ირაკლი კუპრაძე: "ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას და წინააღმდეგობას"
"ანტიეროვნულმა და ანტიქართულმა "ოცნებამ" გადაწყვიტა, დემოკრატიას მიაყენოს გადამწყვეტი დარტყმა და აკრძალოს პროდასავლური ოპოზიციური პარტიები, მათ შორის პოლიტიკური კოალიცია "ლელო — ძლიერი საქართველო". წინააღმდეგობა რუსული რეჟიმისა და "ქართული ოცნების" პირისპირ იქნება უკომპრომისო და იქნება პრინციპული," — ამის შესახებ ლელო — ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ირაკლი კუპრაძის განცხადებით, პარტია გააგრძელებს "რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას და წინააღმდეგობას" და დასძინა, რომ ეს არის პარტიისთვის "გამოწვევა, რომელსაც აუცილებლად მოვუძებნით წინააღმდეგობის გზას".
"კოალიცია ლელო — ძლიერმა საქართველომ ამ წლების განმავლობაში გაატარა საქართველოს მოქალაქეებისთვის მთავარი და ძირითადი ინტერესი, რომ პოლიტიკაში დაბრუნდეს ქართველი ხალხის ხმა. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას და წინააღმდეგობას. რუსულ რეჟიმს, რომელსაც აქვს დავალება, რომ ამ ქვეყანაში გააქროს პროდასავლური სახალხო ოპოზიციური ხმა, მათ შორის, კოალიცია ძლიერი საქართველოს და ლელოს სახით, ჩვენთვის ეს არის ისეთი გამოწვევა, რომელსაც აუცილებლად მოვუძებნით წინააღმდეგობის გზას. ჩვენ გუშინ შევიტანეთ კონსტიტუციური სარჩელი იმ მუხლების წინააღმდეგ, რომლებიც არის ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის სახით.
მე ახლა ვდგავარ ჩემს გუნდთან ერთად. მთელი საქართველოს მასშტაბით ლელოს და ძლიერი საქართველოს წარმომადგენლები ყველა მუნიციპალიტეტიდან — ჩვენ ვაცხადებთ, რომ წინააღმდეგობა რუსული რეჟიმისა და ქართული ოცნების პირისპირ იქნება უკომპრომისო და იქნება პრინციპული, იმიტომ, რომ არ არსებობს სხვა გზა, რომელიც ჩვენ გამოგვიყვანს ამ კრიზისიდან. ქართულ ოცნებას, ივანიშვილს, მის პოლიტიკურ დამნაშავეებს მოუწევთ აუცილებლად პასუხისმგებლობის აღება იმაზე, რომ მათ მიიღეს ანტიდემოკრატიული, ანტიეროვნული, ანტიევროპული პოლიტიკური გადაწყვეტილებები და სამართლებრივი აქტები. ჩვენ დღეს აქ დგომით და თქვენთან, მოქალაქეებთან, პოლიტიკური კომუნიკაციით, ვდებთ პირობას, რომ ეს ბრძოლა არ გაჩერდება მანამ, სანამ არ იქნება მიღწეული გამარჯვება, რასაც იმსახურებენ საქართველოს მოქალაქეები, ქართველი ხალხი — ეს არის ივანიშვილის რუსული რეჟიმის დასრულება და ამ ბრძოლაში ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, სტრატეგიული წინააღმდეგობის ყველა სტრატეგიულ ხაზს, რომელიც მიგვიყვანს გამარჯვებამდე," — თქვა კუპრაძემ.
შეგახსენებთ, ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ დღეს იწყებენ დაპირების სამართლებრივი ნაწილის შესრულებას პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით და საკონსტიტუციო სარჩელით 3 პოლიტიკური გაერთიანების არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას ითხოვენ, ესენია: ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა, კოალიცია ცვლილებისთვის — გვარამია, მელია, გირჩი, დროა და ძლიერი საქართველო — ლელო.
გუშინ ლელომ საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა და მოითხოვა ქართული ოცნების მიერ პარტიების აკრძალვის შესახებ მიღებული კანონმდებლობის არაკონსტიტუციურად ცნობას. სარჩელს გიორგი სიორიძე შეიტანა.
პარტიის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს შემდეგ სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ.
-
"ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე "ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე
გადახედვა
-
"ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე "ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა" ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს" ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს"
გადახედვა
-
Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა
გადახედვა
-
ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის! ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის!
-
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
-
2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს 2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს
გადახედვა
-
ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები
-
INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა
-
9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით 9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
გადახედვა
-
გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს
გადახედვა
-
PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი
-
8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი 8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
-
საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც
გადახედვა
კომენტარები