"საფარმა" სპს-ს განმეორებით მიმართა ანასტასია ზინოვკინას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით
"საფარმა", 2025 წლის 12 ნოემბერს და 24 ნოემბერს, ანასტასია ზინოვკინას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ოფიციალური განცხადებით განმეორებით მიმართა.
უფლებადაცვითი ორგანიზაცია სპს განცხადებით სთხოვს: ანასტასია ზინოვკინას სრული, კომპლექსური სამედიცინო გამოკვლევები დაუყოვნებლივ ჩაუტარება, მათ შორის: აპარატურული კვლევები (MRI, CT, რენტგენი, ნევროლოგიური და სხვა კვლევები); ლაბორატორიული კვლევები; შესაბამისი სპეციალისტების კონსულტაციები.
"გამოკვლევების ჩატარება შესაბამისი სამოქალაქო კლინიკის პირობებში ან, შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში, #18 სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში;ექიმების მიერ უკვე გაცემული რეკომენდაციების სრული და უწყვეტი შესრულება და რეალური სამკურნალო პროცესის დაწყება, მათ შორის, აუცილებელი მედიკამენტოზური თერაპიის უზრუნველყოფა.
დღემდე სპეციალური პენიტენციური სამსახურისგან წერილობითი პასუხი არ მიგვიღია და არც დაყენებული მოთხოვნები შესრულებულა, მიუხედავად იმისა რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, მას მხოლოდ ტკივილგამაყუჩებლები მიეწოდება.
ეს ვითარება ქმნის ჯანმრთელობის გაუარესების რისკს და ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კანონმდებლობას, ისე სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებებს.
მოვუწოდებთ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს:
დაუყოვნებლივ შეასრულოს კანონით დაკისრებული ვალდებულებები და უზრუნველყოს პატიმრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა", — წერია "საფარის" მიერ გავრცელებილ ინფორმაციაში.
12 სექტემბერს, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების პერიოდში სისხლის სამართლის წესით დაკავებულ რუსეთის ორი მოქალაქეს – ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულს 8.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიღო.
მათ პროკურატურა გასაღების მიზნით 16 გრამი ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ-ის ფლობას ედავებოდა. დაკავებულები აცხადებდნენ, რომ პოლიციამ მათ ნარკოტიკი ჩაუდო და საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო ისჯებიან.
ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლოს მე-6 ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა, ტარებას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 20- წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მეტი ანასტასია ზინოვკინას საქმეზე:
- სახალხო დამცველი: "ჩვენ მანდატში არ შედის მსჯავრდადებულის [ანასტასია ზინოვკინას] სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა"
- ანასტასია ზინოვკინა: ციხეში გვკლავენ... გთხოვთ, დარეკოთ ციხეებში, სადაც ვიმყოფებით, სახალხო დამცველთან, ყველა ინსტანციაში, ჯანდაცვის სამინისტროში
- ანასტასია ზინოვკინა: "საშინელი ანტისანიტარიაა. ყველანაირი დაავადებაა — სოკოდან დაწყებული, ტკიპებითა და ტილებით დამთავრებული"
- ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულს 8 წლითა 6 თვით პატიმრობა მიესაჯათ
- ანასტასია ზინოვკინა: "ცოცხლები ვართ, სანამ რუსთაველზე დადიხართ"
- ანასტასია ზინოვკინამ და არტემ გრიბულმა ადვოკატები აიცილეს
- ანასტასია ზინოვკინას საქმის ფიგურანტი პოლიციელი სროლისთვის დააკავეს და სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა
- "[პოლიციელმა] მითხრა, თუ თავს კიდევ მიატრიალებ, გაგაუპატიურებ..." — ანასტასია ზინოვკინა დაკავების ღამეს იხსენებს
- ანასტასია ზინოვკინა: "მე მთელი ცხოვრება ვიცხოვრე დიქტატურაში და სხვანაირი ცხოვრება არ მინახავს"
- ადვოკატ შოთა თუთბერიძის ცნობით, ანასტასია ზინოვკინას დედა საზღვარზე არ შემოუშვეს
- გენპროკურორმა გაბიტაშვილმა პროევროპულ აქციებზე დაკავებული მოქალაქეების საქმეების პროკურორები დააჯილდოვა
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
-
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
გადახედვა
-
თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში კვების შეზღუდვები მოიხსნა თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში კვების შეზღუდვები მოიხსნა
გადახედვა
-
POLITICO: საქართველო იმ ქვეყნების სიაში ვერ მოხვდა, რომლებსაც EU-ში გაწევრიანების "საგზაო რუკებს" შესთავაზებენ POLITICO: საქართველო იმ ქვეყნების სიაში ვერ მოხვდა, რომლებსაც EU-ში გაწევრიანების "საგზაო რუკებს" შესთავაზებენ
გადახედვა
-
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ლეგენდა დაიწყო — ყველაფერი, რაც უნდა იცოდე სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ლეგენდა დაიწყო — ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
გადახედვა
-
არტემ გრიბული: მე და ანასტასია ზინოვკინას არ გვაძლევენ დაქორწინების საშუალებას არტემ გრიბული: მე და ანასტასია ზინოვკინას არ გვაძლევენ დაქორწინების საშუალებას
გადახედვა
-
კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან
გადახედვა
-
BMG: ალექსანდრე თამაზაშვილმა კომპანია "ვაინ კახეთის" 22.5%-იანი წილი ₾3 მლნ-ად გაყიდა BMG: ალექსანდრე თამაზაშვილმა კომპანია "ვაინ კახეთის" 22.5%-იანი წილი ₾3 მლნ-ად გაყიდა
გადახედვა
-
AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა
გადახედვა
-
YouTube, TikTok, Meta და X ფილმ მასკის რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობენ YouTube, TikTok, Meta და X ფილმ მასკის რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობენ
გადახედვა
-
ლევან მაჭავარიანი: "სიმჩატე" არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს აშშ-დან ლევან მაჭავარიანი: "სიმჩატე" არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს აშშ-დან
გადახედვა
-
შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი? შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი?
გადახედვა
-
MTV დაჯილდოების ცერემონია მადონას ტრიუმფით დასრულდა — ნახეთ გამარჯვებულთა სია MTV დაჯილდოების ცერემონია მადონას ტრიუმფით დასრულდა — ნახეთ გამარჯვებულთა სია
გადახედვა
-
რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები
გადახედვა
კომენტარები