების ერთ-ერთი საშუალება.
- მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩო რეგულაციის შესწორების ახალი წინადადება (ევროპის ეკონომიკური კონვენციის 312-ე მუხლის საფუძველზე), რათა უკრაინისთვის სესხის დაფარვა ევროკავშირის ბიუჯეტის "ხელმისაწვდომი რესურსებიდან" იყოს შესაძლებელი.
დეკემბერში ევროპული საბჭო შეთანხმდა, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში უკრაინის საბიუჯეტო და სამხედრო საჭიროებებისთვის €90 მილიარდის ოდენობის გადამწყვეტი მხარდაჭერა გამოეყო. ეს შეთანხმება კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის ურყევ ვალდებულებას უკრაინის მხარდაჭერის მიმართ.
ევროკომისია წერს, რომ ეს ფინანსური ვალდებულება €90 მილიარდის ოდენობის შეზღუდული პასუხისმგებლობის მქონე სესხის სახით 2026 და 2027 წლებისთვის განხორციელდება. შემოთავაზებული მხარდაჭერა ორ კომპონენტად დაიყოფა: დაახლოებით ორი მესამედი, ანუ €60 მილიარდი, სამხედრო დახმარებაზე იქნება მიმართული, ხოლო დარჩენილი ერთი მესამედი — €30 მილიარდი — უკრაინის საერთო საბიუჯეტო მხარდაჭერას მოხმარდება. ეს ნაბიჯი უკრაინას თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში დაეხმარება და სახელმწიფოსა და ძირითადი საჯარო სერვისების უწყვეტ ფუნქციონირებაში, ასევე გააძლიერებს ქვეყნის მდგრადობას და მის უფრო მჭიდრო ინტეგრაციას ევროპის თავდაცვით ინდუსტრიულ ბაზასთან.
ევროკომისიის ცნობით, საკანონმდებლო წინადადებები ევროპარლამენტსა და საბჭოს გადაეგზავნა, რათა დაიწყოს მათი განხილვისა და მიღების საკანონმდებლო პროცესი. იმისათვის, რომ ევროკომისიამ უკრაინისთვის ფინანსური მხარდაჭერის გაწევა 2026 წლის მეორე კვარტლიდან შეძლოს.
როგორც უკრაინისთვის ევროკავშირის სხვა ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმების შემთხვევაში, ეს პაკეტიც მკაცრ პირობითობაზე იქნება დაფუძნებული. ეს მოიცავს კანონის უზენაესობის გაძლიერებასა და კორუფციასთან ბრძოლის ღონისძიებებს, რომლებიც უკრაინის გეგმაშია გათვალისწინებული (Ukraine Plan).
-
საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს
გადახედვა
-
SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა
გადახედვა
-
რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა
გადახედვა
-
როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები
გადახედვა
-
პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა
გადახედვა
-
სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო
გადახედვა
-
ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა
გადახედვა
-
OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ
გადახედვა
-
AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს "გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს
გადახედვა
-
PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
-
საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია
გადახედვა
-
საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი
-
საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
-
ხომ იცით, რომ მუსიკოსი ვარ? — ტრევის სკოტი კრისტოფერ ნოლანის ზარს იხსენებს ხომ იცით, რომ მუსიკოსი ვარ? — ტრევის სკოტი კრისტოფერ ნოლანის ზარს იხსენებს
გადახედვა
კომენტარები