როცა საკუთარი თავის გჯერა: ვლადიმერ ყოჩიშვილის კარიერული გზა
ფოტო: თიბისი ბანკი
წარმატებისაკენ მიმავალს ზოგჯერ სწორედ იმის რწმენა გიქმნის მამოძრავებელ ძალას, რომ ამის გაკეთება შეგიძლია — ყოველ შემთხვევაში, ასე მოხდა იმ ადამიანის ისტორიაში, რომელიც დღეს თიბისიში ფინანსური ოპერაციების მართვისა და კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელია.
რუბრიკის "როცა გჯერა" ფარგლებში ამჯერად ვლადიმერ (ვალერი) ყოჩიშვილს გავიცნობთ. მისი საქმიანობა გუნდის მართვასთან ერთად არაერთ ასპექტს მოიცავს, იქნება ეს: შედეგების აღრიცხვა და კონტროლი, IFRS და რეგულატორული რეპორტინგი, ჯგუფის კომპლექსურ ოპერაციებზე ფინანსური ანალიზი/კონსულტაცია თუ საგადასახადო მიმართულების მართვა.
ვლადიმერს თვითრწმენა არასოდეს დაუკარგავს და ამის წყალობით საინტერესო კარიერული გზაც განვლო. განვითარების გზას იგი კვლავაც ჩქარი ნაბიჯით მიუყვება, პარალელურად კი ამაში სხვებსაც ეხმარება.
ვლადიმერ, როგორი იყო თიბისიში თქვენი პირველი ნაბიჯები და რა შეცვალა ამან თქვენს ცხოვრებაში?
დავიწყებ იქიდან, რომ დაახლოებით 11 წელი ვიმუშავე დელოიტში, რომელიც დიდი ოთხეულის [ოთხი უდიდესი აუდიტორული ფირმა] წევრი კომპანიაა. საკმაოდ რთული გადასაწყვეტი აღმოჩნდა დამსაქმებლის შეცვლა. მეორე მხრივ, ვგრძნობდი, რომ ჩემი სამომავლო განვითარებისთვის ცვლილება საჭირო იყო, ამიტომ ბევრი არ მიფიქრია, როდესაც დამსაქმებლად თიბისისნაირი კომპანია გამოჩნდა.
აუდიტორად მუშაობის განმავლობაში 20-30 კომპანიასთან მქონდა შეხება. ამის მიუხედავად, გამოწვევა აღმოჩნდა, რომ წინა სამსახურის კულტურა უკვე კარგად მქონდა გამჯდარი, აქედან კი უფრო დინამიკურ, სწრაფ და მასშტაბურ გარემოში გადავინაცვლე.
კარიერის თიბისიში გაგრძელებამ, ვფიქრობ, საკმაოდ ბევრი პოზიტიური ცვლილება მომიტანა. სწორი კულტურის, ასევე ძალიან ამბიციურ და სწრაფად მზარდ გუნდში მოვხვდი, რამაც კიდევ უფრო გამიზარდა თვითგანვითარების სურვილი და მოტივაცია. ამასთანავე, ბოლო 5 წლის განმავლობაში ძალიან მასშტაბური პროექტების ნაწილი ვიყავი. ტექნიკური თვალსაზრისით ამან ძალიან გამზარდა; დამეხმარა, რომ ყოველდღიურობაში ბევრად თავდაჯერებული და გაბედული ვყოფილიყავი.
ფინანსებით საიდან დაინტერესდით და როგორ აღმოჩნდით ამ სფეროში?
ფინანსებით 2007 წლის პერიოდში დავინტერესდი საქართველოში არსებული სიტუაციის გავლენით. ამ დროს ფინანსები იყო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, მზარდი და მაღალანაზღაურებადი პროფესია.
თავიდან უფრო პრაგმატულად გაკეთებულ არჩევანს ჰგავდა, თუმცა კავკასიის ბიზნეს სკოლაში სწავლისას აღმოვაჩინე, რომ ამ პროფესიისთვის სწორი უნარებიც მქონდა. ფინანსებთან დაკავშირებულ საგნებში კარგი შეფასებები მქონდა, ამიტომ სფეროსადმი ინტერესი კიდევ უფრო გამიძლიერდა. შესაბამისად, პირველი სამსახურიც ამ მიმართულებით დავიწყე; პარალელურად ამავე უნივერსიტეტში ლექტორი ვიყავი ფინანსების მიმართულებით.
