არქიმანდრიტი დოროთე საპატრიარქოში ეპარქიული კომისიის სხდომას არ ესწრება
ფოტო: ქეთო ხომერიკი
არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი საპატრიარქოსთან მივიდა, მაგრამ რაკი საპატრიარქომ ეპარქიული კომისიის სხდომაზე მედიის წარმომადგენლების დასწრებაზე უარი თქვა, ის სხდომას არ ესწრება.
მისი თქმით, საპატრიარქოში ეპარქიული კომისიის სხდომაზე საჯარო გამოსვლების გამო დაიბარეს, ამიტომ სხდომაზე დასწრებას ჟურნალისტებთან ერთად ითხოვდა.
"ამათ, ერთადერთი, რაც შეუძლიათ, მოიმიზეზონ ჩემს დასასჯელად, ეს არის სხდომაზე არგამოცხადება — ანუ რჯულის კანონით, როცა ეპისკოპოსი გიბარებსო, მაშინ აუცილებლად უნდა მიხვიდე, თუ არადა, დაისჯებიო. მე ეპისკოპოსი კი არ მიბარებს, მე მიბარებენ კომისიაზე და როცა კომისიაზე მიბარებენ, მე ბრალდებაც უნდა ვიცოდე, მათი აზრი უნდა ვიცოდე ჩემზე, რა დავაშავე. აი, ჩემი გამონათქვამები რომ გამომიგზავნეს, იქ უნდა ყოფილიყო "აი, შენ ეს რომ თქვი, ეს არის მწვალებლობა, ეს არის შეცდომა, ეს არის არასწორი". ასეთი დასკვნები არ იყო, იყო უბრალოდ ჩემი გამონათქვამები და ჩემი გამონათქვამები მე ისედაც ვიცი. ჩემს გამონათქვამს მე ისევ ვიტყვი. იქ იყო მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ანუ საჯარო მდგომარეობაზე რომ ვამახვილებდი ყურადღებას, ამაზე იყო ჩემი გამონათქვამები, რაც ხდება საქართველოში და საქართველოს ეკლესიაში. და მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურად ეწყინათ და პიროვნულად. სხვანაირად იქ სწავლებითი არაფერი იყო. მეც რაღაცები, მათი განცხადებები რუსეთის საამებელი, არ მომწონს, მაგრამ მე არცერთის დასჯა არ მომითხოვია, იმიტომ, რომ ამის გამო არ შეიძლება, მღვდელი დაისაჯოს. ამიტომ, მათ უნდოდათ მიზეზი. პოლიტიკური განცხადებების გამო ჩემი დასჯა შეუძლებელია და ახლა უნდათ მიზეზი, რომ მეორედ თუ არ გამოვცხადდები, დამსჯიან. ამიტომ მე ვთქვი "მოვდივარ", მაგრამ მხოლოდ საჯაროდ. მე ჩემი მოთხოვნა მაქვს, უნდა შევიდე ჟურნალისტებთან ერთად და ეს უნდა გახდეს საჯაროდ. იმათმა მითხრეს, რომ სხდომა არ შეიძლება, ჟურნალისტებმა გადაიღონო, ეს არის ტყუილი. არ შეიძლება, გადაიღონ, ჩაიწერონ, როცა ადამიანის პიროვნულ, პირად ცოდვაზეა საუბარი. მე რომ მთხოვდნენ ახლა რაღაც გადაცდომებს არა სწავლებაში, არამედ ცხოვრებაში ვიღაცასთან, რაღაცასთან, ზნეობრივი, მაშინ მათ შეუძლიათ, რომ მე ამიკრძალონ ჩაწერაც... მე მთხოვენ პასუხს სწავლებაზე. რა აქვთ დასამალი, რატომ იმალებიან? დაამტკიცონ თავიანთი სწავლება, დაამტკიცონ, რომ ის, რასაც ამბობენ, სწორია, დაამტკიცონ, რომ რუსეთი ჩვენი მოყვარეო, დაამტკიცონ, რომ ევროპა ჩვენი მტერია. დაამტკიცონ, რას იმალებიან?" — თქვა არქიმანდრიტმა (ტექსტს "ტვ პირველი" ავრცელებს).
არქიმანდრიტი დოროთე საეპარქიო კომისიაზე 16 ოქტომბრის შემდეგ მეორედ, 29 ოქტომბერს დაიბარეს — არქიმანდრიტის თქმით, ის მხოლოდ იმ შემთხვევაში წარდგებოდა საპატრიარქოში, თუ საპატრიარქო მედიას დართავდა კომისიაზე დასწრების უფლებას.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ 25 ოქტომბერს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პატრიარქის მდივნის, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის შეტყობინებას არქიმანდრიტ დოროთესადმი, სადაც ეწერა, რომ "ტელევიზიების მონაწილეობით ეპარქიული კომისიის ხდომა ვერ და არ გაიმართება".
- არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: არასოდეს მითქვამს, რომ ეკლესიას უნდოდა სისხლის ღვრა, ეს დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს ცილისწამებაა
- არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: რუსთაველის პროსპექტი არის საოცრება, გამოდით, იქ საოცარი ხალხი დგას
- საპატრიარქომ არქიმანდრიტ დოროთეს ეპარქიულ კომისიაზე არგამოცხადებისთვის მკაცრი გაფრთხილება მისცა
- არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: ყოველი სატელევიზიო გამოსვლის შემდეგ არ ვაპირებ მამა ანდრიასთან სიარულს
- დოროთე ყურაშვილი: გთხოვთ, ინებოთ და დაგვეხმაროთ თქვენთვის შესაძლებელი ყველა საშუალებით, რათა საქართველო გათავისუფლდეს რუსული აგრესიისგან და დაუბრუნდეს დემოკრატიულ განვითარებას
- ანდრია ჯაღმაიძე: არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი მოქმედებს საკუთარი შეხედულებით და არა პატრიარქის კურთხევით
- დოროთე ყურაშვილი: ყველას მოვუწოდებ, რომ არ გადადგან ხალხის საწინააღმდეგო ნაბიჯი. გუშინდელი სისხლი, რომელიც ახალგაზრდობას ადინეს იყოს ბოლო.
-
"ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე "ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა" ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა"
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით
-
ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს" ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს"
გადახედვა
-
Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა
გადახედვა
-
ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის! ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის!
-
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
-
2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს 2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს
გადახედვა
-
INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა
-
9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით 9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა
გადახედვა
-
ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია
-
ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა
გადახედვა
-
8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები 8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს
გადახედვა
-
ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი
-
8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი 8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
-
საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც
გადახედვა
კომენტარები