გადაიხადე თეგეტა მოტორსის ფილიალებში და 1 ლარი მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხება
ფოტო: თეგეტა
თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს საქველმოქმედო პროექტში თანამონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს. 30 დეკემბრამდე თითოეული მომხმარებლის მიერ თეგეტა მოტორსის ფილიალებში ნებისმიერი საავტომობილო პროდუქტის შეძენის შემთხვევაში ყოველი გადახდიდან 1 ლარი მზრუნველობამოკლებულ ბავშვებთან გადაირიცხება.
თათია ხორბალაძე, თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: “თეგეტა მოტორსი მუდმივად ცდილობს, მომხმარებელს განსაკუთრებული გამოცდილება შეუქმნას. ამჯერად მათ საშუალებას ვაძლევთ, ჩვენთან ერთად წინასაახალწლო საქველმოქმედო ღონისძიებაში ჩაერთონ და საკუთარი წვლილი შეიტანონ მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის ჯადოსნური ახალი წლის განწყობის შექმნაში.
პროექტის იდეა ჩვენი უკვე ტრადიციული ზრუნვის კედლის ინსპირაციით შეიქმნა. თეგეტელები ბოლო წლებია, მზრუნველობამოკლებული ბავშვებისა და მოხუცების საიდუმლო სანტები ვხდებით და მათი სურვილების ასასრულებლად ვიკრიბებით.
ახლა კი გვინდა, რომ ზრუნვის გაზიარების ეს ემოცია ჩვენს მომხმარებელსაც ვაგრძნობინოთ. მათ მიერ გადახდილი ნებისმიერი თანხიდან 1 ლარი SOS ბავშვთა სოფლის ბენეფიციარების საჩუქრებსა და საახალწლო სურვილების ასრულებას მოხმარდება. გვიხარია, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი CSR სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულების, საზოგადოების მხარდაჭერის პროექტებში, ჩვენი მომხმარებელი და თეგეტელები ჩავრთოთ“.
წინასაახალწლო საქველმოქმედო პროექტიდან შემოსული თანხა საქველმოქმედო ფონდ SOS ბავშვთა სოფელში სრულად გადაირიცხება და მიტოვების რისკის წინაშე მყოფ, სიღარიბეში მცხოვრებ და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს მოხმარდება.
მარიამ ჯაფარიძე, თეგეტა ჰოლდინგის CSR მენეჯერი: “ყველა ბავშვი იმსახურებს მშვიდ, ბედნიერ, სიყვარულით სავსე ცხოვრებასა და გარემოს, სადაც ყველაფერია მისი განვითარებისთვის. თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენი რეალობა ხშირად განსხვავებულია. თეგეტა მოტორსი იმ კომპანიებს შორისაა, რომლებიც მზრუნველობამოკლებული ბავშვების ცხოვრების გაუმჯობესებაზე წლებია, ზრუნავენ და საზოგადოების წინაშე ამ პასუხისმგებლობას გრძნობენ. ახალი წლის ჯადოსნურ პერიოდში განსაკუთრებით გვჯერა, რომ დიდ საქმეში პატარა მონაწილეები არ არსებობენ, რომ ქველმოქმედების ძალა სწორედ ერთობაშია. ჩვენი დიდი ხნის პარტნიორთან SOS ბავშვთა სოფელთან ერთად ამ ხედვას ვიზიარებთ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ საახალწლო პროექტით მომხმარებლებთან ერთად ვაჩუქოთ მათ დღესასწაული“.
საქველმოქმედო ფონდი SOS ბავშვთა სოფელი თეგეტას ზრუნვის პლატფორმის — Tegeta.care-ის დიდი ხნის მეგობარია. ორგანიზაცია 1989 წლიდან მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებებს იცავს, ეხმარება სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვიან ოჯახებსა და ახალგაზრდებს და უზრუნველყოფს მათ გაძლიერებას. ამჟამად, ქვეყნის მასშტაბით, ორგანიზაციის პროგრამებში ჩართულია 1800-მდე ბავშვი და მოზარდი. Tegeta.care-ის პლატფორმის საშუალებით, თეგეტას მსგავსად, ნებისმიერ კომპანიასა და ადამიანს აქვს საშუალება, ორგანიზაციის გაძლიერებაში მიიღოს მონაწილეობა და უკეთესობისკენ შეცვალოს იმ ადამიანების ცხოვრება, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.
--
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვ.