გამიმართლა, რომ ამ სფეროში განვითარება თავიდანვე სწორ უნივერსიტეტში (კავკასიის ბიზნეს სკოლა) დავიწყე და შემდეგაც გამორჩეული კულტურის მქონე კომპანიაში (დელოიტი) გავაგრძელე. ჩემს პროფესიონალად ჩამოყალიბებაში ორივე მათგანმა ძალიან დიდი როლი ითამაშა; კარგი საფუძველი შემიქმნა, რომ კარიერა უფრო საინტერესოდ წამეყვანა შემდგომში თიბისის გუნდთან ერთად.
თუ გქონიათ კარიერის დასაწყისში რაიმე მოლოდინები საკუთარი თავის მიმართ? ახლანდელი გადმოსახედიდან როგორ გამოიყურება ეს მოლოდინები, თუ გაამართლეთ ან მაშინდელ წარმოდგენებს ხომ არ გადაუხვიეთ?
ვფიქრობ, ცხოვრების ყველა ეტაპზე საკუთარი თავისადმი იგივე მოლოდინი მქონდა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ვყოფილიყავი კარიერის ნებისმიერ საფეხურზე. ამაში ის ფაქტიც დამეხმარა, რომ მუდმივად ვცდილობდი, საინტერესო და ჩემზე განვითარებული ადამიანების გარემოცვაში მეტრიალა მათგან მეტის სასწავლად.
დღევანდელი გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ საკუთარი თავისადმი ამ მოლოდინს წარმატებით ვასრულებ; შევძელი, რომ პირადი თუ კარიერული განვითარების კუთხით ერთ-ერთი წარმატებული კადრი ვყოფილიყავი ყველა განვლილ ეტაპზე.
"თავზე ზემოთ ხტომაა" სწორედ ის გზა, რომელიც მუდმივ განვითარებაში მეხმარება, ამიტომ მისგან გადახვევას არც მომავალში ვაპირებ.
განვლილი გზის განმავლობაში თუ გიფიქრიათ, რომ რაღაცას თავს ვერ გაართმევდით და მაინც გამოგივიდათ?
გამოკვეთილად არაფერი მახსენდება, რაზეც ვიფიქრებდი, რომ თავს ვერ გავართმევდი. რა თქმა უნდა, იყო ძალიან ბევრი მიზანი, რომელთა გამოსვლისაც ნაკლებად მჯეროდა, თუმცა ყველაფერს თავისი დრო აქვს. განვითარების მომდევნო ეტაპებზე გადასვლისას მსგავსი მიზნები უფრო და უფრო მიღწევადი გახდა და საბოლოოდ შესრულდა კიდეც.
მაგალითისთვის, ნაკლებად მჯეროდა იმის გამოსვლის, რომ უცხოეთში, წარმატებულ კომპანიაში, მემუშავა (რაც დელოიტთან ერთად შევასრულე) და მსოფლიოს ტოპ 3 უნივერსიტეტიდან ერთ-ერთში მესწავლა (რასაც ამჟამად ვისრულებ). შესაბამისად, ამ მოვლენებმა შედარებით დიდი როლი ითამაშა ჩემი თვითრწმენის მოძლიერებაში.
დღესაც ღრმად მწამს ჩემი კარიერული ლაიტმოტივისა და თიბისის მთავარი სლოგანის, რომ შეუძლებელი არაფერია — "მთავარია, გჯეროდეს" და მზად იყო, საკმარისი დრო და ენერგია გაიღო მიზნის მისაღწევად.
კარიერის ამ ეტაპზე რა ტიპის გამოწვევებს აწყდებით ხოლმე და როგორია თქვენი მიდგომა?
კარიერის მაღალ საფეხურებზე ყოფნა შორიდან თითქოს მარტივი ჩანს. მეორე მხრივ, ვფიქრობ, რაც უფრო "ზემოთ დაფრინავ", მით მეტად მოგეთხოვება პიროვნული თვისებების (ე.წ. soft skills) მაღალ დონეზე განვითარება. ეს მარტივად დასწავლადი არ არის.
ამ მიმართულებით კიდევ მაქვს განვითარების შესაძლებლობა და ამჟამადაც სწორედ ამ უნარების დახვეწაზე ვმუშაობ. ამაში ასევე მეხმარება სტენფორდის უნივერსიტეტის პროგრამა და ამ უნარების მხრივ ჩემზე უკეთეს ადამიანებთან ურთიერთობა.
გუნდში, ალბათ, არის ხოლმე მომენტები, როცა ადამიანს ჰგონია, რომ რაღაც არ გამოუვა. როგორ იქცევით ხოლმე ასეთ დროს?
ვცდილობ, რთული ამოცანების შესრულებამდე გუნდის ყველა წევრს ჰქონდეს წარმოდგენა ამოცანის დეტალებსა და შესრულების მიზანზე. ვაძლევ რჩევებსაც, რომლებიც მუშაობის დროს მეტად უნდა გაითვალისწინონ. გარდა ამისა, ვცდილობ, უშუალოდ შესრულებისას ყველა გრძნობდეს, რომ ამოცანას შეუძლიათ დამოუკიდებლად გაართვან თავი, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომი ვიქნები დახმარებისთვის (და არა შენიშვნის მისაცემად).
