ალდაგმა 2025 წლის 9 თვეში მომხმარებლებს 75 მლნ ლარი აუნაზღაურა
ფოტო: ალდაგი
სადაზღვევო კომპანია ალდაგი 2025 წლის 9 თვის შედეგებს აჯამებს. ამ პერიოდის განმავლობაში ალდაგის მიერ მომხმარებლისთვის ანაზღაურებულმა თანხამ 75 მლნ ლარი შეადგინა, როგორც MSME, ისე კორპორატიული და საცალო მიმართულებით.
ალდაგი არასასიცოცხლო დაზღვევის (P&C) სეგმენტში ოპერირებს და ამ სახეობებში ბაზრის წილს ყოველწლიურად აფართოებს. 2025 წლის სექტემბრის მდგომარეობით, ალდაგი ქონების დაზღვევის სეგმენტში ლიდერია და ბაზრის 48%-იან წილს ფლობს.
კომპანია 150,000-მდე მომხმარებელს ემსახურება, რაც იმას ნიშნავს, რომ ალდაგის ნდობის მაჩვენებელი წლიდან წლამდე იზრდება. ზრდის ყველაზე მაღალი ტემპით მცირე და საშუალო ბიზნესი გამორჩევა.
2025 წელს ალდაგმა მომხმარებლებს არაერთი სიახლე შესთავაზა. შეიქმნა ახალი პროდუქტები, რომელთა საშუალებითაც გაიზარდა ავტოდაზღვევის ხელმისაწვდომობა და მომხმარებელს მიეცა საშუალება, ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით თავად აირჩიოს ავტოდაზღვევის მინიმალური, სტანდარტული და სრული პაკეტები. 2025 წლის სექტემბერში ალდაგმა ცალკეულ სეგმენტს, ტოიოტას მომხმარებლებს შესთავაზა ბაზრის სიახლე — ქეშბექ აქცია, რომელიც 15 დეკემბრის ჩათვლით ხელმისაწვდომია და გულისხმობს 25%-იან ფასდაკლებას ავტოდაზღვევაზე, კონკრეტულად ტოიოტას ორი მოდელის, RAV4 და Camry შემთხვევაში.
“ამით კომპანია ცდილობს, გაზარდოს ავტომფლობელთა მოტივაცია, მიმართონ დაზღვევას, როგორც რისკის მართვის მექანიზმს და ავტოდაზღვევის პროდუქტები გახდეს მეტად ხელმისაწვდომი. მოხარული ვართ, რომ შეგვიძლია ვიყოთ სანდო პარტნიორი ადამიანებისა და ბიზნესებისთვის. ალდაგმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დაზღვევა არის რისკების მართვის საუკეთესო მექანიზმი. წელს, მომხმარებლებს ბევრი სიახლე შევთავაზეთ და 2026 წელსაც, ვეცდებით, რომ სიახლეებთან ერთად, ისეთი სერვისები შევთავაზოთ, რომლებიც როგორც ინდივიდებს, ისე ბიზნესებს ფინანსური რისკების სწორად მართვაში დაეხმარება,” — აცხადებს ალდაგის გენერალური დირექტორი, გიორგი ბარათაშვილი.
2025 წელს ალდაგმა მნიშვნელოვანი ინიციატივები განახორციელა საოპერაციო მართვის მიმართულებითაც. კომპანიამ დაიწყო თანამედროვე CRM პლატფორმის ეტაპობრივი დანერგვა, რომელმაც მომხმარებელთან ურთიერთობის მართვა ახალ ეტაპზე გადაიყვანა და მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.
2025 წელს კომპანიამ ინვესტიცია განახორციელა პერსონალური სადაზღვევო მომსახურების — პრიმოს განვითარებაში, როგორც სერვისის გაუმჯობესების, ისე სპეციალური შეთავაზებების შემუშავების მიმართულებით, რომლის შედეგადაც პრიმოს მომხმარებლები პირადი მენეჯერის მომსახურებით სარგებლობენ და განსაკუთრებულ პირობებს იღებენ დაზღვევასა და ავტოსერვისებზე. 2025 წელს ალდაგი იყო არაერთი ავტოცენტრის მზღვეველი პარტნიორი, გაიხნა პრიმოს ფილიალი (პოლიტკოვსკაიას 16) და პრიმოს მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცა, მიეღო საუკეთესო გამოცდილება როგორც სერვისის მიღების, ისე ბენეფიტებით სარგებლობის კუთხით.
ანაზღაურების მოქნილი და სწრაფი სქემის დამსახურებით, ბოლო წლების განმავლობაში ალდაგის მიმართ ნდობა, ფერმერებს შორის, კიდევ უფრო გაიზარდა და დღეს, ალდაგი, აგროდაზღვევის ბაზრის 83% ფლობს. კომპანია აქტიურად ვითარდება არასასიცოცხლო დაზღვევის ყველა სეგმენტში, ნერგავს ინოვაციებს და მომხმარებლებს არაერთ ხელშესახებ სარგებელს სთავაზობს.
2025 წელს ალდაგის საერთაშორისო რეიტინგი გაუმჯობესდა. საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია AM Best-მა ალდაგის ფინანსური სიძლიერის რეიტინგი (Financial strength rating) გააუმჯობესა და Bდან B+, ხოლო საკრედიტო რეიტინგი bb+დან bbb- მიანიჭა.
AM Best-ის შეფასებით, ალდაგის საკრედიტო რეიტინგი მის ფინანსურ სიძლიერეზე, საოპერაციო და საწარმოო რისკების ეფექტურობასა და წარმატებულ ანდერაიტინგზე მიუთითებს.
“მოხარულნი ვართ, რომ მიუხედავად არაერთი გამოწვევისა, დაზღვევის ბიზნესი აქტიურად ვითარდება. მომხმარებელში დაზღვევის აუცილებლობის შესახებ ცნობიერება წლიდან წლამდე იზრდება. ჩვენ მზად ვართ, რომ მზარდი მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ ჩვენი სერვისებისა და პროდუქტების კიდევ უფრო განვითარებით და დავეხმაროთ, როგორც საცალო, ისე ბიზნეს მომხმარებელს, რისკების ეფექტურად მართვაში“, — განაცხადა ალდაგის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბარათაშვილმა.
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები