თიბისიმ გაეროს გლობალური შეთანხმების სამი ჯილდო მოიპოვა
ფოტო: თიბისი
თიბისის, გაეროს გლობალური შეთანხმების ყოველწლიურ დაჯილდოებაზე — კორპორაციული მდგრადობის ჯილდო 2025 – ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის, ჯილდო სამ ნომინაციაში გადაეცა. თიბისი პირველი კომპანიაა, რომელმაც ამ დაჯილდოებაზე ერთდროულად 3 ჯილდოს მოპოვება შეძლო.
ნომინაცია ხარისხიან განათლებაში ჯილდო მიიღო თიბისის IT აკადემიამ, რომელიც ახალგაზრდებს უფასოდ აძლევს შესაძლებლობას დაეუფლონ თანამედროვე და მოთხოვნად ტექნოლოგიურ პროფესიებს. აკადემიაში სწავლების პროცესს, თიბისის გუნდის პროფესიონალებთან ერთად, ხელმძღვანელობენ ადგილობრივი და საერთაშორისო დონის წამყვანი სპეციალისტები, რაც ყოველწლიურად ზრდის სასწავლო პროგრამების ხარისხსა და რეალურ გავლენას სექტორზე.
თიბისის IT აკადემია 2019 წელს დაარსდა. დღეს, უკვე 5,000-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს. მათგან 30% თიბისი ჯგუფში მუშაობს, დანარჩენი კი სხვადასხვა წარმატებულ ტექნოლოგიურ კომპანიაში აგრძელებენ კარიერას. IT აკადემია საქართველოში, პროფესიული განვითარებისა და ტექნოლოგიური განათლების ეკოსისტემის გაძლიერების ერთ-ერთ ყველაზე ძლიერი პლატფორმაა.
თიბისიმ მეორე ჯილდო — კლიმატის მდგრადობის მიღწევა კატეგორიაში მიიღო. თიბისიმ წარადგინა ის აქტივობები და ინიციატივები, რომელსაც გარემოსდაცვით და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში ახორციელებს. კლიმატის ცვლილებაზე ზრუნვა თიბისის ESG სტრატეგიის შემადგენელი ნაწილია. თიბისი ელექტროენერგიას 12 მზის სადგურიდან იღებს, რითიც რეგიონებში ფილიალების მოხმარების 80%, თბილისში კი 27% იფარება. ავტოპარკის 57% ელექტრო და ჰიბრიდული მანქანებისგან შედგება. თიბისის მდგრადი პორტფელის მოცულობა 2.07 მილიარდ ლარს შეადგენს, საიდანაც 1,2 მილიონი ლარი მწვანე და კლიმატთან დაკავშირებული ნაწილია.
მესამე ჯილდო კი თიბისის ESG აკადემიისთვის გადაეცა, კატეგორია — პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის. თიბისიმ ESG აკადემიის შესაქმნელად ორგანიზაცია Finance in Motion-ის დახმარებით ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვა ორი ევროპული ფონდის ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში — EFSE Development Facility და GGF Technical Assistance Facility. ESG აკადემია არის მდგრადობასთან დაკავშირებული პირველი გრძელვადიანი საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც მონაწილეებს ყველა ტრენინგ პროგრამას უფასოდ სთავაზობს ქართულ ენაზე. პირველი კურსი მწვანე ცნობიერება და მწვანე დაფინანსება თიბისისა და საერთაშორისო სატრენინგო კომპანია დეველორის თანაავტორობით შეიქმნა. ჯამურად აკადემიის კურსს 900 თიბისელი და 300 მომხმარებელი გაივლის სხვადასხვა ბიზნეს სეგმენტიდან.
აღსანიშნავია, რომ გაეროს გლობალური შეთანხმების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე, თიბისის დამატებითი სპეციალური ჯილდოც გადაეცა. ბანკმა ჯილდო მიიღო როგორც კომპანიამ, რომელიც კონკურსის დასაბამიდან დღემდე, აქტიურად არის ჩართული აღნიშნულ ინიციატივაში, მრავალი წელია უზიარებს ბიზნესსექტორსა და საზოგადოებას მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისკენ გადადგმულ ნაბიჯებსა და ამასთანავე, კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს კონკურსის არაერთგზის გამარჯვებულია.
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
კომენტარები