ეს გუნდის ყველა წევრის თავდაჯერებასა და რწმენას აძლიერებს. დროთა განმავლობაში ამის შედეგი ისაა, რომ შემიძლია დელეგირების დონეც გავზარდო.
განსაკუთრებით რა მომენტებში გრძნობთ ხოლმე, რომ რაღაც ღირებული გააკეთეთ, რა არის ყველაზე დიდი "ჯილდო"?
ვფიქრობ, ერთადერთი სწორი და გრძელვადიანი მოტივაცია, "ჯილდო", იმ არამატერიალური სარგებლის აღმოჩენაა, რომელიც შენს საქმეს მოაქვს. ჩემს შემთხვევაში მსგავსი ჯილდო არის გრძნობა, როდესაც ვხედავ, რომ ჩემი გაკეთებული საქმით სარგებელი მოვუტანე გარშემომყოფებს, მათ ცხოვრება გავუმარტივე და თუნდაც მცირედით, მაგრამ მაინც უკეთესი დავტოვე გზა, რომელზეც გავიარე.
საკუთარი თავის რწმენამ, თქვენი აზრით, სხვა ფაქტორებთან შედარებით როგორი როლი ითამაშა თქვენს პროფესიონალად ჩამოყალიბებაში?
თვითრწმენამ, ყველაზე მნიშვნელოვანი თუ არა, ერთ-ერთი უდიდესი როლი ნამდვილად ითამაშა ამ მხრივ. ვერ ვიტყვი რომ გამორჩეულად დიდი თვითრწმენა მქონდა კარიერის საწყის ეტაპზე — პირიქით, ამ კუთხით ბევრი სამუშაო გამიჩინა იმ ფაქტმა, რომ 6 თვის ასაკიდან სამაჩაბლოდან დევნილი ვიყავი.
მეორე მხრივ, დღევანდელი გადმოსახედიდან, ვფიქრობ, თვითრწმენა უკვე საკმაოდ განვივითარე. ვცდილობ, ახლო მომავალში ეს ჩემს ერთ-ერთ ძლიერ მხარედაც ვაქციო. პირად მაგალითზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ ამ უნარის განვითარება ნელა, მაგრამ შესაძლებელია; ამისათვის სწორად ისეთი მიზნების დასახვა და შესრულებაა საჭირო, რომლებიც ერთ დროს მიუღწევადი ჩანდა.
აღნიშნეთ, რომ სტენფორდის პროგრამაზე სწავლობთ. რას ნიშნავს Stanford Lead თქვენი განვითარებისთვის?
როგორც უკვე ვახსენე, მიმდინარედ აქტიურად ვმუშაობ პიროვნული თვისებების (ე.წ. soft skills) მეტად დახვეწაზე.
სტენფორდის პროგრამას საკმაოდ კარგი საგნები აქვს ამ მიმართულებით. ეს ერთწლიანი პროგრამაა და საშუალებას მაძლევს, თვითგანვითარებას საკმარისი დრო დავუთმო.
საინტერესოა ისიც, რომ სხვადასხვა ქვეყნის სამასამდე პროფესიონალთან მაქვს კონტაქტი. ეს ბევრი კუთხით მავითარებს; მეხმარება, რომ უფრო მრავალფეროვანი უნარები შევიძინო და, დარწმუნებული ვარ, მეტი წინსვლის წინაპირობაც იქნება.
სამომავლო გეგმები როგორია და რას ურჩევდით დამწყებებს თქვენს სფეროში?
ვფიქრობ, ამჟამად სწორ გუნდში ვარ და განვითარების სწორ გზაზე ვდგავარ. სამომავლო გეგმებიც, რა თქმა უნდა, მეტად გაზრდაა კარიერულადაც და პიროვნულადაც.
დამწყებებს ვურჩევდი, რომ გაიაზრონ: კარიერის შენება არის გრძელვადიანი პროცესი. წარმატების ბევრი ფორმულა არსებობს და, თუ უკვე ნაპოვნი არ აქვთ, ყველაზე გამოცდილს ვურჩევდი: დაუღალავი შრომით, თავდაჯერებითა და მოთმინებით იმოძრაონ საკუთარი მიზნებისკენ. გზა აუცილებლად გრძელი და დამღლელი იქნება, მაგრამ ყოველ მომდევნო ნაბიჯზე იგრძნობენ, როგორ ასწრაფდება მოძრაობა მათი მიზნებისკენ.
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
კომენტარები