-
ყირგიზეთმა, უზბეკეთმა და ყაზახეთმა რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევის გამო საზღვარზე კონტროლი გააძლიერეს ყირგიზეთმა, უზბეკეთმა და ყაზახეთმა რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევის გამო საზღვარზე კონტროლი გააძლიერეს
გადახედვა
-
ყოფილი პრინცი ენდრიუ პოლიციას მისი ჩხრეკისა და დაკავებისთვის უჩივის ყოფილი პრინცი ენდრიუ პოლიციას მისი ჩხრეკისა და დაკავებისთვის უჩივის
გადახედვა
-
ზურაბ აბაშიძე ბოსნია-ჰერცეგოვინაში, ჩრდ. მაკედონიისა და ალბანეთის რესპუბლიკებში საქართველოს ელჩად დაინიშნა ზურაბ აბაშიძე ბოსნია-ჰერცეგოვინაში, ჩრდ. მაკედონიისა და ალბანეთის რესპუბლიკებში საქართველოს ელჩად დაინიშნა
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ირინა ჯიბუტის პერსონალურ გამოფენას— მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ირინა ჯიბუტის პერსონალურ გამოფენას— მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე
-
7 ოქტომბერს ევროპარლამენტში საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხზე დებატები გაიმართება 7 ოქტომბერს ევროპარლამენტში საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხზე დებატები გაიმართება
გადახედვა
-
შსს-მ ₾34 მლნ-ზე მეტი ღირებულების 553 კგ ნარკოტიკული საშუალება გაანადგურა შსს-მ ₾34 მლნ-ზე მეტი ღირებულების 553 კგ ნარკოტიკული საშუალება გაანადგურა
გადახედვა
-
დმიტრი პუშკარევის მკვლელობის შემდეგ, SJC მთავრობას მოუწოდებს, რუსეთში ექსტრადიციები შეაჩეროს დმიტრი პუშკარევის მკვლელობის შემდეგ, SJC მთავრობას მოუწოდებს, რუსეთში ექსტრადიციები შეაჩეროს
გადახედვა
-
რამდენად ჯანსაღია შენი ყოველდღიური ჩვევები? რამდენად ჯანსაღია შენი ყოველდღიური ჩვევები?
-
"მეთადონი", "სუბოქსინი", "კეტამინი", "ჰაშიში", "მარიხუანა" — ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს "მეთადონი", "სუბოქსინი", "კეტამინი", "ჰაშიში", "მარიხუანა" — ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ფენიქსი პლანეტა, რომელიც მკვდარი ვარსკვლავის "ფერფლიდან აღდგა" აღმოაჩინეს ფენიქსი პლანეტა, რომელიც მკვდარი ვარსკვლავის "ფერფლიდან აღდგა"
გადახედვა
-
ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა
გადახედვა
-
პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში საგანმანათლებლო ცენტრი დაიხურა პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში საგანმანათლებლო ცენტრი დაიხურა
გადახედვა
-
კუთხის დივნები: როგორ შევარჩიოთ ზომა და სწორი განლაგება? კუთხის დივნები: როგორ შევარჩიოთ ზომა და სწორი განლაგება?
-
შესაძლოა EU-ში უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებების კიდევ ორი კლასტერი გაიხსნას შესაძლოა EU-ში უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებების კიდევ ორი კლასტერი გაიხსნას
გადახედვა
-
გიორგი კალანდია: სასახლე-მუზეუმების გაერთიანებამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვა გიორგი კალანდია: სასახლე-მუზეუმების გაერთიანებამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვა
გადახედვა
-
შსს: ბოლო დღეებში ქვეყნიდან უცხო ქვეყნის 107 მოქალაქე გააძევეს შსს: ბოლო დღეებში ქვეყნიდან უცხო ქვეყნის 107 მოქალაქე გააძევეს
გადახედვა
-
ლევან იოსელიანი: [თითით შეღწევა არის თუ არა დათვალიერების პროცედურის ნაწილი] დებულებაში უნდა ვნახოთ ლევან იოსელიანი: [თითით შეღწევა არის თუ არა დათვალიერების პროცედურის ნაწილი] დებულებაში უნდა ვნახოთ
გადახედვა
-
შავ ზღვაში სავაჭრო გემი ჩაიძირა — დაიღუპა კაპიტანი შავ ზღვაში სავაჭრო გემი ჩაიძირა — დაიღუპა კაპიტანი
გადახედვა
-
1990-იანების 10 ყოველდღიური ჩვევა, რომლებიც დღეს უცნაურად ითვლება 1990-იანების 10 ყოველდღიური ჩვევა, რომლებიც დღეს უცნაურად ითვლება
გადახედვა
-
ტრამპი აცხადებს, რომ აშშ რუსეთს შავ ჭირთან დაკავშირებით დაეხმარება ტრამპი აცხადებს, რომ აშშ რუსეთს შავ ჭირთან დაკავშირებით დაეხმარება
გადახედვა
-
ბაზისბანკის ბარათით თანხის განაღდება იგივე პირობებით უკვე ლიბერთის 700-მდე ბანკომატიდანაც შესაძლებელია ბაზისბანკის ბარათით თანხის განაღდება იგივე პირობებით უკვე ლიბერთის 700-მდე ბანკომატიდანაც შესაძლებელია
კომენტარები