ნათია მეზვრიშვილი: გახარია "ოცნების" ერთადერთი პოლიტიკური თანამდებობის პირი იყო, რომელიც არ იყო კორუმპირებული და სძულდა ნეპოტიზმი
პარტია გახარია საქართველოსთვის წევრი ნათია მეზვრიშვილი გიორგი გახარიასთვის ბრალის წარდგენასა და პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება. ის წერს, რომ გიორგი "გახარია ოცნების ერთადერთი პოლიტიკური თანამდებობის პირი იყო, რომელიც არ იყო კორუმპირებული და სძულდა ნეპოტიზმი და ამ ღირებულებების გამო აღმოჩნდა სახელმწიფოს მოღალატე და ამ ღირებულებების ერთგულება მიიყვანს გამარჯვებამდე".
"ერთ დღეში ორი პატიმრობა სახელმწიფო ინტერესების ყოველთვის და ყველაფერზე (პირადზე, ოჯახზე, მეგობრებზე) წინ დაყენებისთვის.
გახარია "ოცნების" ერთადერთი პოლიტიკური თანამდებობის პირი იყო, რომელიც არ იყო კორუმპირებული და სძულდა ნეპოტიზმი.
ამ ღირებულებების გამო აღმოჩნდა სახელმწიფოს მოღალატე, ანტიეროვნულ და კორუმპირებულ ოცნებასთან შეუთავსებელი და ამ ღირებულებების ერთგულება მიიყვანს გამარჯვებამდე. სრულიად უცხო ადამიანი გასაუბრებით დამნიშნა მოადგილედ. ასე პოულობდა კადრებს. ისე წავიდა თანამდებობიდან, არაფერი წაუღია. საერთოდ არაფერს ჰქონდა მისთვის მნიშვნელობა სახელმწიფო საქმის კეთილსინდისიერად კეთების გარდა.
ამ ღირებულებების ადამიანის გატევა წარმოუდგენელია. მხოლოდ ის დაპატარავებული "ადამიანები" მეცოდებიან, რომლებიც გუშინ ბუზებივით ეხვივნენ და ახლა აორთქლებულები არიან, მეტიც მის წინააღმდეგ მოწმეებად გვევლინებიან. თქვენი ადგილი არც მაშინ იყო მის გარშემო (ეს იყო მისი ერთადერთი შეცდომა) და არც მომავალში იქნება.
პროკურატურამ არაერთი ადამიანი გააუბედურა ბოლო დროს, გახარია რა მოსატანია. მაგრამ მაინც — გავრცელებული განცხადების, კვალიფიკაციის და ყველაფრის, მე შემრცხვა, ძალიან შემრცხვა, როგორც თქვენს ყოფილ კოლეგას", — წერს სოციალურ ქსელში ნათია მეზვრიშვილი.
შეგახსენებთ, სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ე.წ ჩორჩანას ეპიზოდზე ყოფილ პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
პროკურატურის განმარტებით, საშიშროებაა ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძემ მიიღო. გიორგი გახარია სასამართლო სხდომას არ დასწრებია. ის საქართველო მიმდინარე წლის ივნისში დატოვა.
- გიორგი გახარიას ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
- პროკურატურამ გიორგი გახარიას მიმართ 20-21 ივნისის საქმეზე და ჩორჩანას ეპიზოდზე სისხლის სამართლის დევნა დაიწყო
გუშინ, 12 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ გიორგი გახარიას მიმართ 20-21 ივნისის საქმეზე და ჩორჩანას ეპიზოდზე სისხლის სამართლის დევნა დაიწყო.
-
"ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე "ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით
-
ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს" ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს"
გადახედვა
-
Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა
გადახედვა
-
ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის! ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის!
-
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
-
2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს 2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს
გადახედვა
-
ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები
-
INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა
-
9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით 9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
გადახედვა
-
გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა
გადახედვა
-
8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები 8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს
გადახედვა
-
PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები
გადახედვა
-
ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი
-
8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი 8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
-
საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც
გადახედვა
კომენტარები