თურქეთი შესაძლოა იმ "სამუშაო ჯგუფის" წევრი გახდეს, რომელიც ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესრულებას გააკონტროლებს
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა მეტი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ისრაელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვა აიძულონ — მათ შორის, შესაძლებელია სანქციების გამოყენება ან იარაღის გაყიდვის შეწყვეტა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
NATO-ს წევრი თურქეთი, რომელიც ხშირად აკრიტიკებს ისრაელის ღაზაზე თავდასხმებს, ოფიციალურად ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებში შუამავლად ჩაერთო — მანამდე ამ პროცესში არაპირდაპირ მონაწილეობდა. მისი ჩართულობა განსაკუთრებით გაძლიერდა იმ შეხვედრის შემდეგ, რომელიც ერდოღანს გასულ თვეში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ჰქონდა თეთრ სახლში.
"თურქეთიდან ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ცეცხლის შეწყვეტა მოხდეს. ჰამასის მხარე იცავს შეთანხმებას და ამას ღიადაც აცხადებს. ისრაელი კი კვლავ არღვევს ცეცხლის შეწყვეტას," — განაცხადა ერდოღანმა რეგიონული ტურიდან დაბრუნებისას ჟურნალისტებთან საუბარში.
"საერთაშორისო საზოგადოებამ, განსაკუთრებით კი შეერთებულმა შტატებმა, მეტი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ისრაელმა სრულად დაიცვას შეთანხმება. ისრაელი უნდა აიძულონ შეასრულოს დაპირებები — სანქციებით ან იარაღის მიწოდების შეჩერებით," — ნათქვამია ფაშინიანის კომენტარში, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
Reuters-ის ცნობით, ანკარამ ასევე განაცხადა, რომ შეუერთდება სპეციალურ "სამუშაო ჯგუფს", რომელიც ცეცხლის შეწყვეტის შესრულებას გააკონტროლებს. თურქეთის შეიარაღებული ძალები ამ ჯგუფში შესაძლოა სამხედრო ან სამოქალაქო კუთხით ჩაერთონ. ქვეყანას აქვს სურვილი, აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ღაზის აღდგენაში.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მიანიშნა, რომ ღაზის სექტორში თურქული უსაფრთხოების ძალების ჩართვის წინააღმდეგია.
როცა ერდოღანს ნეთანიაჰუს განცხადებებზე ჰკითხეს, მან მისი მკაცრი კრიტიკისგან თავი შეიკავა და ოდნავ შეამსუბუქა წინა განცხადება ღაზაში ჩასვლის მზადყოფნაზე — განმარტა, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება.
"მოლაპარაკებები გრძელდება იმ სამუშაო ჯგუფზე, რომელიც ღაზაში იმუშავებს. ამ პროცესის დეტალები ჯერ საბოლოოდ განსაზღვრული არ არის. ეს მრავალმხრივი საკითხია და მოლაპარაკებები საკმაოდ კომპლექსურია. ჩვენ მზად ვართ, ღაზას ნებისმიერ ფორმით დავეხმაროთ," — განაცხადა მან.
ერდოღანმა ასევე კვლავ მოუწოდა სპარსეთის ყურის ქვეყნებს, ჩაერთონ ღაზის აღდგენითი სამუშაოების დაფინანსებაში, რადგან მისი თქმით, "ამგვარი ამოცანის შესრულება არც ერთ ქვეყანას მარტო არ შეუძლია".
Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელსა და თურქეთს შორის, რომლებიც წარსულში ახლო მოკავშირეები იყვნენ,ღაზაში მიმდინარე ომის ფონზე, ურთიერთობები მკვეთრად დამძიმდა . ანკარამ ნეთანიაჰუს მთავრობა გენოციდში დაადანაშაულა — ეს ბრალდება, რომელსაც ისრაელი კატეგორიულად უარყოფს.
-
ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ
გადახედვა
-
გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა
გადახედვა
-
ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა
გადახედვა
-
Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს
-
ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა
გადახედვა
-
აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს
გადახედვა
-
მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს
გადახედვა
-
"გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება "გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება
გადახედვა
-
ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის" ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის"
გადახედვა
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია
-
სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა
გადახედვა
-
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
-
სუს-ის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთში იმყოფება სუს-ის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთში იმყოფება
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა
გადახედვა
-
TI: აჭარაში უძრავი ქონების პრივატიზება "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული პირების სასარგებლოდ მიმდინარეობს TI: აჭარაში უძრავი ქონების პრივატიზება "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული პირების სასარგებლოდ მიმდინარეობს
გადახედვა
-
ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე: ჩემთვის დასავლური სანქციები სიმართლისთვის მიღებული ორდენებია ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე: ჩემთვის დასავლური სანქციები სიმართლისთვის მიღებული ორდენებია
გადახედვა
კომენტარები