შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლაშა ჯოხაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სოციალურ ქსელში შსს-სთან აფილირებულმა გვერდმა ("ყველაფერი პოლიციის შესახებ") გაავრცელა.

ინფორმაცია NEWS.On.ge-ს შსს-ში დაუდასტურეს და უთხრეს, რომ ლაშა ჯოხაძემ თანამდებობა საკუთარი სურვილით, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

ცნობისათვის, თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად ლაშა ჯოხაძე 2020 წელს დაინიშნა.